ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისრაელის მხარდასაჭერად და “ჰამასის” თავდასხმაზე საპასუხოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ავიამზიდი, გემები და თვითმფრინავები გაგზავნა.
ასევე, ამერიკა ისრაელს დაეხმარება დამატებითი აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისრაელის მხარდასაჭერად და “ჰამასის” თავდასხმაზე საპასუხოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ავიამზიდი, გემები და თვითმფრინავები გაგზავნა.
ასევე, ამერიკა ისრაელს დაეხმარება დამატებითი აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით.
“ჰამასი და მისი მხარდამჭერები არიან სრულად პასუხისმგებელნი ამ საშინელი ტერორის აქტზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების გატაცებაზე”,
აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი.
არაბეთის გაერთიანებული საამიროებმა ჰამასის ტერორისტული აქტები ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგმო. განცხადება ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
“სამოქალაქო პირვებს ორივე მხარეს სრულად უნდა იცავდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და არ უნდა გახდნენ კონფლიქტის სამიზნეები” – თქვა არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ წუთამდე ინფორმაცია არ შემოსულა, დაშავებულის ან დაკარგულის შესახებ არ არის ინფორმაცია ასეთი. ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, რომ არ იქნება საქართველოს მოქალაქე იქ დაშავებული ან გატაცებული, ყოველ შემთხვევაში, ორი დღის მანძილზე ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა.
დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი, ჩვენი ნაწილია ესეც… პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ახალგაზრდა კაცი, რომელიც შეტაკებების დროს დაიღუპა.
ისრაელის სამაშველო სამსახურის Zaka-ს ცნობით, სულ მცირე 260 ცხედარი იპოვეს ისრაელის მუსიკალური ფესტივალის ადგილზე შაბათს ჰამასის თავდასხმის შემდეგ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ჰამასის შეიარაღებული მებრძოლები ესროდნენ გაქცეულ ადამიანებს, ზოგი კი მძევლად აიყვანეს. ფესტივალი ღაზა-ისრაელის საზღვრის მახლობლად სოფლის ტიპის დასახლებაში ტარდებოდა.
ეს შემზარავი თავდასხმა ერთ–ერთი იყო შაბათს დილით ჰამასის მებრძოლების მიერ განხორციელებულ თავდასხმების სერიას შორის, რომელიც ჰამასის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე ოდესმე განხორციელებულ თავდასხმებს შორის ყველაზე ხანგრძლივი და კოორდინირებული იყო.
მედიის ინფორმაციით დასავლეთ სანაპიროზე ვითარება დაძაბულია. შეტაკებები დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მეორე დღეა გრძელდება.
გუშინ დილიდან ისრაელის არმიამ განალაგა დიდი რაოდენობით სამხედრო საგუშაგოები და გაზარდა უსაფრთხოების ზომები, რის შედეგადაც დასავლეთ სანაპიროზე მყოფი პალესტინელები პრაქტიკულად ვერ ახერხებენ გადაადგილებას დასახლებულ პუნქტებს შორის.
ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ისრაელმა „ქალაქებისა და სოფლების სამხედრო ბლოკადა“ მოახდინა.
რამალას ცენტრში ყველა მაღაზია დაკეტილია. ამის მიზეზი გაფიცვაა, რომელიც დღეს დილიდან დასავლეთ სანაპიროზე გავრცელდა.
გაფიცვა სხვადასხვა პოლიტიკურმა ფრაქციებმა დაიწყეს, რათა , მათი “გამოეხატათ „ისრაელის აგრესიის გამო აღშფოთება “, რომელიც, მათი თქმით, გუშინ დილით დაიწყო და ღაზას სექტორის მაცხოვრებლებისკენ არის მიმართული.
ხელისუფლებამ ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქ სდეროტის მოსახლეობას ურჩია, არ დაეტოვებინათ სახლები, შესაძლო ტერორისტული მოქმედებების გამო.
არმიის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რამდენიმე პალესტინელი მებრძოლი კვლავ ისრაელის მიწაზე იმყოფება.
ისრაელში სიტუაციის გაუარესების გამო, შეერთებული შტატები აგზავნის Gerald Ford-ის შეტევითი ავიამზიდების გუფს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, განაცხადა პენტაგონმა.
ჯგუფში შედის შედის აშშ-ს საზღვაო ძალების ავიამზიდი USS Gerald Ford, Ticonderoga-ს კლასის მართვადი რაკეტების კრეისერი USS Normandy, ასევე Arleigh-Burke კლასის მართვადი რაკეტების გამანადგურებლები, სამხედრო ხომალდები Ramage, USS Carney და USS Roosevelt, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა
„ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები რეგიონში საჰაერო ძალების F-35, F-15, F-16 და A-10 გამანადგურებელი ესკადრილიების გასაძლიერებლად“, – დასძინა ლოიდ ოსტინმა.
გარდა ამისა, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს დამატებითი დახმარება გაუგზავნა.
თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს მიაწოდეს ინფორმაცია ისრაელში მიმდინარე შეტაკებების შესახებ.
