Category: ახალი ამბები

  • სასამართლოში ირაკლი პაპიაშვილს ჩხრეკენ – პარალელურად ჩხრეკა ტარდება მის საცხოვრებელ სახლშიც

    თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილს ჩხრეკენ- პაპიაშვილის ინფორმაციით, პარალელურად ჩხრეკა ტარდება ქსნის ქუჩაზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლშიც.

    “გავდიოდი სასამართლოს შენობიდან და მადგება 20 პირი, ფინანსური პოლიციიდან თუ რა თქვეს, არ ვიცი, გამოგვყევიო… არსად გაყოლას არ ვაპირებ, ჩემი ადვოკატის გარეშე”, – თქვა მან მანამდე.

    ცნობისთვის,  პაპიაშვილი მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება გირაო ძალაში დაუტოვა, გიორგი ჩიკვაიძეს კი პატიმრობით შეუცვალა.

  • გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

    სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, პატიმრობით შეცვალა.

    მისი ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა.

    მოსამართლე იზა კელენჯერიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა.

    პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის განმარტებით, გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნის საფუძველი მათ მიერ გირაოს პირობების დარღვევა გახდა.

    გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მან მოსამართლეს „მურუსიძის მონა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მის დასასანქცირებლად“.

     

  • უკრაინა თავდაცვისთვის საჭირო სადაზვერვო იღებს – რუბიო

     

    “ამ წუთას, უკრაინელები უკვე იღებენ თავდაცვისთვის საჭირო სადაზვერვო ინფორმაციას. ვფიქრობ დახმარების შეჩერების საკითხს მთლიანობაში მოვაგვარებთ”. – თქვა რუბიომ.

    სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე აშშ-ს მხარე გაიგებს, თუ რა დათმობებზე წასვლა შეუძლია უკრაინას:

    “არ ვაპირებთ ვისხდეთ ოთახში და რუკაზე ვავლოთ ხაზები. უნდა გავიგოთ რა დათმობები შედის მათი (უკრაინელების) შესაძლებლობების სფეროში”.

    განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნმა, მარკო რუბიომ და იმედი გამოთქვა, რომ დღეს  საუდის არაბეთში უკრაინის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე, დახმარების შეჩერების საკითხი მოგვარდება.

  • ”არ იცავენ სტუდენტების უფლებებს!” – საია თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციაზე

    თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების   ქმედებები ნათლად ცხადყოფენ, რომ ისინი არ იცავენ სტუდენტების უფლებებს, არამედ პირიქით”  – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტას ეხმაურება.

    ” 2025 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროტესტში მონაწილე სტუდენტებს შეუწყდათ სტუდენტის სტატუსი. აღნიშნულის საფუძვლად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ასახელებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სტუდენტებმა დაარღვიეს ნორმები. დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი გადაწყვეტილება სტატუსის შეწყვეტის შესახებ სტუდენტებს ეცნობათ მეილის საშუალებით 10 მარტს, ორშაბათს დილის 10:04 საათზე.
    ‼ შემაშფოთებელია, რომ ამ ფაქტს თან ერთვის წინა დღეს უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, როდესაც პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ჯერ მოსთხოვეს სასწავლებლის შენობის დატოვება, შემდეგ კი პოლიციის წარმომადგენლებმა 9 სტუდენტი 5 000 ლარით დააჯარიმა.
    ‼ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების საბაბით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოსთხოვა შენობის დატოვება. სტუდენტებმა მიმართეს თხოვნით მათთვის გამოეყოთ სხვა სივრცე, სადაც ისინი შეძლებდნენ მშვიდობიანად პროტესტის გაგრძელებას.
    ‼ მიუხედავად ამ თხოვნისა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არ უზრუნველყო სტუდენტებისთვის ალტერნატიული სივრცე და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით მოსთხოვა შენობის დატოვება. საიამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციებს პატივი სცენ და დაიცვან სტუდენტების გამოხატვის თავისუფლება.
    ‼ თუმცა, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ზემოხსენებული ქმედებები ნათლად ცხადყოფენ, რომ ისინი არ იცავენ სტუდენტების უფლებებს, არამედ პირიქით”.- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • მე-12 კლასელი მოსწავლე 5 000 ლარით დააჯარიმეს

    17 წლის, სკოლის მოსწავლე, გზის გადაკეტვის საბაბით, 5 000 ლარით დააჯარიმეს- შესაბამის ინფორმაციას არასრულწლოვანის დედა, ნატალი ჯღამაძე ავრცელებს.

