Category: ახალი ამბები

  • ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ რუსთაველზე! – ვაშაძე

    ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ რუსთაველზე! – ვაშაძე

    „ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ – რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!

    არანაირი ლეგიტიმური პარლამენტი არ გვყავს! შესაბამისად – არც კომისია არსებობს!

    ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს! ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ხალხის ყურადღების გადატანას მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან.

    თუ ვინმეს პასუხი უნდა, კეთილი ინებოს და ხალხს მოუსმინოს რუსთაველზე! იქ გაიგებენ სიმართლესაც და პასუხსაც!”

    აცხადებს პარტია „სტრატეგია – აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

  • დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა “სართული – ახალი თაობის ძალა”

    დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა – “სართული – ახალი თაობის ძალა”. მოძრაობაში იქნებიან ორგანიზაცია მე-12 სართულის წარმომადგენლები, პროტესტში აქტიურად მონაწილე ახალგაზრდები. მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვადო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მოძრაობაში ელოდებიან ყველას, ვისაც არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი არ მოსწონს და მოქმედებაზე გადასვლა სურს.

    “საქართველოში პირველად იწყება ახალგაზრდების და სრულიად ახალი სახეების პოლიტიკური მოძრაობა და მას ვიწყებთ ჩვენ, ჩვენ და ჩვენს გარშემო და გვერდით მდგომი ძალიან ბევრი ადამიანი, შეიძლება, დღეს ბევრნი აქ არ არიან, მაგრამ მთელი საქართველოდან არიან და წარგიდგენთ, გაგაცნობთ, ხალხი, რომელიც სრულიად ახალია საზოგადოებრივ, პოლიტიკურ სივრცეში და ხალხი, მათ შორის, ჩვენც, ვინც წლებია ვშრომობთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ გვქონდეს ბედნიერი მომავალი და ვაპროტესტებთ – სხვადასხვა სფეროებიდან ვაკეთებთ ამას.

    ჩვენი მოძრაობის სახელია – სართული – ახალი თაობის ძალა. ვიწყებთ სართულის შენებას, ახალი თაობის ძალის შენებას და გულით გვჯერა, რომ ეს მოძრაობა იქნება ყველასთვის, იქნება ყველასი და აქ გელოდებით ყველას. გელოდებით, ვინც ხვდება და იაზრებს, რომ საჭიროა ევროპული და რაც მთავარია, ეროვნული ძალები. ვინც დაიღალა ძველი პოლიტიკური სიბინძურით, ვინც დაიღალა იმით, რომ პირად ინტერესებს შეეწირა აწმყო, ჩვენი მომავალი ეწირება, ადამიანები გადიან ქვეყნიდან და ვინც დაიღალა, რა სიტუაციაც დღეს არის და ვინც ფიქრობს, რომ მოქმედებაზე გადასვლაა საჭირო და სადღეგრძელოების და სიტყვების იქით, საჭიროა საქმის კეთება და საქმეზე გადასვლა.

    გუშინდელმა საპროტესტო დღემაც ძალიან კარგად დაგვანახა ის, რომ მოქმედებით და გამძლეობით შეგვიძლია საქმის კეთება და პატარა გამარჯვებებით, დიდი გამარჯვებების მოპოვება. ეს არის ახლა მთავარი და ისიც დავინახეთ გუშინ, რომ ხალხში საჭიროა ნაკლები ჩხუბი და მეტი ერთიანობა. ამიტომაც, სუფთა ხელებით ვიწყებთ ამას დღეს – აქ და ახლა. ჩვენი სამშობლოა საქართველო, არსად წასვლას არ ვაპირებთ, არაფრის გვეშინია”, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთა წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

  • PACE-მა საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ [PACE] საქართველოს შესახებ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი 89 დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო.

    რეზოლუციაში გამოთქმულია როგორც შეშფოთება, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, გაცემულია რეკომენდაციები.

    რეზოლუციის მიხედვით, “ქართული ოცნების” “დემოკრატიული უკუსვლა” – “ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, თუკი ისინი ასამბლეის სესიას სამომავლოდ დაესწრებიან. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა “დელეგაციის არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა”.

