Category: ახალი ამბები

  • ვერც ქართული ოცნება და ვერც პარლამენტი სიებს ვერც გამოაქვეყნებს..ეს არის ცესკო-ს სიები – პაპუაშვილი

    ვერც ქართული ოცნება და ვერც პარლამენტი სიებს ვერც გამოაქვეყნებს..ეს არის ცესკო-ს სიები – პაპუაშვილი

    ჯერ ეს ერთი, “ქართული ოცნება” და ვერც პარლამენტი, ან მთავრობა სიებს ვერც გამოაქვეყნებს, ვერც ვერაფერი. ეს არის ცესკო-ს სიები, ასე ვთქვათ, და მათი პრეროგატივა არის. სიები მათ აქვთ, სიები მათ სინამდვილეში აქვთ, არჩევნებამდე ყველა პარტია ითხოვს და მათ აქვთ მთლიანი სია ყველა ამომრჩევლის. ზეპირად იციან სიები და არანაირი პრეტენზია არცერთ სიასთან მათ არ ჰქონიათ. ახლა რა სია უნდათ, არ ვიცი, ვინ ვის მისცა ხმა ის სია უნდათ? ასეთი სია არ არსებობს. ამას ჰქვია ზუსტად ამომრჩეველზე ზეწოლა, თუკი ასეთი სია უნდათ ვინ მისცა ხმა ვის. არ ვიცი, საერთოდ რა სიებს გულისხმობენ არ ვიცი, გასულია

    განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

  • “საშინაო გამოძიებას რას ერჩიან?  რატომ არ ენდობიან?” – პაპუაშვილის პასუხი ოპოზიციას

    “საშინაო გამოძიებას რას ერჩიან?  რატომ არ ენდობიან?” – პაპუაშვილის პასუხი ოპოზიციას

    “საშინაო გამოძიებას რას ერჩიან? საშინაო რომ იყოს რა პრობლემაა? რატომ არ ენდობიან?.[…] რასაც საერთაშორისო გამოძიება სჭირდება და რაც ნამდვილად არის მათ იურისდიქციაში და შეუძლიათ, პირველი გამოიძიონ ამერიკული კომპანია “ედისონ რისერჩის” მიერ ეგზიტპოლის გაყალბება. ეს ხომ დადასტურდა რომ გაყალბებულია, თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ გაყალბებული არის? ხომ დადასტურდა რომ ეს არის გაყალბებული კვლევა. ახლა გამოიძიონ აბა რატომ გაყალბდა, იდგა ამის უკან პოლიტიკური კორუფცია და გავლენები, იდგა ამის უკან ფულით კორუფცია ქრთამი, თუ რა იდგა. ფაქტია, რომ ეს იყო გაყალბებული ეგზიტპოლი და “ედისონ რისერჩმა” შეასრულა ის როლი, რაც ISFED (“სამართლიან არჩევნებს”) ჰქონდა 2020 წელს, რაღაც ციფრებით აცდენა, უნდა არეულობა შემოეტანათ საზოგადოებაში. პირველი, შეუძლიათ გამოძიება “ედისონ რისერჩის” და მათ იურისდიქციაშია და კი ბატონო, გამოიძიონ გვაჩვენონ კაი ობიექტური გამოძიება რა არის. მეორე, მე რამდენი ხანია ვამბობ, რომ ჯერ კიდევ ვალად ადევს ამერიკის ხელისუფლებას 2020 წელს გამოიძიოს პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით სინამდვილეში რა ხდებოდა,”

    აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

  • ყურადღებით, გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებზე! – ცესკო ზურაბიშვილს

    ”გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებზე” –  ასე ეხმაურება, ცენტრალური საარჩევნო კომისია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული ტექნოლოგიები გამოიყენეს იმისთვის, რომ გათეთრებულიყო გაყალბება.

    “გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტს, მის განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად.

    მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია PROV&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს.

    ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არცერთ დეზინფორმაციას”. – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

  • ივანიშვილიც და მისი რეჟიმიც იქნება საერთაშორისო იზოლაციის სამიზნე – სამადაშვილი

    ბიძინა ივანიშვილი, არა მხოლოდ, კეტავს ქვეყნის ეროვნულ მომავალს, საქართველოსთან აღარ დაიწყება არც მოლაპარაკებები და ალბათ დღის წესრიგში დადგება იმ ფორმატების, რაც არსებობს, არამედ თავად ივანიშვილიც და მისი რეჟიმიც იქნება საერთაშორისო იზოლაციის სამიზნე.

