Category: ახალი ამბები

  • წყლის რიგები გუდაურში-პოპულარულ კურორტზე დასალევი წყალიც არ იშოვება

    წყლის რიგები გუდაურში- ფოტომასალა პოპულარული ზამთრის  კურორტიდან  სოციალურ ქსელში ვრცელდება. ფოტოზე ასახულია, რომ მოსახლეობა სასმელი წყლის რიგში დგას. არსებული ინფორმაციით, მაღაზიებში სასმელი წყლის მარაგი ამოიწურა. დამსვენებლები გუდაურს უწყლობის გამო ტოვებენ. 

    წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება გამოიწვია.

    ” სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლები შეექმნა და „რედკოს დასახლება-ში წყლის მიწოდება შეაფერხა“, – ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 4 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8672 ლარი ეღირება, ევრო – 3.1918 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7489 ლარი.

    3 იანვრის ოფიციალური კურსით კი, ერთი ამერიკული დოლარი 2.8661 ლარი ღირდა, ევრო –3.2143 ლარი, ფუნტი – 3.7735 ლარი.

  • ზუგდიდში ძმამ ძმის სახლი დაცხრილა

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში ახალგაზრდა მამაკაცმა ძმის სახლი და მანქანა დაცხრილა. შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა.

    მამაკაცი ფაქტზე დააკავეს.

    ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

    ბრალდებულის უფლებადამცველის  თქმით, ძმებ სვირავებს შორის კონფლიქტი  ბიზნესის გამო არსებობდა. 

    არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდანაც გაისროლა, რაზეც ადვოკატი ამბობს რომ ის უბრალოდ ახალ წელს აღნიშნავდა.

    მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით მომხდარზე გამოძიება 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის და 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

  • სოციალურ ქსელში ივანიშვილების საახალწლო ფოტო გამოჩნდა

    სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახური, საახალწლო ფოტო გავრცელდა.

    ფოტოზე წარმოდგენილია ბიძინა ივანიშვილი, მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, შვილები უტა, ბერა და ცოტნე, ასევე ბერას მეუღლე ნანუკა გუდავაძე და შვილიშვილი ბერუკა.

    ფო­ტოს “ფე­ის­ბუქ­ზე” გვერ­დი Bidzina Ivanishvili for Georgia აქ­ვეყ­ნებს.

  • პირველი რესპუბლიკის მოედანი ქალაქის ცენტრია და შეუძლებელია, დავუშვათ იქ უწესრიგობა და ქაოსური გარევაჭრობა – თბილისის მერია

    პირველი რესპუბლიკის მოედანი არის ქალაქის ცენტრი, ერთ-ერთი ტურისტული წერტილი და შეუძლებელია, დავუშვათ იქ უწესრიგობა და ქაოსური გარევაჭრობა, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

    „თბილისის მერია ყოველწლიურად, წინასაახალწლოდ განსაზღვრავს იმ ადგილებს, სადაც დროებით, ახალი წლის პერიოდში დაშვებულია გარევაჭრობა. წელსაც, გარევაჭრობისთვის გამოიყო რამდენიმე ადგილი, რომელთაგან ორზე – პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გარევაჭრობა ნებადართული იყო მხოლოდ იმ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც წინასწარ გაიარეს მერიის მიერ გამოცხადებული რეგისტრაცია. გარდა ამისა, გამოყოფილი იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და დედაქალაქის მასშტაბით შემდეგი ადგილები:

    ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩაზე;
    ვაზისუბანში, პირველი მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
    მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიზე;
    ვერის ბაღის შესასვლელთან;
    მეტროსადგურების – ,,დელისის“ და „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე;
    სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
    ზღვისუბანში, ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში;
    მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე;
    გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩის დასაწყისში;
    დიდუბეში, ბორის პაიჭაძის N1-თან;
    ჯავახეთის ქუჩაზე, მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარედ, თიბისი ბანკთან;
    ჯავახეთის ქუჩის N23-ის მიმდებარედ, ყვავილების ბაზრობასთან;
    კალოუბნის ქუჩაზე, ა/ბ კორპუსის მოპირდაპირედ.
    იმ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც სურდათ ვაჭრობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, შეეთავაზათ ალტერნატივა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოწყობილია დახლები და სათანადო პირობებია შექმნილი საახალწლო ვაჭრობისთვის.