    “რაც შეეხება [PACE-ს] მოწოდებას ხელისუფლებისადმი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები სასწრაფოდ აღმოიფხვრას და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული პარლამენტის არჩევნების გამოცხადებას – ასეთი ნაბიჯები არ გადადგმულა”, – ნათქვამია დოკუმენტში.

    ასამბლეა შეშფოთებულია პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და სამოქალაქო ლიდერების დაკავებებითა და სამართლებრივ პროცესების მათ წინააღმდეგ გამოყენებით.

    “ამ კონტექსტში, შეშფოთებულია საქართველოს სოლიდარობის ფონდების წინააღმდეგ წამოწყებული კრიმინალური გამოძიებებისა და მათი აქტივების გაყინვის შესახებ, რაც ფარავდა იურიდიული დახმარების, ჯარიმებისა და შემოსავლების დანაკარგის ხარჯებს დაკავებული ან დემონსტრაციებთან დაკავშირებით დათხოვილი პირებისთვის”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

    ასამბლეა განსაკუთრებით შეშფოთებულია მმართველი პარტიის განცხადებით აკრძალოს “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა”. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა იქნება ევროპის საბჭოს დებულებებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა.

    რეზოლუცია მოუწოდებს “ქართული ოცნების” პასუხისმგებელ პირებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიზისი იქნეს დაძლეული.

  • “უცხოური ძალა იყო საბჭოთა არმია, აბა ვინ იყო. შინაურები იყვნენ?” – კახა კალაძე

    “უცხოური ძალა იმას ნიშნავს, რასაც, მაგალითად, დღეს უცხოური ძალა დღევანდელი რადიკალების სახით წარმოადგენს, რომლებიც არიან გამარგინალებული… ის უბედურება, რაც ჩვენ დაგვატყდა – უცხოური ძალა იყო საბჭოთა არმია, აბა ვინ იყო. ჩვენი შინაურები იყვნენ?”.

    განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

  • ივანიშვილი ღელავს, რომ ბრიტანეთის სანქციები შეიძლება რეალობად იქცეს – ბრიტანელი დეპუტატი

    “გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ივანიშვილს უკვე გავუტეხეთ ძილი, უკვე შიშობს, რომ შეიძლება გაიღვიძოს და აღმოაჩინოს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ მას და მის აქტივებს სანქციები დააკისრა. early day motion-ი, როგორც ასეთი, ბრიტანულ საპარლამენტო სისტემაში განსაკუთრებულად წონად დოკუმენტად არ ითვლება. ამიტომ სახტად დავრჩი, საქართველოს მთავრობისგან ოფიციალური რეაგირება რომ მივიღეთ ამაზე. ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა. საერთოდ არ ველოდი, რომ რამეს იტყოდნენ. ეს ჩემთვის იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ამ თემასთან მიმართებაში, ძალიან განიცდიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან განიცდის, ძალიან ღელავს და აშფოთებს ის, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება რეალობად იქცეს. ამიტომაც რეაგირებენ ასე აგრესიულად. და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მთავრობამ სწრაფად იმოქმედოს. რუსეთთან განსხვავებით, საქართველოში ერთი ოლიგარქი აკონტროლებს ყველაფერს – და განსხვავებით პუტინისგან, ჩვენ მასზე რეალური ზეგავლენის ბერკეტი გვაქვს”.

    ამბობს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი, ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი ჯეიმს მაკკლირი რადიო თავისუფლებასთან.

  • თეა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარია დაიბარა

    თეა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიამ პარტია საქართველოსთვის ლიდერი,  გიორგი გახარია დაიბარა. ამის შესახებ მან დღეს სხდომაზე განაცხადა.

    “მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან”,- თქვა თეაწულუკიანმა

    არსებული ინფორმაციით, გახარია 20 ივნისის საქმეზეა დაბარებული.

    ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.

