Category: ახალი ამბები

  • ”დააკავეს მაშინ, როდესაც იღებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას”- ბათუმელები/ნეტგაზეთი ოპერატორ გურამ მურვანიძის დაკავებაზე

    ”დააკავეს მაშინ, როდესაც იღებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას” – ბათუმელების ოპერატორის გურამ მურვანიძის უკანონო დაკავებისა და მისი ჟურნალისტური საქმიანობის აშკარა ხელშეშლის შესახებ ბათუმელები/ნეტგაზეთი განცხადებას ავრცელებს.

    12 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს გურამ მურვანიძე. იგი გადაიყვანეს ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და ადვოკატთან შეხვედრის უფლება მხოლოდ 13 იანვარს, დაახლოებით დილის 6 საათზე მისცეს.

    მისი ადვოკატის, მირზა მამულაძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.

    გურამ მურვანიძის მონათხრობი მიუთითებს მის ჟურნალისტურ საქმიანობაში აშკარა, მიზანმიმართულ ჩარევაზე. მან ადვოკატს აცნობა, რომ დააკავეს მაშინ, როდესაც იღებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას.

    გურამმა ადვოკატს უთხრა, რომ როდესაც აქციაზე შეხლა-შემოხლა შენიშნა, მობილური ტელეფონით დაიწყო დაკავებების გადაღება. ამ მომენტში მან გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ: “ვინ იღებს?” გურამმა თავი “ბათუმელების” წარმომადგენლად წარადგინა. ადვოკატის თქმით, გურამის ინფორმაციით, ამას მოჰყვა ბათუმის პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოცემის მიმართ გინება, რის შემდეგაც  თანამშრომლებს გურამის ტელეფონის წართმევა უბრძანა.

    აშკარაა, რომ პოლიციამ და ბათუმის პოლიციის უფროსმა კარგად იცოდნენ გურამ მურვანიძის ვინაობა, რომ ის “ბათუმელების” თანამშრომელი იყო. მიუხედავად ამისა, ბათუმის პოლიციის უფროსმა მოგვიანებით, “TV პირველთან” დაკავებულთა რაოდენობის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ოპერატორის ვინაობა არ იცოდა.

    გურამის თქმით, პოლიციელებმა სცადეს მისი ტელეფონის წართმევა. მან რამდენიმეწამიანი წინააღმდეგობა გაწია სანამ მოწყობილობის დაბლოკვას ცდილობდა, მაგრამ ტელეფონი საბოლოოდ წაართვეს; დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამას ადასტურებს მისი დაკავების ვიდეოჩანაწერიც.

    დაკავების შემდეგ, გურამის განცხადებით, მას სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ.

    ადვოკატის შეფასებით, ეს ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას, ხელი შეუშალონ მის ჟურნალისტურ საქმიანობას და მიზანმიმართულ თავდასხმას გამოცემა “ბათუმელებზე”. გურამის მონათხრობი ხაზს უსვამს, რომ პოლიციის აგრესია გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მან თავი წარადგინა “ბათუმელების” თანამშრომლად.

    მოვუწოდებთ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს, რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტური თავისუფლების ამ მიუღებელ დარღვევებზე, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – უზრუნველყონ პასუხისმგებელ პირთა ანგარიშვალდებულება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ცდილობთ, დანერგოთ ტენდენცია, თუ ადამიანი თანამდებობის პირია, მიდის ვიღაც, აყენებს შეურაცხყოფას, მან თავი უნდა დახაროს და წავიდეს. ეს ვერ მოხდება – კალაძე აბუ დაბიში მომხდარზე

    ცდილობთ, დანერგოთ ტენდენცია, თუ ადამიანი თანამდებობის პირია, მიდის ვიღაც, აყენებს შეურაცხყოფას, მან თავი უნდა დახაროს და წავიდეს. ეს ვერ მოხდება – კალაძე აბუ დაბიში მომხდარზე

    დეპუტატი, თანამდებობის პირი თავს არავის ესხმის. რა თქმა უნდა, ვნახე ვიდეოკადრები და არავის ეპატიება არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, არც ფიზიკური.

    ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი, თავს დასხმოდა მოქალაქეს. არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას.

    ძალადობა, ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია და ამაზე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება.

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც შეურაცხყოფა ხდება, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. თქვენ ცდილობთ, დანერგოთ ტენდენცია, რომ თუ ადამიანი არის თანამდებობის პირი, მიდის ვიღაც, აყენებს შეურაცხყოფას, მან კი თავი უნდა დახაროს და წავიდეს. ეს ვერ მოხდება. ძალადობას ყოველთვის გაეცემა შესაბამისი პასუხი.

    ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტზე.

  • PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას – კახა ოქრიაშვილი

    PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას – კახა ოქრიაშვილი

    PSP ჯგუფი  15 იანვარს საყოველთაო გაფიცვას უერთდება. განცხადებას ამის შესახებ კახა ოქრიაშვილი ავრცელებს.