    პირველი რესპუბლიკის მოედანი არის ქალაქის ცენტრი, ერთ-ერთი ტურისტული წერტილი და შეუძლებელია, დავუშვათ იქ უწესრიგობა და ქაოსური გარევაჭრობა. თბილისის მერია არავის უზღუდავს ორგანიზებულ საახალწლო გარევაჭრობაში ჩაბმას და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გარემოვაჭრეებს, სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ შემოთავაზებული ადგილებით.

    საახალწლო ბაზრობები პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე, ასევე პარლამენტის წინ იფუნქციონირებს 13 იანვრის ჩათვლით, ხოლო სხვადასხვა რაიონში გამოყოფილ ადგილებზე გარევაჭრობა დაშვებული იქნება 7 იანვრის ჩათვლით“, – აღნიშნულია  განცხადებაში.

  • ჩემს პროცესზე დამხვდა ივანიშვილის მორიგი გასაბერი ზვიგენი-გვარამია

    “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ მისი საქმის მოსამართლეს გასაბერი ზვიგენი უწოდა. გვარამიამ ამის შესახებ  საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

    “ჩემს პროცესზე დამხვდა ივანიშვილის მორიგი გასაბერი ზვიგენი გიორგი არევაძე. ყოველ კვირას 2 პროცესი ჩანიშნა ერთი თვის განმავლობაში და პრაქტიკულად მუშაობა ამიკრძალა. მთავარი არხის პარალიზება და არასასურველი პირისთვის დროულად ყალბი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა – ესაა ამ ნაძირალა ფსევდომოსამართლის ამოცანა.

    ყველა უკანონო დავალების შემსრულებელი ციხეში, მოსამართლიან პროკურორიანად!”-წერს გვარამია.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიასა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირის, „რუსთავი 2”-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის” დირექტორის ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

  • გუდაურს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება

    გუდაურში უწყლობის პრობლემა ამ დრო არ მოგვარებულა. სამუშაოებში 112-ის სამაშველო ბრიგადა ჩაერთო. ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

    „ამ წუთებში, 112 სამაშველო ბრიგადების დახმარებით წყლის რეზერვუარების შევსება მიმდინარეობს,რათა წყლის დამატებითი დებიტის მოძიების სამუშაოების დასრულებამდე, „რედკოს დასახლებას წყალი წყალმზიდების საშუალებით მიაწოდონ

    გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლები შეექმნა და „რედკოს დასახლება-ში წყლის მიწოდება შეაფერხა“, – ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში.

  • წნორში დისშვილმა დეიდა შეშით მოკლა

    მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში – წნორში დისშვილმა დეიდა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ინციდენტი უძღოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დეიდას ფულს სთხოვდა, რის შემდეგაც მას სასიკვდილო ჭრილობები შეშის ნაჭრით მიაყენა.

    მეზობლები აცხადებენ, რომ მამაკაცი ხშირად სვამდა და ქალს ფულს ართმევდა.

    მამაკაცი უკვე დაკავებულია. 

    მომხდარზე გამოძიება 109-ე  განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

  • პოლიციამ რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა

    პოლიციამ რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი ზურაბ ჯღარკავა დააკავა.

    შს სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასული წლის ოქტომბერში რუსთავში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. კერძოდ, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი – 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ჯ.

    „სამართალდამცველებმა აღნიშნულ საქმეზე, 5 პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

    ზ.ჯ-ს მიმართ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე, სსკ-ის 143-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს,“- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

    შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა.  მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 

    პოლიციამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 7 ოქტომბერს 5 პირი დააკავა, მათ შორის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. შსს-ს ინფორმაციით, მუმლაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია გიორგი ასათიანი, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურსა, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად, ხოლო გიორგი გეთაშვილს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წაყენებული. გარდა ამისა, დავით მუმლაძის მკვლელობაში კიდევ ერთი პირი ზურაბ ჯღარკავაც მონაწილეობდა, რომლის დაკავების მიზნით შსს აქტიურ ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.

  • პურის საცხობში მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

    სოფელ გურჯაანის პურის საცხობში, უგონო მდგომარეობაში მყოფი 60 და 35 წლის ორი მამაკაცი იპოვეს.ისინი მამა-შვილი აღმოჩნდნენ,  რომლებიც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლნენ.

    სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  ორივემათგანი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში გადაიყვანა.

    მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მექიმები კომენტარს არ აკეთებენ. წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.