Category: ახალი ამბები

  • ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოს დასრულდება..თუ პრობლემა არ შეიქმნა, ავლაბრისაც – კალაძე

    ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოს დასრულდება..თუ პრობლემა არ შეიქმნა, ავლაბრისაც – კალაძე

    „ვარკეთილის მეტროში სამუშაოები მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა იყო აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. კომპანიები, არავინ გამოთქვამდა სურვილს, ალბათ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე. თუმცა, მოიძებნა კომპანია, რომელიც ასრულებს სამუშაოებს და ზაფხულის ბოლოსთვის რეაბილიტაცია დამთავრებული იქნება.

    რაც შეეხება ავლაბრის მეტროს, პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. როდესაც დემონტაჟი მოხდა არსებული ვესტიბიულის, ძალიან მძიმე ავარიული მდგომარეობა იყო და ამიტომ, მოხდა დადგა ცვლილების საჭიროება. ზაფხულისთვის უნდა დამთავრდეს თუ რაიმე კიდევ [არ მოხდა]. პრობლემა იცით რა არის? არავინ არ იცის რეალურად, რა ხდება, რა მდგომარეობაა. როდესაც იწყება სამუშაოები, ეს მეტროებს არ ეხება, ზოგადად რეაბილიტაციებს თუნდაც წერეთლის გამზირი როდესაც დავიწყეთ, ჭავჭავაძე, ქეთევან წამებული. ყოველთვის, ხომ არიან კომპანიები, ვისაც მიწის ქვემოთ თავისი კომუნიკაციები აქვთ, არავინ არ იცის, რეალურად რა მდგომარეობაა. როდესაც მიდის უშუალოდ სამუშაოები, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით, ისეთი მდგომარეობაა, რეალობას ვხედავთ”,

    ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

  • “ნაცებს” მივმართავ – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ – ზარქუა

    მიუხედავად იმ მცდელობისა, რომ ზოგიერთი ხელმოცარული ყვავი დაჩხაოდა ამ პროექტს [წერეთლის], მაინც შეძლეს [მოძრაობის გახსნა]… მე მინდა, “ნაცებს” მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ! აი, თქვე ხელმოცარულებო, თქვენა. ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ, როგორ გიხარიათ, რომ სადმე თუ პროექტში რამე ხინჯია, აბა, დროზე თუ არ შესრულდა, როგორ ხართ ჩასაფრებულები. ხელმოცარულები დარჩით აქაც.

    ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

  • ”ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემონტაჟი იქნება შესაძლებელი!” – ნიკა მელია

    შემომდის ბევრი ზარი და კითხვა მედიებისაგან პოტენციურ ერთობაზე და იმ ფორმასა თუ შინაარსზე, რომლითაც თანამოაზრეებთან ერთად შევალ საარჩევნო მარათონში.

    ამიტომ, ვწერ პოსტს, რომლითაც შეგიძლიათ, იხელმძღვანელოთ და მიიღოთ ჩემს პასუხად.

    ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე. ჩემი ეს პოზიცია არაერთგზის დამიფიქსირებია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებებით 2020 და 2021 წლებში და მისი ერთგული ვარ დღემდე.

    გარდა იმისა, რომ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგს, მაშინ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გამოცდილებაც – ერთობას საფუძვლად უნდა ედოს ღირებულებითი პრინციპი და უნდა ასახავდეს ხალხის ინტერესს – არა მხოლოდ ტექნიკურად უნდა იყოს მოსახერხებელი ერთად ყოფნა, არამედ ამ ერთობით საზოგადოებრივი ინტერესის უკეთ ასახვა და უკეთ განხორციელება უნდა იყოს შესაძლებელი.