    “PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, ორი მოთხოვნით: ჩატარდეს ახალი, გამჭვირვალე, უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით – ვითხოვთ სამართლიანობას!

    რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს, რამდენიმე საათით სრულად შევაჩეროთ მუშაობა. ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაშიც ერთმა მორიგე ფარმაცევტმა უზრუნველჰყოს გადაუდებელი შემთხვევების მომსახურება.

    ალბათ, ახსნას არავისთვის საჭიროებს, რომ გადაუდებელი ოპერაცია ვერ გადაიდება, რეანიმაცია მუშაობს ვერ შეაჩერებს, აფთიაქში მოსულ მაღალწნევიანს უკან ვერ გავაბრუნებთ, ცოტა ხანში მობრძანდიო. ამ ფონზე, ჩვენი პროტესტი წარიმართება ასე: აფთიაქში იქნება მორიგე, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები შეუერთდებიან პროტესტს 5 წუთის განმავლობაში.” – წერს ოქრიაშვილი

  • მჩაგვრელი რეჟიმები, ფრთხილად იყვნენ, როცა ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ – ლანდსბერგისი პაპუაშვილს

    “ფრთხილად იყვნენ! როცა ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ” –  ასე ეხმაურება, ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

    • “მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს აქვთ მსგავს სიტუაციებში გამარჯვების გამოცდილება”, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

    გუშინ, 12 იანვარს, რესტორან ”ბაბილოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციას, პაპუაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა :  “საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა. ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა”.

  • ივანიშვილს ქართველები რუსეთთან ახლოს მიჰყავს, სადაც მისი გული და ფულია – კოენი

    “ივანიშვილს ქართველები რუსეთთან ახლოს მიჰყავს, სადაც მისი გული და ფულია” – ამის შესახებ, დემოკრატმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სტივ კოენმა “ამერიკის ხმასთან” განაცხადა.  კითხვაზე, თუ რას ნიშნავს აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ 2 კანონპროექტი ქართული ოცნებისთვის, ის ამბობს:

    “ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით. და ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [Საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია.

    მას ქართველი ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს, იქიდან, სადაც ვფიქრობ მას სურს, რომ იყოს. მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია. ესაა მისი მიმართულება. ეს სამწუხარო სიტუაციაა.

    გვაქვს “მეგობარი აქტი”, პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართველი ოფიციალური პირის მიმართ – “ოცნების გუნდის” მიმართ, რასაც მე “კოშმარულ გუნდს” ვუწოდებ – ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა. ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ის ასევე ცდილობს დასახოს ის გზები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ჩვენთან [ურთიერთობას] დაუბრუნდეს, იქნება ეს სავაჭრო პოლიტიკა თუ სხვა.

    მაგრამ ახლა, ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და აი აქამდე მოვედით.

    გვაქვს კიდევ ერთი აქტი – რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს. იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყო სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას, ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა”, – ამბობს კონგრესმენი.

    მან ისაუბრა სანქციებზეც, იმაზე თუ რას ნიშნავს ან რა გზავნილია უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და თქვა, რომ სანქციების საკითხი განიხილება სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში.

    “ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები, და სანქციების საკითხი განიხილება იმ სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში. ჩვენ ადმინისტრაციის [მუშაობის] მიწურულში ვართ და ვფიქრობ მათ სურდათ ივანიშვილის მიზანში ამოღება, რადგან ისაა ამ ყველაფრის თავი, მნიშვნელოვანი იყო მისით დაწყება. ისაა ყველაზე გავლენიანი პირი მთელ მთავრობაში მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოზიცია არ უკავია, ისაა ტახტის უკან მდგომი ძალა, ის აკონტროლებს ყველაფერს. სხვა ადამიანების დრო შეიძლება მოგვიანებით დადგეს… სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბევრი რამის გაკეთებას ცდილობს მანამ, სანამ ჯერ კიდევ ამ პოზიციაზეა”, – ამბობს ის.

  • ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! მონობა იცოდეთ ცუდად თავდება ! – სალომე ზურაბიშვილი

    ”ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია ! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!
    ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა იცოდეთ ცუდად თავდება ! kafka როგორც სჩანს არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ!”

    წერს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რითიც ეხმაურება, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც  პროევროპული აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ბრალდებულები ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ირაკლი ქერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი პატიმრობაში დატოვა.

