Category: ახალი ამბები

  • ქობულეთში ავარიას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა


    ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ინფორმაციას TV25-ი ავრცელებს.  მგარდაცვლილებს შორის არის  2 თვის ბავშვი.

    35 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ჩვილი კი  სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

    ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • საქართველოს მოქალაქე ათენში ძარცვის მცდელობის დროს გარდაიცვალა

    საქართველოს მოქალაქე ათენში ძარცვის მცდელობის დროს  გარდაიცვალა. შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა.

    საქართველოს 2 მოქალაქე ათენის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ ბინაში შეჭრას ცდილობდა, რა დროსაც ისინი მეზობლებმა შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს.

    ერთ-ერთი მძარცველი ბინის დატოვებას ფანჯრიდან შეეცადა, მან მინა ჩაამტვრია, რა  დროსაც ქვედა კიდურის არტერია დაუზიანდა.

    პოლიციამ ქართველების დაკავება კორპუსიდან 100 მეტრის მოშორებით შეძლო. ორივე მათგანი  საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი  მამაკაცი, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული გარდაიცვალა. მეორე ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

  • დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა

    საზარელი ავარია დედოფლისწყაროში- ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები 30-წლამდე ასაკის მამაკაცები არიან.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • რესპუბლიკის მოედნიდან გარემოვაჭრეებს ყრიან

    დაპირისპირება რესპუბლიკის მოედანზე- თბილისის მერიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან გარემოვაჭრეებს ყრიან.

    გარემოვაჭრეების განცხადებით,  მათ მთავრობის სასახლესთან გადასვლა  სთხოვენ. მოვაჭრეების განცხადებით, მერიისგან მათ გარევაჭრობაზე  თანხმობა ჰქონდათ , თუმცა მოულოდნელად განუცხადეს, რომ ისინი სხვაგან უნდა გადავიდნენ.

    „ესეთი სამარცხვინო საქციელი, რომელსაც კადრულობს ივანიშვილი კალაძესთან ერთად მე არ მახსოვს არცერთი ხელისუფლების პირობებში. ახალ წელს ამ ადამიანებს შიმშილისთვის სწირავენ და აყენებენ არჩევანის წინაშე, რომ ან საკუთარი შვილები შიმშილს გადაარჩინონ ან შეირცხვინონ თავი შვილმოკლული მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის წინაშე. როგორც კი ნახეს, რომ დახლები რომლებიც დაიდგა სისხლის და დარბევის ხარჯზე პარლამენტთან, ისინი თავისი ნებით აღარ წავიდნენ. ამ არჩევანს არ აკეთებენ და არ კადრულობენ, რომ სხვისი უბედურებით, სხვისი სიკვდილის ხარჯზე იცხოვრონ, როგორც ამას აკეთებს კალაძე, ივანიშვილი და მათი მონები“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

  • დედოფლისწყაროში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა

    დედოფლისწყაროში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. შემთხვევა გუშინ ღამე  მოხდა. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

    მთავარი ნაძვის ხე , რომელიც გუშინ ღამე დაიწვა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა 2012 წელს შეიძინა.

  • 2020 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2020 წელს სასიყვარულო ფრონტზე:

    ვერძი

    ვერძების პირად ცხოვროვრებაში ბედნიერება 2020 წელს მთლიანად მათზეა დამოკიდებული. სასიყვარულო ფრონტზე წარმატების მოპოვება საკმაოდ ადვილია – ვარსკვლავები მათი კაშკაშა ინდივიდუალობის გაფურჩქვნას უწყბენ ხელს. ნუ მოგერიდებათ, ხაზი გაუსვით საკუთარ ღირსებებს ისე, როგორც გული გიკარნახებთ და სიყვარულში წარმატება გარანტირებული გაქვთ.

    ვარსკვლავები ვერძებს რომენტიულ შეხვედრებს ისეთ ადგილებში უწინასწარმეტყველებენ, რომლებიც სპორტთან და ფიზიკურ აქტივობას თან არის დაკავშირებული, მაგალითად ფიტნეს ცენტრებში ან სპორტულ ღონისძიებებზე. ისინი კი, ვისაც ასეთი ადგილები არ აინტერესებთ, შეიძლება პარკში ან ქუჩაში სწრაფი სიარულისასაც კი შეხვდნენ ბედს.

