Category: ახალი ამბები

  • სასამართლომ 4 მოსამართლის ქონების შემოწმება შეაჩერა – NGO-ები

    თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. მოსამართლეებს შორის აშშ-ს მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძეც არიან.ინფორმაციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.

    “2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებლმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით.

    შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადაშვილმა, ველერიანე ფილაშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება.

    მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს სახელით, ხოლო მართლმსაჯულება კორუფციისადმი მოწყვლადი ერთერთი სექტორია. ამასთანავე, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის შემოსავლების განსაკუთრებული გულისხმიერებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი ინფორმაცია.

    კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ. ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე.

    მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას”- ნათქვამია განცხადებაში.

    განცხადებას ავრცელებენ:

    • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
    • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • “ოცნება” ანადგურებს ქართველების მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ – მიკსერი

    “უცხოეთის აგენტების” კანონის ხელახლა ინიციირებით პარტია ქართული ოცნება ანადგურებს ქართველების მისწრაფებებს შემდგომი ევროპული ინტეგრაციისკენ და ღალატობს ყველას ნდობას, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დაუღალავად შრომობდა.

    აცხადებს ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი

  • შეუწყდეს საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი! – კოლსი ოდიშარიაზე

    ლატვიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი “ოცნების” დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიწერ, ალი დეპუტატების მისამართით გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ ფრაზებს ეხმაურება და ითხოვს დეპუტატს,   საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი შეუწყდეს.

    ამის შესახებ ის  სოციალურ ქსელ, X-ზე წერს.

    • “ტექსტი – ცალსახად ამაზრზენი, საზიზღარია. ბექა ოდიშარია, ასევე ლატვიის საპატიო კონსულია საქართველოში – პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას.
      სირცხვილია ასე გაგრძელება, საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზია”

    “დედა მოვ**ან თქვენი, მოუ**ვნელი დედაკაცების ჯოგი […] ეს არის მოუ**ვნელი ქალების სინდრომი”. – თქვა მმართველი გუნდის  დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კომენტარების პასუხოდ.

     

    რიჰარდს კოლსმა,  “ქართული ოცნების” მიერ “აგენტების კანონის” ხელახლა ინიციირებას “რეანიმირებული ზომბი” უწოდა:

    “უცხოური აგენტების” კანონპროექტი, რომელიც შეიქმნა რუსეთის მოდელით და საყოველთაოდ უარყოფილია”.

  • ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ხელახლა შეიტანოს პარლამენტში კანონპროექტი” – სტოლტენბერგი რუსულ კანონზე

    “მე ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ხელახლა შეიტანოს პარლამენტში უცხოელი აგენტების თუ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი. იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევას. საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა დაუახლოვდეს ნატოსა და ევროკავშირს. ამის შესახებ ევროკავშირმაც მკაფიო განცხადება გააკეთა. მე ვიყავი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ და ჩემი მთავარი გზავნილი იყო რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რადგან ხაზგასასმელია, რომ ქართველ ხალხს სურს ევროპულ ოჯახში ცხოვრება. ამიტომ, ამ კანონის შემოღება, რომელსაც, ვშიშობ, უარყოფითი გავლენა ექნება ზოგიერთ მედიასაშუალებაზე, ზიანს მიაყენებს საქართველოს და ხელს შეუშლის მის ჩამოყალიბებას ძლიერ, დემოკრატიულ საზოგადოებად.”

    ასე ეხმაურება,  ნატოს გენერალური მდივანი უარყოფითად აფასებს, რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას.

  • გამჭვირვალობა არ უნდა გამოიყენონ სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად – საფრანგეთის ელჩი

    “უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ: გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტი.

    წერს საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ზე.

  • ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია – სააკაშვილი

    ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია – სააკაშვილი

    “ყირგიზეთშიც კანონი მეორე მცდელობით, 2 დღის წინ მიიღეს. შარშან საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, პრეზიდენტმა ჟაპაროვმა კანონი გაიწვია და წელს ხელახლა შემოიტანა. მანამდე ეს კანონი მიიღო ყაზახეთმა. მოსკოვის მთავარი ამოცანა, რაც პუტინმა პირველივე შეხვედრაზე განმიმარტა, არის პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის ამოძირკვა და ამიტომ ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია.
    ჩვენ ახლა, როგორც არასდროს,  ერთიანობა, მობილიზაცია და შეუპოვრობა გვჭირდება. ჩვენ ეს გამოგვივა!
    არ გავატანინებთ და არ ავარევინებთ!”

    ასე ეხმარება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას

  • პროექტის ხელახლა შემოტანა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას – ესტონეთის საგარეო რუსულ კანონზე

    “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, თუნდაც სხვა სახელით, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რაც ევროკავშირმა გადასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსით.

    ის საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას.”

    ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • ჩვენი შეცდომა იყო, რომ შარშან ხალხს სწორად ვერ ავუხსენით – კალაძე რუსულ კანონზე

    ჩვენი შეცდომა იყო, რომ შარშან ხალხს სწორად ვერ ავუხსენით – კალაძე რუსულ კანონზე

    კანონი, რომელიც უკავშირდება გამჭირვალობას, პირდაპირ ექვემდებარება იმ მნიშვნელოვან პრინციპებს, რომელიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის. ის, რომ ჩვენ გავიძახით – გვინდა ევროპული მომავალი, ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება, ზუსტად ამ პრინციპებს ეფუძნება
    ის ევროპულობა და ევროპული მომავალი, რაც პირდაპირ კავშირშია სამართლიანობასთან, გამჭირვალობასთან, ადამიანის უფლებებთან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრების უფლების დაცვასთან.

    რაც შეეხება შარშან გაწვეულ კანონს, ეს იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაც, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საზოგადოებას ვერ ავუხსენით სწორად და ვერ მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხეს, რომ ეს კანონი,
    რომელსაც საერთო არაფერი აქვს რუსეთთან, შეენიღბათ, როგორც რუსული.

    განაცხადა  დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსულ კანონზე დასმული შეკითხვების საპასუხოდ.

  • ცესკო-მ პრორუსული დაჯგუფება “ალტ ინფო” დაარეგისტრირა

    პრორუსული დაჯგუფება “ალტ ინფო” 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ, ძალადობრივი დაჯგუფების, ლიდერი კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ძალადობრივი მოძრაობა ცესკომ რეგისტრაციაში გაატარა:

    • “კონსერვატიულმა მოძრაობა/ალტ-ინფომ” სისტემური ზეწოლის პირობებში საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და  2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა. გილოცავთ თანამებრძოლებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადა, წინ დიდი გამარჯვება გველოდება.” –  წერს ფეისბუქზე კონსტანტინე მორგოშია.
  • შეშფოთებული ვარ საქართველოში ამ კანონმდებლობის სამოქალაქო საზოგადოებაზე მოსალოდნელი ზეგავლენით – გრეგოროვა “რუსულ კანონზე”

    “როგორც გავიგე, არაერთხელ გაკრიტიკებული კანონი, რომელმაც შარშან საზოგადოების მწვავე აღშფოთება გამოიწვია, კვლავ უცვლელადაა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. გაოგნებული ვარ ამ ნაბიჯით. იმედი მქონდა, რომ წინა ჯერზე კანონის მიღების [და შემდგომი პროტესტის და კრიტიკის] შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიხვდა, თუ რატომ დაატყდა თავს ასეთი კრიტიკა.

    ასეთი კანონმდებლობა საჭიროებს გულდასმით შემუშავებას და კონსულტაციებს, რათა ის შეებრძოლოს რეალურად მავნე საგარეო გავლენას – ისეთს, როგორსაც რუსეთი მიმართავს საქართველოზე, – მაგრამ არ შეუქმნას საფრთხე ლეგიტიმური პროდემოკრატიული დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვინაიდან ამ კანონპროექტის ავტორები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დატოვეს “ქართული ოცნება”, რადგან მიაჩნდათ, რომ ის საკმარისად რადიკალურად არ იხრებოდა რუსეთისკენ. უკიდურესად ვარ შეშფოთებული საქართველოში ამ კანონმდებლობის სამოქალაქო საზოგადოებაზე მოსალოდნელი ზეგავლენით”.

    განაცხადა  “რადიო თავისუფლებასთან” ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ “ოცნების” მიერ “რუსული კანონის” პარლამენტში ხელახლა ინიცირებაზე.