    ეს არის შედეგი, იმ გადაწყვეტილების, რომელიც რუსეთის დაკვეთით შესრულდა – გაეყალბებინა ტოტალურად არჩევნები საქართველოში, მიეტაცებინა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება და სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ქართველი ხალხი გადაიხდის უზარმაზარ ფასს, მათ შორის, ჩვენს ეკონომიკაზე დარტყმით.

    განაცხადა ფორმულასთან ძლიერი საქართველოს წევრმა სალომე სამადაშვილმა.

  • არჩევნების გაყალბების ყველა მტკიცებულება არსებობს და შეგროვებულია! – ზურაბიშვილი CNN-თან

    “მტკიცებულება ამ ფაქტის არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% ყველა გამოკითხვაში ირჩევს და მხარს უჭერს ევროპულ გზასა და ევროპულ ინტეგრაციას, თუმცა უცბად, ეს ყოველივე ერთ არჩევნებში შემობრუნდა – ხალხი მზადყოფნაშია ამისთვის და გარეთ გამოდის ევროპული გზისთვის.

    ყველაფერი იქნა გამოყენებული არჩევნებზე – სხვადასხვა სახის თაღლითობა, ყველა ინსტრუმენტი და გაყალბების გზა, განსაკუთრებით ახალი, ელექტრონული ხმის მიცემის ფორმატი, რომელზეც დადასტურდა, რომ ისინი შვიდჯერ, 10-ჯერ და 17-ჯერ იყენებდნენ მოქალაქეებისგან ჩამორთმეულ პირადობის დამადასტურბელ მოწმობებს.

    ყველა მტკიცებულება არსებობს და შეგროვებულია.

    რაც ახლა ხდება აჩვენებს პროცესს სისტემური დარღვევებისა, რაც მოხდა.

    ამ მასშტაბისა და ასეთი სიმრავლის თაღლითობა, ვფიქრობ პირველად ხდება საქართველოში”.

    ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

  • ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები! – როთი

    თუ მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის პატიოსან გამარჯვებაში, ის აუცილებლად დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები.

    წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ზე.

  • ვულოცავ მთავრობას, რომ პრო-ევროპულობა შეინარჩუნა, არ გადაიქცა მეორე უკრაინად – ორბანი

    მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ პრო-ევროპულობა შეინარჩუნა, არ გადაიქცა მეორე უკრაინად. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ იდეისადმი პრემიერმინისტრის ერთგულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. [..]

    მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა “ევროპული არჩევანი გააკეთა”. ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა თავისი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა. ამიტომ, გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო, რომელმაც არჩევანი მშვიდობის მიმართულებით გააკეთა. უნგრეთშიც ასეა. [მთავრობის სინქრონული თარგამანი].

    თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

  • შესაძლებელია არჩევნების ჩატარება ძველი წესით უკეთესი იყოს ამ ვითარებაში – კორძაია

    “გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ სჯერათ იმ შედეგების, რაც დაწერა ივანიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არის ლეგიტიმური და შესაძლებელია არჩევნების ჩატარება ძველი წესით უკეთესი იყოს ამ ვითარებაში მანამ, სანამ არ გავიგებთ ტექნოლოგიურ პირობებში მანიპულაციების შესაძლებლობის ხარისხს და ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხის მანიპულაცია.“

    განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით

  • ”არ მითქვამს, რომ გამოძიება საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ, ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან” – მილერი

    ”არ მითქვამს, რომ გამოძიება საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ, ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან”- განაცხადა ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერიმა მეთიუ მილერმა. მისი თქმით, აქვთ კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ორგანი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე გამოძიებას ჩაატარებს.

    “მე არ მითქვამს, რომ გამოძიება უნდა ჩაატარონ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, თუ როგორი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად”- თქვა მილერმა.

  • შვედეთი საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას წყვეტს

    შვედეთი საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას წყვეტს. შესაბამისი განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ბენჟამინ დუსამ გააკეთა.დოუსას თქმით, თანამშრომლობა შესაძლოა მომავალშიც განახლდეს, თუ საქართველო კვლავ მიუახლოვდება ევროკავშირს.

    “საქართველოში მოვლენების განვითარებამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან საგანგაშო იყო. დარღვევები, რომლის შესახებაც განაცხადეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნებზე, ცხადყოფს ამას”, -განაცხადა მან.