    კურო

    2020 წელი კუროებისთვის პირადი ბედნიერების საძებნელად არცთუ ყველაზე აქტიური პერიოდია. თუმცა, გულს ნუ გაიტეხთ! ვარსკვლავები ამბობენ,რომ თქვენთვის ეს არის სამსახურეობრივი რომანების პერიოდი. კარგად მიმოიხედეთ გარშემო და ყურადღება მიაქციეთ…. არა, კოლეგებს არა. ხელმძღვანელობას. წელს შანსი გაქვთ თავბრუდამხვევი ურთიერთობა წამოიწყოთ მათთან, ვინც კარიერულ კიბეზე თქვენზე მაღლა დგას.

    გახსოვდეთ, სამსახურეობრივი მივლინებები მხოლოდ იმისთვის არ არის, რომ იმუშაოთ. ეს კარგი შანსია კოლეგებთან ურთიერთობისთვის და შესაძლოა, ბედნიერებასაც გამოჰკრათ ხელი. ყოველ შემთხვევაში, 2020 წელს.

    ტყუპები

    2020 წელს ტყუპებს საპირისპირო სქესზე შთაბეჭდილების მოხდენაში ბადალი არ ეყოლება. ახალი სასიყვარულო ურთიერთობების წამოწყების და ძველის გამყარების უამრავი შანსი მიეცემა. ასეა თუ ისე, საოცარ ვნებებს ნუ ელოდებით. სიყვარული–მეგობრობა – სავარაუდოდ ეს წელი ამ ტიპის სიყვარულს გთავაზობთ და ეს მშვენიერია. ვარდისფერი სათვალეები დაე სხვებმა გაიკეთონ. თქვენ კი სასიყვარულო გრძნობებში ისე იტივტივებთ, რომ თავს არ დაკარგავთ.ყურადღება მიაქციეთ მათ,ვისაც დიდი ხანია იცნობთ და კარგ მეგობად თვლით. სწორედ ამ გარემოში გელით ნამდვილი სიყვარული.

    კირჩხიბი

    ტყუპებისგან განსხვავებით კირჩხიბებს ყველა შანსი აქვთ ძალიან ვნებიანი რომანი ჰქონდეთ. ხანმოკლე, არამყარი, მაგრამ ძალიან კაშკაშა! ასეთი ემოციები და გრძნობები მთელი დარჩენილი ცხოვრება მოგონებად დაგრძებათ. ვარსკვლავები ამ წელს ასეთი ურთიერთობების უამრავ შესაძლებლობას გაძლევენ . ეს შეიძლება იყოს სამსახურეობრივი რომანი, თავგადასავალი მოგზაურობისას, სრულიად მოულოდნელი სიტუაციები და ვნებების აფეთქება.

    შეიძლება გარშემომყოფები გააოცოთ, რადგან ისეთ ადამიანებს მიაქცევთ ყურადღებას, რომლებიც ადრე თქვენს გემოვნებაში არ ჯდებოდა. რას იზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

    ლომი

    2020 წელი კარგი დროა არსებული ურთიერთობების გასამყარებლად და ახლის წამოსაწყებად. როგორ გავაკეთოთ ეს? ვარსკვლავები გვირჩვენ შორეულ მოგზაურობაში წავიდეთ. სწორედ იქ ელოდებათ ლომებს უკვე არსებული ურთიერთობების განახლება ან სასტყვარულო ფრონტზე ახალი იმპულსების მოპოვება. სხვათაშორის, იმ ლომებმა, ვისაც ჯერ კიდევ არ ყავთ ოჯახი უნდა გაითვალისწინონ. 2020 წელი კარგი დროა დაქორწინებისთვის.

    ამ წელს შვილის გაჩენის ან ჩასახვის შანსები თქვენთვის ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. ასე რომ, კარგად შეათვალიერეთ სიყვარულის ობიექტი და გახსოდეთ: დიდი ალბათობით თქვენ თქვენი მომავალი შვილის მშობელს არჩევთ.

