Category: ახალი ამბები

  • რუსთაველის გამზირის განახლების სამუშაოებს ალბათ, მაისში დავიწყებთ – კალაძე

    რუსთაველის გამზირის განახლების სამუშაოებს ალბათ, მაისში დავიწყებთ – კალაძე

    „თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქში მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა, კონკრეტული ქუჩები, გამზირები, რომელიც საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაცია. მე ბევრჯერ მითქვამს და არ ვერიდები იმას, რომ კომუნიკაციების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, შესაბამისად, სადაც ვიწყებთ ქუჩების და გამზირების განახლებას, რა თქმა უნდა, პირველი კეთდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მაგალითად, გუშინ, ვიმყოფებოდით აწყურის ქუჩაზე, რომლის სრული რეაბილიტაცია-განახლება მიმდინარეობს და პირველი, რითაც ვიწყებთ, ეს არის მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება და განახლება.

    მინდა ინფორმაციის სახით დედაქალაქის მოსახლეობას მივაწოდო რამდენიმე ინფორმაცია. როგორიც იცით, ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, რომელზეც თვითონ გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში. ხშირია დაზიანებები, გზის ჩავარდნის შემთხვევები იმის გამო, რომ მიწის ქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა არის მძიმე მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს და ამიტომ, ხშირია ასეთი დაზიანებები. სამუშაოების დაწყებას რაც შეეხება, ალბათ, მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულიად დავამთავროთ. აქაც, პირველი, რასაც გავაკეთებთ ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება. მთლიანად მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის ახალი განათების ბოძებით, თავისი სანათებით, განთავსდება მიწისქვეშა ურნები. მთლიანად რადიკალურად შეიცვლება რუსთაველის გამზირი, იქნება ახალი დიზაინით და ყველანაირად კომფორტული და რა თქმა უნდა, შშმ პირთათვის ადაპტირებული. ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური, ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც სამუშოები დამთავრდება“

    განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

  • რატომ ჰგონიათ, რომ რუსეთის ულტიმატუმებს მივიღებთ – ზელენსკი

    “მაქვს განცდა, რომ მოლაპარაკებები ახლა იგივე ხასიათით მიმდინარეობს – ამჯერად რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის. უკრაინის შესახებ, ისევ უკრაინაზე და უკრაინის გარეშე. მაინტერესებს, რატომ ჰგონიათ, რომ უკრაინა ახლა მიიღებს ამ ულტიმატუმებს, თუ ჩვენ მათზე უარი ყველაზე რთულ პერიოდში ვთქვით?.[…] არანაირი თანხმობა არ იყო რუსებთან შეხვედრისას კიევის რეგიონის ოკუპაციის დროს, არანაირი თანხმობა იყო ბელარუსში შეხვედრისას, და არანაირი თანხმობა იყო თურქეთში გამართული შეხვედრების დროს.[…] როგორც უკრაინის პრეზიდენტს, მე არასდროს მიმიცია არანაირი გარანტიები ვინმესთვის ან დამიდასტურებია რაიმე. უფრო მეტიც, მე არასდროს მქონდა განზრახული, რუსეთის ულტიმატუმები მიმეღო და ამას არც ვაპირებ”.

    განაცხადა ამის შესახებ უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე გაათავისუფლეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე გაათავისუფლეს.

    2025 წლის 16 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

    კახა წეველიძის და გიორგი ჩიტაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

    ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად, – წერს სუსი.

  • პატარა კაცების, პატარა ბოღმა.. საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე – სალომე ზურაბიშვილი

    “ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება. დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, იმიტომ რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ძალადობას, წინასწარ ორგანიზებულს და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, ოცნების მიერ პირდაპირ გამართლებული ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ, თუ არ ცნობენ. ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს, მე ვარ იმის სიმბოლო, რასაც ებრძვის ქართული ოცნება – ქართულ სახელმწიფოს, ტრადიციებს, ზრდილობას, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც დაავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში”,

    განაცხადა ამის შესახებ, საქარტველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზუბრაიშვილმა ბრიფინგზე.