    მალე აუცილებლად იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ამ და სხვა საკითხებზე, რომელიც იქნება საჯარო, ხალხის ინტერესითა და გამარჯვებისათვის საჭირო ქმედებებით ნაკარნახები – მე ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემოტაჟი, მისი ცვლილება ახალი ჯანმრთელი მოცემულობით იქნება შესაძლებელი; სადაც არ იარსებებს გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მქონე არანაირი ხმა, გარდა ხალხის ხმისა – მათი მისწრაფებებისა და იქნება ორიენტირებული მომავალზე,

    ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

  • ”გამორიცხული არაფერია” – კალაძე პრემიერობაზე

    “არაფერია გამორიცხული, ყველაფერი წინაა, თუმცა როგორც იცით, 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს”.

    განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • ლელოს ჩიხუახუას სინდრომი აქვს – ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ ზომას – პაპუაშვილი

    ლელო ზოგადად საინტერესო მოვლენა არის ქართულ პოლიტიკაში. ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა რაც არის მათი, არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში მიიღეს მოსახლეობს 3%-ის ხმა და ერთ წელიწადში შეძლეს ის, რომ ჩამოვიდნენ 2%-მდე. ამის შემდეგ რატომღაც სულ დიდ გულზე არიან და ჰგონიათ, რომ მათ უნდა განსაზღვრონ პოლიტიკური დღის წესრიგი. არსებობს ასეთი ჩიხუახუას სინდრომი – იცით, რომ ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს, რომ თავის ზომაზე აქვს გადაჭარბებული წარმოდგენა და შემდეგ შეებრძოლება ხოლმე უფრო სხვა ზომის ცხოველებს და საბოლოო ჯამში, ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ წონას და ზომას. ვფიქრობ, ამ სინდრომით არის ლელო წარმოდგენილი.

    თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

  • ადამიანს მეილი ჩაუდეს – ზურა მახარაძე ბექა ვარდოსანიძეზე

    ”აქამდე ვიცოდი, რომ არსებობდა იარაღის ჩადება, ნარკოტიკების ჩადება, მაგრამ ადამიანს მეილის ჩაუდეს და მაგით იჭერენ, ეს საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება. სუს-მა რომ ბექას კომპიუტერი წაიღო დღეს, იქ შეუძლიათ როგორიც უნდათ ისეთი მეილი „აღმოაჩინონ“. ბიძინა რომ იძახდა გასაოცარ დემოკრატიას დავამყარებო, როგორც ჩანს, მართლა გასაოცარი დემოკრატია მყარდება”.

    აცხადებს,  პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრი, ზურა მახარაძე ბექა ვარდოსანიძეზე.

  • რესპუბლიკურში რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება – ჯანდაცვის განცხადება

    ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა – კლინიკის პერსონალისთვის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად, დრო, 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება.

    აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მიიღეს.

    თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის პერსონალთან პირდაპირი კომუნიკაცია გრძელდება.

    „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, შეხვედრები, 5 მარტამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება

  • ვტოვებ ენმ-ს, ვაგრძელებ ბრძოლას გვარამიას ახალგაზრდა იდეალისტების გუნდთან ერთად – ნინო კვიტაიშვილი

    ვტოვებ ენმ-ს, ვაგრძელებ ბრძოლას გვარამიას ახალგაზრდა იდეალისტების გუნდთან ერთად – წერს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ნინო კვიტაიშვილი.

    “ვტოვებ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და შესაბამისად თბილისის საკრებულოში ფრაქციას. ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად. დღეს, ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ზაზა გოგავას სახელით, საკითხი დამიყენა ასე: ან ემორჩილები პარტიის მენეჯმენტს, მის დავალებებს, ან ირჩევ საკუთარ გზას და ნიკა გვარამიას. გასაგებია და ალბათ ლოგიკურიც: პარტიის მენეჯმენტში მომხდარი ცვლილებების მიმართ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს დამიმალავს და რაკიღა პარტიას დღეს ეს საკმარის წინაპირობად მიაჩნია ჩემი ნაცმოძრაობის რიგებში არყოფნისთვის, მე არ ვაპირებ დაველოდო გარიცხვას და თავად დავტოვებ ნაცმოძრაობას.

    რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია და დღეს საქართველოში პოლიტიკურ ველზე მყოფთაგან ერთადერთ ადამიანი, ვისაც ქართული ოცნების პერიოდში ნულიდან წარმატების შექმნის გამოცდილებაც აქვს და ქოცებთან გამარჯვებებისაც. ზუსტად ვიცი, ახლაც ის შეძლებს ცვლილებების მოტანას და ქართული ოცნების დამარცხებას. მის გარეშე მე ამ ბრძოლას ვერ ვხედავ. ვირჩევ გზას მის ახალგაზრდა იდეალისტების გუნდთან ერთად, რომელთაც უკვე კარგად ვიცნობ და მათი კომპეტენციით, გამბედაობით და ბრძოლისა და ცვლილებების ჟინით სრულიად აღფრთოვანებული და ძალიან მოტივირებული ვარ.

    თავისუფლებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს. წარმატებას ვუსურვებ ნაციონალურ მოძრაობასაც. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, ენმ-ის წარმატება ქვეყნის წარმატებისთვის იყო და რჩება მნიშვნელოვან წინაპირობად.” წერს კვიტაიშვილი.

  • გვიწევს ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება – “ფორმულა” განცხადებას ავრცელებს

    გვიწევს ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება – ტელეკომპანია “ფორმულა” განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მაუწყებლობა უახლოეს თვეებში ფორმატს შეიცვლის და მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის.

    იხილეთ განცხადება:

    ”ტელეკომპანია „ფორმულა“ გატყობინებთ ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილებას. ჩვენი მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის.

    ამ გადაწყვეტილების პარალელურად გვიწევს რეორგანიზაცია; არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია; შედეგად, საკადრო რესურსის შემცირება და სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება. ეს „ფორმულასთვის“ მძიმე ფაქტია, ვინაიდან ამ არხის თითოეულ თანამშრომელს ყოველთვის კარგად ჰქონდა გააზრებული, სად მუშაობდა, რა რთულ მოცემულობაში უწევდა ყოფნა და რა იყო „ფორმულას“ მისია. ჩვენ ვაფასებთ მათ ნამუშევარს და მადლობას ვუხდით თავდადებისთვის, რაც ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში აჩვენეს.

    რაც შეეხება ახალ ფორმატზე გადასვლის მიზეზებს, თემა უკავშირდება ფინანსურ საკითხებსაც: ტელეკომპანია „ფორმულამ“ სტაბილური რეიტინგული ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება. პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად პროცესზე იმოქმედა ქვეყანაში მოქმედმა იმ რეგულაციებმა, რომელთა მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო. ამ მიზეზების გამო ოპტიმიზაცია მოუხდა საქართველოში მოქმედ ყველა კრიტიკულ მაუწყებელს და ახლა გვიწევს ჩვენც.

    მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში შედეგის მისაღწევად ტელეკომპანია „ფორმულა“ გადაწყვეტილებას იღებს არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე, რაც, ვფიქრობთ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • რომ შემეძლოს რომელიმე კომპანიის შერჩევა, ის პრობლემები არ გვექნებოდა – კალაძე

    “ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს ყოველი მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს გულისხმობს ათეულობით წლის მანძილზე ხელშეუხებელ კომუნიკაციებს, რომლებიც სრულიად ამორტიზებულია, გამოსულია მწყობრიდან. იწყებ სამუშაოებს და დგები კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე, ვიდრე
    სპეციალისტები ვარაუდობენ. ამას ემატება არაპროფესიონალიზმი და არაკეთილსინდისიერება რიგი კომპანიების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში, ერთვებიან სამუშაოების პროცესში და სრულიად ვერ აცნობიერებენ რამხელა პასუხისმგებლობა გააჩნიათ დედაქალაქის წინაშე. ვერც მე და ვერც ჩვენი თანამშრომლები ვერ ვარჩევთ მსგავს კომპანიებს, ეს ხდება ტენდერის საფუძველზე. მე რომ შემეძლოს რომელიმე კომპანიის შერჩევა, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც დღეს იქმნება“,

    აცხადებს, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე.