Category: ახალი ამბები

  • მიდით არჩევნებზე! ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო! – პრეზიდენტი

    “მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო! “,  – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს და მოსახლეობას მიმართავს.

    “ჩემო თანამემამულენო, პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, იმისთვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქაა რეგისტრირებული, რაც არ უნდა სირთულეები იყოს – ტრანსპორტი არ იყოს, რთული იყოს, დიდი დრო უნდა და დიდი გზაა, მაინც მიდიხართ და იქიდან თქვენს ხმას მისცემთ საქართველოს.

    მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს დიასპორაში, ემიგრაციაში. ისინიც იბრძოდნენ და იბრძვიან იმისთვის, რომ მიიღონ უფლება, რომ თავიანთი ხმა ისმოდეს…და მათი ხმა ხვალ გაისმება.

    ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა მივმართო და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც იბრძოდა ისრაელში, ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ იქაც გახსნილიყო საარჩევნო უბანი. სადღაც ვერ გაიხსნა, სადღაც დაგაკლდათ საარჩევნო უბანი, სადღაც თქვენი უფლება დაირღვა, ვინც ცხოვრობთ შორს იმ საარჩევნო უბნებიდან, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორდება.

    მინდა წინასწარ მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე და პირველად, თავიანთ ცხოვრებაში ხმას მისცემენ თავიანთ არჩეულ პარტიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, თავისი სურვილის, თავისი ნების მიხედვით. ვერავინ, ვერაფერს დაგაძალებთ! ვერავინ ვერ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით! არანაირი რევანში არ იქნება, არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ. ეს არის ჩემი დაპირება როგორც თქვენი, ყველას პრეზიდენტის.

    მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო! “, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი! არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები! – სააკაშვილის მიმართვა პოლიციელებს

    პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი! არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები! – სააკაშვილის მიმართვა პოლიციელებს

    “მიმართვა პოლიციელებს. ჩემო ძვირფასებო, საქართველოს ახალი პოლიცია ჩემი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და ყოველთვის იყო ჩემი და მთელი საქართველოს სიამაყის წყარო. დღეს პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია ხელისუფლებაში და ემსახურება ოლიგარქს და რუსეთს. ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ ქართველებთან ერთად გაგათავისუფლებთ ამ წნეხისგან. მოგიწოდებთ არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები! თქვენი მიშა”,

    აცხადებს ამის შეასხებ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • ”ოცნება” ცდილობს, ისრაელში 2 000-ზე მეტ ამომრჩეველს ხმის უფლება წაართვას! ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია – სამადაშვილი

    ”ოცნება” ცდილობს, ისრაელში 2 000-ზე მეტ ამომრჩეველს ხმის უფლება წაართვას! ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია – აცხადებს ამის შეასხებ, კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი.

    „ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში, სადაც ერთადერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ცდილობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან, ვინც ამ უბანზეა დარეგისტრირებული. ეს ხდება მიზანმიმართული საბოტაჟის გზით, როდესაც კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ არჩევნების დღეს არ აპირებენ გამოცხადდნენ არჩევნების ჩასატარებლად.

    მაქვს ინფორმაცია, რომ ამ სპეცოპერაციას საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ ხელმძღვანელობს საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია. მე მინდა შევახსენო მას და ყველა სხვას, რომ საბოტაჟი და არჩევნების ხელისშეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამ ქვეყანას 27 ოქტომბრიდან ეყოლება ახალი ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც არამხოლოდ დააბრუნებს საქართველოს ევროპული განვითარების გზაზე, არამედ დააბრუნებს საქართველოში კანონის უზენაესობას და პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც დღეს ან ხვალ შეეცდება, რომ ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს თავისი საარჩევნო უფლებები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

  • საქართველოში პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი

    საქართველოში პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი.

    “საქართველოში პოლონეთის საელჩო ურჩევს პოლონელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ივანიშვილი და ხიდაშელი ერთმანეთს პროსტატის პრობლემებს უზიარებენ – Cyber Kmara ინტერნეტში ახალ ჩანაწერს ავრცელებს

    Cyber Kmara-მ ინტერნეტში გამოაქვეყნა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელის საუბარი, სადაც ისინი ერთმანეთს პროსტატის პრობლემებს უზიარებენ.

     

  • რთულია წარმოიდგინო, რომ ამაყი ქართველი ხალხი მოითმენს დასავლეთის ულტიმატუმებს – პესკოვი

    “თქვენ იცით, ჩვენ არც ვცდილობთ და დიდი ალბათობით არც შესაძლებლობა გვაქვს, გავლენა ვიქონიოთ ამ ქვეყნებში ელექტორალური პროცესების განვითარებაზ.[…] საქართველოში ასეთი სიტუაციაა, ჩვენ არ ვერევით და არ ვმოქმედებთ საქართველოს საქმეებში, ეს თავად ქართველების საქმეა – მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. მაგრამ ჩვენ დასავლეთის მხრიდან ჩარევის სრულიად უპრეცედენტო მცდელობებს ვხედავთ. დასავლეთი არამხოლოდ ცდილობს თბილისს ხელები გადაუგრიხოს, ის პირდაპირ ცდილობს საკუთარი პირობების წაყენებას. რთულია წარმოიდგინო რომ ამაყი ქართველი ხალხი მოითმენს იმ ულტიმატუმებს, რომლებიც მათი მისამართით ყოველდღიურად ჟღერს”,

    აცხადებს ამის შესახებ, კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი.

  • თუ ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება 2 მილიონი, ”ოცნების” მხარდაჭერა 28%-ია – გახარია

    ყველა კარგად ვხვდებით, რომ ქართული ოცნების მაქსიმალური საოცნებო მხარდაჭერა შეიძლება იყოს 60 0000 ხმა. ამიტომ ოცნების ბედს და შესაბამისად, შემდგომ 10-15 წელს განსაზღვრავს ამომრჩევლის რაოდენობა საარჩევნო უბანზე. თუ ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება 1 მილიონი, ოცნების მხარდაჭერა იქნება 60%.

    თუ ამომრჩევლის რაოდენობა უბანზე იქნება 2 მილიონი, ოცნების მხარდაჭერა მხოლოდ იქნება 28%. ამიტომ, თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა ხვდებოდეს ამ პასუხისმგებლობას და თითოეულ მათგანს მინდა ვთხოვო, მივიდეს არჩევნებზე. რაც მთავარია გვახსოვდეს, რომ არასდროს, არავის ეცოდინება ხმა ვის მიეცით.

    განაცხადა ამის შესახებ,  გახარია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ.

  • ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად – ცესკო

    ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, შემაჯამებელ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი

    „2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.

    საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება.

    არჩევნების მოდერნიზება – ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპის წარმატებით დასასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობებს თითქმის 2 წელია ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. შესრულდა უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, სხვადასხვა ტიპის საორგანიზაციო სამუშაოები, საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მრავალეტაპიანი სწავლებები საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, ამომრჩეველთა ინფორმირების უპრეცედენტო ფართომასშტაბიანი კამპანია, თანამედროვე საოპერაციო-სასაწყობე სივრცის შექმნა ტექნოლოგიებისთვის, ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის განხორციელება და სხვა არაერთი.

    პროცესის ინკლუზიურობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ინსტიტუციაში შექმნილია 4 სამუშაო – დიალოგის პლატფორმა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან და ადგილობრივ ექსპერტებთან. აღნიშნულ ფორმატებში რეგულარულად ხორციელდებოდა შეხვედრები, რომლის ფარგლებში ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდების გარდა, განიხილებოდა ის მიგნებები თუ რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობაც მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია.

    არჩევნების ორგანიზების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო არაერთი სამართლებრივი/ნორმატიული აქტი, რითაც ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის პროცესის გამარტივებას. საერთო ჯამში, არჩევნების დანიშვნიდან დღემდე მიღებულია 13 დადგენილება, ასევე, კომისიამ მიიღო 228 განკარგულება, რომელთა უმრავლესობას ჰქონდა 13-ზე მეტი წევრის მხარდაჭერა.

    სწორედ ზემოჩამოთვლილი აქტივობების განსახორციელებლად გაწეული საქმიანობისთვის და შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდი ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს და ყველა იმ ჩართულ მხარეს, რომელთაც ხელი შეუწყვეს საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მოდერნიზების პროცესში, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას.

    საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

    ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვით. ამასთან, მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ მექანიზმებს.

    არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავ ჩართულ მხარეებს – პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, დააკვირდნენ არჩევნებს და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად.

    კვლავ გამოწვევად რჩება დეზინფორმაცია და მანიპულაციური საინფორმაციო კამპანიები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის და კენჭისყრის დღის დისკრედიტაციის მცდელობები უსაფუძვლო ბრალდებებით, სწორედ ამიტომ, მივმართავ ყველა ჩართულ მხარეს, რომ პატივი ვცეთ ამომრჩევლებს და მივაწოდოთ მათ სწორი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია, ჩვენი მხრივ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორებს ოპერატიულად და პროაქტიულად ჰქონდეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ვერიფიცირებული და სწორი ინფორმაცია.

    შეგახსენებთ სიახლეს – საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. თქვენ აირჩევთ ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან მხოლოდ ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოთ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.

    ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება.

    ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი“,

  • ქართველ ხალხსა და სამოქალაქო საზოგადოებას უფლება აქვთ, პატივცემული იყოს მათი ხმა – შაჰინი

    “ქართველ ხალხსა და მის სამოქალაქო საზოგადოებას უფლება აქვთ, გაგონილი და პატივცემული იყოს მათი ხმა – [რაც] ცენტრალური პრინციპია ნებისმიერი ჯანმრთელი დემოკრატიული სისტემის. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გაარკვევს ამ კონკრეტულ ცნობებს და სერიოზულად მიიღებს მათ”.

    აცხადებს, ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი გამოცემა The Hill-თან საუბრისას.

  • “გააგონე შენი ხმა საქართველოს” – სტუდენტური მოძრაობა დღეს რუსთაველზე აქცია-მსვლელობას აანონსებს

    “გააგონე შენი ხმა საქართველოს”  – სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის დღეს, 25 ოქტომბერს რუსთაველზე აქცია-მსვლელობას აანონსებს.

    შეკრება 19:00 საათზე, პარლამენტის წინ დაიწყება.

    “დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!” – წერს სტუდენტური მოძრაობა.