    ცნობისთვის დღეს მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ოცნების ტიტუშკებმა კვერცხები ესროლეს.

  • მსახიობები ანა ტყებუჩავა და ბაჩო ქაჯაია 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ მსახიობებს ბაჩო ქაჯაიას და ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000- 5000 ლარიანი ჯარიმები  დაეკისრა.

    მსახიობებს,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.

    კერძოდ სასამართლოს მტკიცებით, ორივე მათგანი, 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტეს, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

     

  • არა ხართ ღირსი გეცვათ მოსამართლის მანტია!ხართ კლანის ერთ-ერთი მონა მოსამართლე – ისაკო დევიძე 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევებად ცნო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე.

    ისაკო დევიძეს 5000 ლარიანი  ჯარიმა დააკისრა, მარიამ გაჩეჩილაძეს კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

    “თქვენ იყავით ჩემი გასული ორი სასამართლოს მოსამართლე და იქიდან გამომდინარე რა გადაწყვეტილებებიც გამოიტანეთ, თქვენ არა ხართ ღირსი გეცვათ მოსამართლის მანტია და მიმაჩნია, რომ ხართ კლანის ერთ-ერთი მონა მოსამართლე. თქვენ არ უნდა მასამართლებდეთ მე, არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს, ვტოვებ პროტესტის ნიშნად სასამართლოს” – ამ სიტყვებით მიმართა ისააკო დევიძემ მოსამართლე ჩაგუნავას.

    ოლიგარქის შსს დევიძეს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, თუმცა ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე პოლიციამ სხვა დროის ვიდეომასალა წარადგინა მტკიცებულებად, რეალურად კი გზის გადაკეტვას მას სხვა პერიოდში ედავებოდნენ.

  • მეორე თავდასხმაა ბოლო ორ დღეში, ეს ადგილი უსაფრთხოა?იქნება შესაბამისი რეაგირება? – ფიშერი

    მეორე თავდასხმაა ბოლო ორ დღეში, ეს ადგილი უსაფრთხოა?იქნება შესაბამისი რეაგირება? – ფიშერი

    სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ. ეს არის მეორე თავდასხმა ორი დღის განმავლობაში. არის თუ არა ეს ადგილი უსაფრთხო? იქნება თუ არა შესაბამისი რეაგირება?

    წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე

  • კრემლისა და თბილისში მისი მარიონეტების მიზნები სრულიად იდენტურია! – იუკნევიჩიანე ზურაბიშვილზე თავდასხმაზე

    კრემლისა და თბილისში მისი მარიონეტების მიზნები სრულიად იდენტურია! – იუკნევიჩიანე ზურაბიშვილზე თავდასხმაზე

    ქართული ოცნების ბანდიტების უღირსი თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე. ბიძინა ივანიშვილი რუსკი მირის მეთოდებს ახლა ღიად იყენებს. კრემლისა და თბილისში მისი მარიონეტების მიზნები სრულიად იდენტურია: საქართველოს ევროპული მომავლის განადგურება

    წერ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე X-ზე.

  • “მადლობა მზიას და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება” –  სალომე ზურაბიშვილი

    “მადლობა მზიას და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება” – სალომე ზურაბიშვილი

    “მზიას მადლობა ! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება”

    წერს საქართვველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებაზე – შეწყვიტოს შიმშილობა. 

  • “საქართველოში პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, თავს ესხმის ლეგიტიმურ პრეზიდენტ” – ლუაზო

    “საქართველოში პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, თავს ესხმის ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. დაშინების მეთოდები, რომლებსაც რუსეთი არ უარყოფს. სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის სიმამაცეს და ერთგულებას დემოკრატიისა და ევროპისთვის”

    აცხადებს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო და აეროპორტში ტიტუშკების მიერ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას ეხმიანება.