    ქალწული

    ცივი გული და საღი გონება– აი, რა დაგჭირდებათ წელს ძვირფასო ქალწულებო პირად ცხოვრებაში. და ეს ცუდი არ არის. თქვენ ხომ სწორედ სასიყვარულო ურთიერთბებზე პრაგმატული შეხედულებების წყალობით შეარჩევთ იმ ადამიანს, რომელსაც შეძლებთ დაეყრდნოთ, პირველ რიგში ფინანსურად. ჩვენს დროში ეს ცოტას არ ნიშნავს. დაე სხვებმა ეძებონ მწველი ვნებები, თქვენი ამოცანაა მაქსიმალური კეთილგონიერების გამოჩენა. ახალი ურთიერთობების წამოწყებისას ნუ იჩქარებთ მის შესახებ ნაცნობ–მეგობრებისთვის მოყოლას. ბედნიერებას სიჩუმე უყვარს. თქვენთვის ეს გამოთქმა განსაკუთრებით 2020 წელს არის მნიშვნელოვანი. გახსოვდეთ და გაუფრთხილდით საკუთარ გრძნობებს.

    სასწორი

    კარგი წელია ახალი, უჩვეულო რომანისთვის. ამავე დროს დიდია უკვე არსებული ან ახლადწამოწყებული ურთიერთობების დანგრევის შანსი. ამის მიზეზი მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ შეგრძნებებზე კონცენტრირებაა. თუმცა, რადგან სასწორები ყველა სხვა დანარჩენ ზოდიაქოს ნიშანზე მეტად მშვიდობისმოყვარეები არიან, მთელი იმედი წელს თქვენს ამ თვისებაზე იქნება. მხოლოდ მას შეუძლია დაგიცვათ თქვენი პარტნიორის მიმართ უხეში გამონათქვამებისა და ნაბიჯებისაგან.

    ვარსკვლავები სასიყვარულო ფრონტზე წარმატებებს უქადიან იმ დაქორწინებულ სასწორებს, რომლებიც პარტნიორს სახლში ყველანაირად გაუფრთხილდებიან და სიმყუდროვეს შეუქმნიან. მარტოხელა სასწორებისთვის რეკომენდირებულია ბედნიერების საძიებლად შორეული მოგზაურობა – სწორედ იქ შეხვდებით სავარაუდოდ ნამდვილ სიყვარულს.

    მორიელი

    ძვირფასო მორიელებო, 2020 წელს თქვენი ქცევა სასიყვარულო ფრონტზე არ იქნება ისეთი, როგორც გჩვევიათ. წელს თქვენი ცნობა გაჭირდება: თქვენი ენერგია და ვნება სადღაც გაქრება. ვარსკვლავები ნერვიულობას და ტანჯვას გიქადიან უკვე არსებულ ან ახალ ურთიერთობებში. ბევრ თქვენგანს მოულოდნელად სამსახურეობრივი რომანიც ექნება. პრინციპში, ცუდი არ არის. თუმცა გახსოვდეთ: კოლეგასთან ურთიერთობების აფიშირება არ არის საჭირო. ჭორებს მოერიდეთ.
    ბევრ ფულს ნუ დახარჯავთ პარტნიორზე ამ წელს. სულ ტყუილად დაიხარჯებით.

    მშვილდოსანი

    სასიყვარულო წარმატებები შორს არ არის. ეს თქვენი წელია მშვილდოსნებო, რათა ბოლოს და ბოლოს გაამყაროთ ოჯახური ურთიერთობები ან ახალ პარტნიორთან მოიპოვოთ ბედნიერება. რა უნდა გააკეთოთ ამისათვის? მეტი ფული იშოვოთ და მოგზაურობაში გაემგზავროთ, ან ბავშვი გააჩინოთ. ეს სცენარები თქვენი მეორე ნახევრის მაქსიმუმ ყურადღებას მოგაპოვებინებთ და მის თვალში განუმეორებლობას მოგანიჭებთ.
    თუ ჯერ კიდევ არ გყავთ პარტნიორი, ყურადღება მიაქციაეთ ნაცნობ–მეგობრების ახლო წრეს. შესაძლოა სწორედ მათ შორის არის თქვენი ნამდვილი სიყვარული.

    თხის რქა

    2020 არ არის საუკეთესო სასიყვარულო პერიოდი თქვენთვის. პირად ფრონტზე ბედნიერების მოპოვების შანსები მცირეა. თუმცა, გულს ნუ გაიტეხთ და გახსოვდეთ: ბედნიერება თქვენს ხელშია. მიზანდასახულობაში ბადალი არ გყავთ. ასე რომ, ეს ენერგია პარტნიორის პოვნისკენ ან ოჯახური ურთიერთობების გამყარებისკენ მიმართეთ. თუმცა მეტისმეტს ნუ მოინდომებთ და პარტნიორზე ზეწოლა არ გინდათ. სიყვარული ერთმანეთის ნებისმიერ სიტუაციაში მხარდაჭერაა და არა დიქტატი. მოკლედ, 2020ში ჯობს ფულის შოვნაზე იპოვნოთ და ბედნიერებაც ადრე თუ გვიან მოვა.

    ვარსკვლავები მერწყულებს ურჩევენ: თუ სასიყვარულო ფრონტზე წარმატება უნდათ, 2020 წელს წინდახედულება მართებთ. შესაძლებლობები წელს ბევრი იქნება და ენერგიაც არ მოგაკლდებათ, თუმცა ყველა ახალ ნაცნობობაზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ. იმ მერწყულებს, ვისაც უკვე ყავთ პარტნიორი, სიყვარულში გაუმართლებს: წლევანდელი წელი თქვენს ურთიერთობებს მხოლოდ გაამყარებს. მათ კი, ვინც ძიებაშია, ჯერჯერობით მყარი ურთიერთობების პოვნის იმედი ვერ ექნებათ.იფიქრეთ მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობაზე. სწორედ ამ საქმიანობისას გელით საინტერესო ნაცნობობა, რომელიც შეიძლება რომანში გადაიზარდოს.

    თევზები

    მშვიდი, წყნარი ოჯახური ბედნიერიება – აი, რა უნდა ეძებონ წელს თევზებმა. 2020 წელს ვარსკვლავები იმ თევზებს დაეხმარებიან, ვინც ყველაფერს აკეთებს ოჯახური კერის გასამაგრებლად. მათ კი, ვინც მეორე ნახევარს ჯერ კიდევ ეძებს, ვარსკვლავები ურჩევენ დედის რჩევას დაუჯერონ. შესაძლოა სწორედ ის ადამიანი გამოგადგეთ ცხოვრების მეგზურად, ვისაც დედა დაჟინებით დიდი ხანია გირჩევთ.
    მოკლედ, 2020 წელს შესაძლოა ძველ ნაცნობებში აღმოაჩინოთ ახალი სიყვარული.

  • პრინცესა ბეატრისის საქმრომ მისი გულისთვის ცოლ–შვილი მიატოვა

    ბრიტანეთის დედოფლის 31 წლის შვილიშვილი იტალიელ მილიონერზე გათხოვებას გეგმავს. ედოარდო მაპელი მოციმ პრინცესა ბეატრისის გულისთვის ცოლი და შვილი მიატოვა. დღეს ცნობილი გახდა ბეატრის იორკელის და გრაფ ალესანდრო მაპელი მოცის 34 წლის შვილის რომანის დეტალები. ელსაბედ მეორეს ბოლო გაუთხოვარი შვილიშვილი მომავალ წელს გათხოვდება. ბეატრისის და ედოს ურთიერთობების დასაწყისი საკმაოდ რთული იყო. მათი რომანი უსიამოვნო სიურპრიზი გახდა მამაკაცის მეუღლისთვის, დარა ხუნისთვის, რომელთანაც ის სამოქალაქო ქორწინებაშია. ჩინელი ქალი წარმატებული არქიტექტორ–დიზაინერია, აქვს საკუთარი ფირმა, რომელიც VIP კლიენტებს ემსახურება.
    დარას და ედოარდოს ორი წლის ვაჟი ყავთ. იმ მომენტისთვის, როცა ინტერნეტში პრინცესას და მისი ბოიფრენდის ერთობლივი ფოტოები გამოჩნდა, დარა შვილთან ერთად საყვარელი მამაკაცის სახლში ცხოვრობდა და მისი ახალი რომანი შოკი იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი ოჯახისთვისაც.


    “დარა თავიდან ამ ამბავს მიმალავდა. არ უნდოდა  მენერვიულა. შოკში ვარ. მე ძალიან მიყვარს ედო, მისი ოჯახი. რატომ მოხდა ეს? ამ ამბავმა გული ძალიან მატკინა“– ამბობს დარას დედა ლილი.
    მილიონერის გარემოცვაში განმარტავენ, რომ ედო და დარა ბეატრისთან რომანის დაწყებამდე ექვსი თვით ადრე დაშორდნენ ერთმანეთს. თუმცა, ამის ბევრს არ ჯერა და თვლიან, რომ ბეატრისი ოჯახის დამანგრეველია. მის დაცვას ახლო მეგობარი ცდილობს: “ის არასოდეს მისცემს თავს უფლებას სხვა წყვილის ბედნიერება დაანგრიოს, განსაკუთრებით როცა საქმე პატარა ბავშვსაც ეხება.“ – ამბობს ინსაიდერი. ამ ისტორიაში ჩართული მხარეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რომანი ფრთხილად განვითარდა – არ ყოფილა არანაირი საჯარო ლანძღვა–გინება. დარა მაქსიმალურად კორექტულად მოიქცა.

    “ედოს და ბეატრისს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და მოუთმენლად ველოდები ჩვენი ოჯახების გაერთიანებას“ – განაცხადა ცოტა ხნის წინ ქალმა.

    ამის მიუხედავად, პრინცესას რომანი უჩვეულო და უხერხულია ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის. წყვილის ურთიერთობის დაწყებიდან წელიწადიც არ იყო გასული, რომ მათ ნიშნობის შესახებ განაცხადეს. ბეატრისის და, პრინცესა ევგენია მომავალ ქმარს, ჯერ ბრუკსბანკს შვიდი წლის მანძილზე ხვდებოდა, სანამ გასული წლის ოქტომბერში დაქორწინდებოდნენ. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი დაახლოებით ათი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, სანამ 2011 წელს ოჯახი შექმნეს. პრინცი ჰარის და მეგან მარკლის უჩვეულო წყვილიც კი დაქორწინების გეგმების გამოცხადებამდე ერთ წელზე მეტხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს.

    პრინცესა ბეატრისი სამეფო ოჯახის მისი თაობის წარმომადგენლებიდან პირველი იქნება, ვინც გათხოვების შემდეგ დედინაცვლის სტატუსსაც მოირგებს. აქამდე ეს როლი მხოლოდ პრინცი ჩარლზის მეუღლეს, კამილა პარკერ ბოულზს ჰქონდა, რომელიც პრინცი უილიამის და პრინცი ჰარის დედინაცვალი გახდა.
    პრინცესა ბეატრისის ახალი რომანის შესახებ მისი დის, ევგენიას ქორწილის შემდეგ გახდა ცნობილი. შეყვარებულებმა ურთიერთობები აღარ დამალეს და საჯაროდ გამოჩნდნენ ერთად. ცოტა ხნის წინ კი ოფიციალურად გამოაცხადეს ნიშნობის შესახებ და ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნეს.

  • ჯგუფური სექსი, მუცლის მოშლა და ღალატი – დემი მურმა ეშტონ კატჩერთან ცხოვრების დეტალები ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა

    56 წლის დემი მურმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც 41 წლის ეშტონ კატჩერთან ქორწინების დეტალები გულახდილად მოყვა.

    ამერიკელმა მსახიობებმა ერთმანეთი 2003 წელს გაიცნეს, ორი წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ, მიუხედავად 15 წლიანი ასაკობრივი სხვაობისა. მათი ქორწინება 6 წელს გაგრძელდა. ცხოვრების იმ პერიოდის გახსენებისას მურმა კატჩერთან ურთიერთობის ნიუანსები საზოგადოებისთვის გაასაჯაროვა. მსახიობი წერს, რომ ქორწინებიდან მალევე დაფეხმძიმდა, მაგრამ მეექვსე თვეზე მუცელი მოეშალა. ამის შემდეგ წყვილი კარგ კლინიკას ეძებდა უშვილობის სამკურნალოდ, თუმცა მურმა დაფეხმძიმება ვეღარ მოახერხა. ამ სირთულეებმა მათ ურთიერთობაში დაძაბულობა გაზარდა. ერთხელ ეშტონმა ცოლს უჩვეულო წინადადებით მიმართა – სექსი მესამე პარტნიორთან ერთად. “სტუმრის“ როლში მან კიდევ ერთი ქალი მოიწვია.

    მური აღიარებს, რომ ეს წინადადება მისთვის შეურაცხმყოფელი იყო, მაგრამ ეშინოდა ახალგაზრდა ქმრისთვის არ ეწყენინებინა. “მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ მინდოდა მეჩვენებინა “რა მაგარი ტიპი ვარ“ – აი, ნახე, როგორი გახსნილი ვარ ექსპერიმენტებისთვის. მაგრამ სინამდვილეში თავს საშინლად ვგრძნობდი“ – ამბობს დემი.

    მოგვიანებით ეს გამოცდილება განმეორდა – კატჩერმა მათ საძინებელში კიდევ ერთი თავისი გოგო მიიწვია. მურის მოლოდინის საწინააღმდეგოდ ამ ნაბიჯმა მათი ქორწინება ვერ გამყარა – ქალმა გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა. ეშტონ კატჩერის ერთ–ერთი საყვარელი 21 წლის ბრიტანი ჯონსი იყო. გოგონამ მოყვა, რომ ჰოლივუდელი მსახიობი ბოულინგ კლუბში გაიცნო, სადაც ეშტონის უფროსი გერის, რუმერის დაბადების დღე აღინიშნებოდა. ამის შემდეგ მათ რამდენიმე ღამე გაატარეს ერთად.

    ამ კავშირის შესახებ ჟურნალისტებმა გაიგეს. დემი მური ცდილობდა საგაზეთო პუბლიკაციებისთვის ყურადღება არ მიექცია, თუმცა ერთხელ ქმარს კითხა, სიმართლე იყო თუ არა რასაც მედია წერდა. კატჩერმა გულახდილად უპასუხა, რომ სხვა ქალებთან ქონდა სექსი, თუმცა ამას ღალატად არ აღიქვამდა. “ყველაფერი მომიყვა, მაგრამ მითხრა, რომ ქონდა უფლება სხვა ქალებთან სექსი ქონოდა, ჩვენ ხომ ერთად გვქონდა სექსი სხვა ქალთან. ამიტომაც ჩათვალა, რომ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი.“ – წერს წიგნში დემი მური.

    დემის მაშინვე განქორწინებაზე განცხადება არ შეუტანია, თუმცა წყვილის ურთიერთობამ საკუთარი თავი ორი წლის შემდეგ სრულად ამოწურა. დემი მური ამბობს, რომ ყოფილმა ქმარმა იცის მისი წიგნის შესახებ და ყოფილი ცოლის გულახდილობა მისთვის მოულოდნელი არ იქნება. “ეშტონმა იცოდა, რომ ავტობიოგრაფიულ წიგნს ვწერდი. მან ასევე იცის, რომ რაც დავწერე ყველაფერი სიმართლეა“ – ამბობს დემი მური.

  • ინდოეთში 73 წლის ქალმა ტყუპები გააჩინა

    ინდოეთის ანდხრა პრადეშის შტატში 73 წლის მანგაიამა არამატიმ ორი ტყუპი გოგონა გააჩინა. ქალი ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შედეგად დაფეხმძიმდა. ბავშვები ხუთშაბათს დაიბადნენ. ქალი მშობიარობის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. მანგაიამა არამატი და მისი 82 წლის ქმარი ამბობენ, რომ ყოველთვის უნდოდათ შვილების ყოლა, მაგრამ არ გამოუვიდათ. ისინი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ, თუმცა ბავშვების დაბადების მეორე დღეს, მათი მამა საავადმყოფოში მოხვდა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის დიაგნოზით.

    კითხვაზე, რა ეშველებათ მის შვილებს თუ ასაკის გამო მშობლებს რაიმე დაემართებათ, მამაკაცი პასუხობს, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა.

    წყვილისთვის შვილების გაჩენა, თუნდაც ხანდაზმულ ასაკში მნიშვნელოვანი იმის გამოც იყო, რომ ისინი უშვილობის გამო საკუთარ სოფელში იდევნებოდნენ.

    ქალი ამბობს, რომ ის მრავალი წლის მანძილზე ცდილობდა დაფეხმძიმებას და არაერთ ექიმთან იყო, თუმცა უშედეგოდ. ის ამბობს, რომ ახლა ყველაზე ბედნიერია.

  • არ არსებობს კონკრეტული გენი, რომელიც ადამიანის ჰომოსექსუალობას განსაზღვრავს. ახალი კვლევა

    ნახევარი მილიონი ადამიანის გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული გენი, რომელიც ჰომოსექსუალობას განაპირობებს.

    კვლევის დროს, რომლის შედეგები ჟურნალ Science–ში გამოქვეყნდა, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის ბიოტექნოლოგიური კომპანიის–23andMe–ს ბიობანკში არსებული მონაცემები შეისწავლეს.

    მეცნიერებმა აღმოაჩინეს რამდენიმე გენეტიკური კომბინაცია, რომლებიც ერსქესიან ურთიერთობებს უკავშირდება, თუმცა გენეტიკური ფაქტორები მხოლოდ მეოთხედით განსაზღვრადნენ ჰომოსექსუალურ ქცევას.

    მკვლევარებმა 409 000 ადამიანის გენომის სკანირება მოახდინეს, რომლებიც ბრიტანულ ბიობანკში იყო დარეგისტრირებული. 68500 ადამიანის გენომი კი გენეტიკურ კომპანია 23andMe–ს ბანკიდან აიღეს.

    კვლევის მონაწილეებს ასევე დაუსვეს კითხვა მათი პარტნიორების სქესის შესახებ.შედეგად ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანის ჰომოსექსუალური ქცევის 8–დან 25%–მდე გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა არა რომელიმე ერთი გენით.

    აღმოჩნდა, რომ საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა 5 გენის კომბინაციას უკავშირდება. 5 გენის კომბინაცია, რომელიც მეცნიერთა დასკვნით, ადამიანის ჰომოსექსუალობაზე ახდენს გავლენას, გამოკითხული ჰომოსექსუალების მხოლოდ 25 პროცენტთან დაფიქსირდა.

    “არ არსებობს ჰომოსექსუალობის ერთი გენი, ამიტომაც გენეტიკური ტესტი იმის შესახებ, არსებობს თუ არა ადამიანში ჰომოსექსუალობის ალბათობა, არაეფექტურია. ფაქტიურად შეუძლებელია ადამიანის გენომის მიხედვით მისი სექსუალური ქცევის წინასწარ განსაზღვრა“ – ამბობს მასაჩუსეტის კლინიკის ანალიტიკური და ტრანსლიაციური გენეტიკის განყოფილების პროფესორი, ბენ ნილი, რომელიც კვლევაზე მუშაობდა.

    ““ეს ბუნებრივი და ნორმალური განსხვავებაა, რომელიც ადამიანებში გვხვდება და ეს კვლევაც ადასტურებს, რომ არ არის საჭირო მისი “განკურნების“ მცდელობა.“– ამბობს კიდევ ერთი მკვლევარი ფა სატირაპონგსასუტი.

    კალიფორნიის გენეტიკის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, დევიდ კერტისის თქმით ეს კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ არ არსებობს ისეთი გაგება, როგორიც არის “გეების გენი“ და წლების მანძილზე წამოყენებული არაერთი თეორია “ჰომოსექსუალობის განკურნების“ შესახებ არარეალურია.

    “ადამიანის პოპულაციაში არ არსებობს გენების ისეთი თანწყობა, რომელიც არსებით გავლენას მოახდენს სექსუალურ ორიენტაციაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გენების შერწყმის მრავალი ვარიანტი. ამასთან, თუნდაც ჰომოსექსუალობა გენეტიკურად არ იყოს განსაზღვრული, როგორც ამას ეს კვლევა ადასტურებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის გარკვეულწილად ადამიანის პიროვნების განუყოფელი ნაწილი არ არის.“ – ამბობს დევიდ კერტისი.

    ლგბტ პირთა უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია GLAAD–ის განცხადებით კვლევა ადასტურებს, რომ შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს, რა ხარისხით ახდენს გავლენას ლესბოსელების და გეების ქცევაზე ბუნება ან აღზრდა.