    მოსამართლემ ამით პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

  • ვიღაც დედამო₾&ნულმა მოსამართლემ 11 უდანაშაულო, ადამიანი ჩატოვა ციხეში.. თუ რუსული ტიპის უსამართლობას ვერ ხედავ – იდიოტი ხარ – ზურა ჯაფარიძე

    ”ასობით ადამიანი აწამეს, სცემეს, ჩაკეტილ მინივენში მხუთავი გაზი და წიწაკის სპრეი ასხეს, გაუპატიურებით დაემუქრენ, პირში აფურთხეს
    და არავინ დასჯილა
    ათობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები სცემეს ტიტუშკებმა, იქვე მდგომი პოლიციელების უმოქმედო თანდასწრებით
    და არავინ დასჯილა, არც პოლიციელი, არც ტიტუშკა
    ეს წუთია ვიღაც დედამო₾&ნულმა მოსამართლემ 11 უდანაშაულო, თავისუფლების მოყვარული ადამიანი ჩატოვა ციხეში
    აქ და ახლა თუ საშიშ და შემზარავ, რუსული ტიპის უსამართლობას ვერ ხედავ – იდიოტი ხარ
    თუ ხედავ და ეგუები, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს – ნაბო&ვარი ხარ
    ეს ქვეყანა არ გარუსდება!
    ესენი აუცილებლად გააჯ&ამენ!”

    ასე ეხმაურება, კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც  პროევროპული აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ბრალდებულები ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ირაკლი ქერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი პატიმრობაში დატოვა.

    მოსამართლემ ამით პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

  • რეჟიმმა სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 ადამიანი პატიმრობაში დატოვა

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, პროევროპული აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ბრალდებულები ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ირაკლი ქერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი პატიმრობაში დატოვა.

    მოსამართლემ ამით პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

    დაკავებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობას აყენებდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს სთავაზობდნენ. ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა 1000 ლარიანი, გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა 10 000- ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

    10 იანვრის სასამართლო სხდომაზე 11 ადამიანის –  ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის ერთ წარმოებად გაერთიანებული საქმეები განიხილეს.

    11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მგონი, ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, ვინ არის ეს ადამიანი.. მისი განცხადებები და გადაწყვეტილებები ტრამპის პოლიტიკას დიდად არ ემთხვევა.. – მდინარაძე უილსონზე

    მგონი, ძალიან ვცოდავთ ჩვენ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, ვინ არის ეს ადამიანი. ჯო უილსონი არის ადამიანი, ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი წარსულიდან, რომელიც ხან მაკა ბოჭორიშვილი გადაიღებდა ხოლმე ფოტოს, მერე დაბეჭდავდა გამოუგზავნიდა ათობით ფოტოს, ხან ნიკა სამხარაძესთან გადაიღებდა ფოტოს, ხან ლობირებას შესთავაზებდა… ასეთი ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი იყო და ამ კომუნიკაციით როგორც ჩანს… შეცვალა ახლა სტილი, იმიტომ რომ ჩვენ ფული არ გადავუხადეთ, ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ მოდით, ბატონო ჯო, თუ რა ჰქვია, ახლა გადაგიხდით ფულს ლობირებაში… გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ასეთი პირადი, უშუალო და მოსიყვარულე კომუნიკაციები ხშირი ყოფილა ჩვენს მეგობრებს, ლიდერებსა და ბატონ ჯოს შორის. ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიქირავეს ნაცებმა, რომ ასეპოზიციონირებს, რომ კონსერვატორია და ტრამპისტს ეძახის საკუთარ თავს. თუმცა, მისი დამოკიდებულება და ბოლოდროინდელი განცხადებები და გადაწყვეტილებები ტრამპის პოლიტიკას დიდად არ ემთხვევა.

    აქედან გამომდინარე, იმით მანიპულირება საქართველოში შიდა აუდიტორიისთვის, რომ ეს ადამიანი არის კონსერვატორი, თითქოს ტრამპის მომხრე და ა.შ. ეს არის იმდენად გაცვეთილი და გაყიდული თამაში, რომ მეტი არ შეიძლება. უბრალოდ, ეს არის ლობისტი, ამერიკაში არ არის აკრძალული ლობისტური საქმიანობა, რომელსაც ბევრ ფულს უხდიან და ამის საშუალებაც აქვთ, იმიტომ რომ პენსიონერებს რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ბევრი ძალიან ფული გამოსძალეს და თავის დროზეც ბევრი ფული უშოვიათ, იქიდან გამომდინარე, რომ უძვირესი ბრილიანტებიც უყიდიათ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ომიდან 1-2 დღეში – ფაქტების დონეზე დაიდო.

    აცხადებს ქართული ოცნების წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე კონგრესმენის და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის შესახებ.

  • ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა, „საპოჟნიკიც“ არ შეხვდება ამათ. სანქციები ფართოვდება, ისე დაიწყეს მათთან საუბარი, როგორც იმსახურებენ – ელისაშვილი “ოცნებაზე”

    „ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს. ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა, „საპოჟნიკიც“ არ შეხვდებათ ამათ, ისეთ დღეში არიან. სასტუმროს წინ რომ შვეიცარები დგანან, არ მიესალმებიან საზღვარგარეთ რომ წავიდნენ, ისეთი ძონძები გახდნენ. სანქციები გრძელდება, ფართოვდება, ისე დაიწყეს საუბარი, როგორც იმსახურებენ“,

    ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

    ამ განცხადებით ელისაშვილი, გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელშიც „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა ქსელის“ შესახებაა საუბარი და 25 პირის დასანქცირების რეკომენდაციაა გაცემული.