    „ვისაც მცირედი მოლოდინი მაინც გქონდათ, რომ 17 წლის და მეთორმეტე კლასელს ჯარიმას არ გამოუწერდნენ, მინდა ეს იმედები გაგიცრუოთ. დღეს ჩავიბარე მისი 5 000-ლარიანი ჯარიმა“, – აცხადებს ნატალი ჯღამაძე.

  • გორში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს

    გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაული ვოლოგდის დასახლებაში მოხდა.

    ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა qartli.ge-მ გაავრცელა.

    არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში კაცის შვილიშვილია ბრალდებული, რომელიც  პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი.

    შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

     

  • რუსეთს ომში პაუზა სჭირდება ძალების აღსადგენად – ბუდანოვი

    ”რუსეთს ომში პაუზა სჭირდება
    ძალების აღსადგენად, ამის ყველა ნიშანი არსებობს. რუსებმა უკვე მიაღწიეს იარაღის წარმოების მაქსიმალურ ნიშნულს და ვეღარ შეძლებენ წარმოების გაზრდას”,

    განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის [ГУР]  ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა, კირილ ბუდანოვმა.

  • ასეთია ივანიშვილის „ოცნების” ღირსება, სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის – გახარია

    ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ამიტომაც ისინი ყოველთვის იყვნენ რეჟიმების სამიზნე. ასეთია ივანიშვილის „ოცნების” ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის. წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება. ჩემი მხარდაჭერა საქართველოსთვის მებრძოლ ახალგაზრდებს!

    წერს გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია.

  • „შსს-ს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო” –  დეკანოიძე 500 ლარით დააჯარიმეს

    „შსს-ს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო” – დეკანოიძე 500 ლარით დააჯარიმეს

    „შსს-ს ორი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროს ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. სატელევიზიო ჩანაწერები წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ გიორგი ვაშაძე გამოდიოდა სიტყვით, ასევე შსს-ს წარმომადგენლები ჩემს ადვოკატს ეუბნებოდნენ, რომ არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური განცხადებები, სადაც საპატრულო პოლიციას აქტიურობისკენ მოვუწოდებდი“

    აცხადებს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე რომელიც  სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მოსამართლე კობა ჩაგუნავამ  500 ლარით დააჯარიმა.

  • რაც ტრამპის ადმინისტრაციისგან უკრაინის შესახებ მოვისმინეთ, დამაიმედებელია – ლავროვი

    რაც ტრამპის ადმინისტრაციისგან უკრაინის შესახებ მოვისმინეთ, დამაიმედებელია – ლავროვი

    „რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა გარანტირებული უნდა იყოს. შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ის, რაც აქამდე მოვისმინეთ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან, ზოგადად, დამაიმედებელია. თეთრი სახლის მეპატრონემ აღიარა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს გაფართოება და მასში უკრაინის ჩაბმის მცდელობა იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო თანამედროვე სამყაროს მრავალპოლარულობაზე და ყველა სახელმწიფოს – როგორც დიდი, ასევე პატარა სახელმწიფოების ინტერესების პატივისცემის აუცილებლობაზე საუბრობს. გაეროში ამერიკელმა დიპლომატებმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად, რუსეთთან და ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად მხარი არ დაუჭირეს გენერალური ასამბლეის ოდიოზურ რეზოლუციას, რომელიც კიევმა და მისმა ევროკავშირელმა მფარველებმა წარადგინეს.[…] ჩვენ ვაფასებთ მათ, მაგრამ ვიმეორებ: ამის საფუძველზე რაიმე ღრმა დასკვნების გაკეთება ნაადრევია“,

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.