„თეთრი სახლის თანამშრომლები გააგრძელებენ მჭიდრო კონტაქტს ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან. ეროვნული უსაფრთხოების გუნდები თანამშრომლობენ ისრაელთან და მათ მოკავშირეებთან მთელს რეგიონში“, – განაცხადა აშშ-ს ადმინისტრაციამ.
აშშ-ის საელჩომ კაიროში გააფრთხილა ამერიკელები, რომ „გაძლიერებული ყურადღება მიაქციონ უსაფრთხოებას და მიიღონ ყველა ზომა“ ქალაქ ალექსანდრიაში ორი ებრაელი ტურისტის მკვლელობის შემდეგ.
ისრაელის მედიის ცნობით, პალესტინელი ბოევიკების დამატებითი ძალები შევიდნენ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ მაგენში და ამ ტერიტორიაზე სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს ტანკების გამოყენებით.
იმავდროულად, ჰამასის სამხედრო ფრთის, ალ-ქასამის ბრიგადების სპიკერმა, აბუ ობეიდამ ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც ყველას მოუწოდა „შეუერთდნენ ამ ბრძოლას“.
რამდენიმე საათის წინ ალ-კასამის ბრიგადებმა თავიანთ ტელეგრამის არხზე განაცხადეს, რომ მათ „განახორციელეს დიდი სარაკეტო შეტევა სდეროტის დასახლებაზე, ასი რაკეტის გასროლით“.
ისრაელში დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 500-ს აჭარბებს.ისრაელის მედიის ცნობით, შაბათს დილიდან, როდესაც პალესტინელი ბოევიკები სამხრეთ ისრაელში ღაზას სექტორიდან შეიჭრნენ, ბოლო მონაცემებით 500-ზე მეტი ისრაელი დაიღუპა. დაშავდა 2000-ზე მეტი ადამიანი.
სამაშველო სამსახურმა “ზაკამ“, რომელიც სპეციალიზირებულია დაღუპულთა ცხედრების მართვაზე, CNN-ს განუცხადა, რომ ამ რიცხვში არ შედიან ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ ან გამოაცხადეს გარდაცვლილად საავადმყოფოებში. “ზაკამ“ ვერ შეძლო მიეღწია ყველა იმ ადგილზე, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, ამიტომ საერთო რიცხვი 500-ზე მეტია.
Reuters-ის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავს „ჰამასის სამხედრო და სამთავრობო პოტენციალის განადგურებას“.
ისრაელის გაზეთი Haaretz განმარტავს, რომ ნეთანიაჰუმ ასევე თქვა: „ჩვენ შევდივართ გრძელ და დამქანცველ ომში. სწორედ ჰამასის მომაკვდინებელმა თავდასხმამ გვაიძულა ჩვენ ომში შევსულიყავით“.
მან ასევე დასძინა, რომ „პირველი ეტაპი ამჟამად სრულდება, რომლის დროსაც ჩვენს ტერიტორიაზე შეჭრილი მტრის ძალების უმეტესობა განადგურებულია“. „დავიწყეთ შეტევითი ოპერაციის ფორმირება, რომელიც გაგრძელდება უდავოდ და შესვენების გარეშე მიზნების მიღწევამდე. ჩვენ აღვადგენთ ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას და მივაღწევთ გამარჯვებას“, – ციტირებს ისრაელის გაზეთი Haaretz პრემიერ-მინისტრის სიტყვებს.
ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება ღაზას სექტორისთვის ელექტროენერგიის, საწვავის და საქონლის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.
ისრაელის მედია იუწყება, რომ ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 250-ს მიაღწია.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰოსპიტალიზებულია კიდევ 1452 ადამიანი, მათგან 18 კრიტიკულ მდგომარეობაში, ხოლო 267 მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც სამხრეთ ისრაელში, ისე ღაზას სექტორში საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით.
პალესტინელი ექიმების ინფორმაციით, ღაზაში 232 ადამიანი დაიღუპა და 1790 დაშავდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, იაირ ლაპიდსა და ბენი განცს, შექმნან ეროვნული ერთიანობის მთავრობა, განაცხადა მმართველმა პარტია ლიკუდმა.
მანამდე ლაპიდმა ისრაელელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად იყო ნეთანიაჰუსთან ერთად საგანგებო მთავრობა შექმნისთვის.
”მე ახლახან შევხვდი პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს,” – თქვა ლაპიდმა. „მე ვუთხარი, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში თანახმა ვარ მასთან ერთად საგანგებო, ვიწრო პროფესიონალური მთავრობის შექმნაზე. ნეთანიაჰუს ესმის, რომ ამჟამინდელი უკიდურესი ექსტრემისტული და დისფუნქციური უსაფრთხოების კაბინეტით, მას არ შეუძლია ომის დაწყება.
ლაპიდი ხელმძღვანელობს ცენტრისტულ იეშ ატიდის პარტიას და ისრაელის პრემიერ-მინისტრი იყო 2022 წლის ნოემბრამდე, სანამ არჩევნებმა ნეთანიაჰუ პრემიერის სავარძელში დაბრუნდა.
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ლაპიდი და განცი ახლა იკრიბებიან, რათა განიხილონ მთავრობაში მონაწილეობის პირობები.