  • მსოფლიოს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება, რომლებიც სიცოცხლის დასაცავადაა საჭირო –  ზელენსკი

    მსოფლიოს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება, რომლებიც სიცოცხლის დასაცავადაა საჭირო – ზელენსკი

    “ამჟამად მსოფლიოს არა [საჰაერო თავდაცვის] სისტემები, არამედ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება, რომლებიც სიცოცხლის დასაცავადაა საჭირო. სისტემები არსებობს. მსოფლიოში საკმარისი Patriots-ია იმისთვის, რომ რუსული ტერორისგან დაცვა ერთხელ და სამუდამოდ გარანტირებული იყოს. მაგრამ ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოითხოვს – ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებას… ჩვენ უნდა მოვიშოროთ პუტინის ცდუნება, მისი იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაქრება. ეს არ მოხდება. მხარდაჭერა გაგრძელდება, ჩვენ ეს სიგნალი და თავდაცვის დახმარების მუდმივი მოწოდება გვჭირდება.”

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

  • ”ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა,თუ რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები, შესაძლოა, იქნას მიღებული” -გალერი

    “ვფიქრობ, რომ უნდა დავინახოთ ქართველი ხალხის ენერგია, რომ დემონსტრაციები ატარონ ყოველ საღამოს ამდენი დღის შემდეგაც. ისინი აჩვენებენ საქართველოს დროშებს, ევროპულ დროშებს და ასევე ბევრ უკრაინულ დროშასაც ნახავთ. ასე რომ, ისინი აჩვენებენ რომელ მხარეს დგანან ამ ომში. ისინი რუსეთთან არ დგანან და ისინი თავის პერსპექტივას რუსეთთან არ ხედავენ, რაც, როგორც ჩანს, ეწინააღდმეგება ივანიშვილის რეჟიმს.

    უნდა შევაფასოთ რა მზადდება კონგრესში, ვაშინგტონში. რაღაცა მზადდება ორპარტიული მიდგომით და ასევე ბრიტანელებმა მიიღეს ზომები, და ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ. ვუერთდები მოწოდებას, რომ თუ ორბანი ბლოკავს ევროკავშირის დონეზე ზომებს, მაშინ მაინც არსებობს გარკვეული კოორდინაცია ჩვენი აღმასრულებელი მხრიდან სხვა წევრ სახელმწიფოებთან, რომ ზომები მიიღონ რეჟიმისა და, კონკრეტულად, ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ არ მეშლება, ის ასევე საფრანგეთის მოქალაქეა, ასე რომ, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, ასევე რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული.

    ამის გარდა, ვფიქრობ, ნამდვილად გვჭირდება მხარდაჭერა გავაგრძელოთ იმ რესურსებით, რაც გაგვაჩნია – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც USAID აღარ არის – რათა ჩვენი რესურსები გამოვიყენოთ.”

    განაცხადა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. [ინტერპრესნიუსის თარგმანი]

  • ”ოცნების“ მიერ თვითდანიშნულმა ხელისუფლებამ დისტანცირება მოახდინა ევროკავშირისგან! – იუკნევიჩიენე

    ”ოცნების“ მიერ თვითდანიშნულმა ხელისუფლებამ დისტანცირება მოახდინა ევროკავშირისგან! – იუკნევიჩიენე

    “ყველას გვესმის, რომ თეორიულად ანგარიშის მიზანია საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არსებული პროგრესის შეფასება.

    ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღევანდელი სიტუაცია ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ჩვენ ჩავთვლიდით კანდიდატი ქვეყნის პროგრესად. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და პოლიტიკური რეპრესიების შემდეგ, პროგრესზე საუბარი ძალიან ძნელია.

    საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დე ფაქტო შეჩერებულია. „ქართული ოცნების“ მიერ თვითდანიშნულმა ხელისუფლებამ დისტანცირება მოახდინა ევროკავშირისგან, ყველა შესაძლო გზით:  შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, ანადგურებს ღირებულებებს, რომელზედაც დამყარებულია ჩვენი თანამშრომლობა და აქტიურად უტევს ევროკავშირს მტრული რიტორიკითა და დეზინფორმაციით. პარალელურად, ათასობით ქართველი აგრძელებს ყოველ დღე ქუჩებში გამოსვლებს და იბრძვის თავისი ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული მომავლისთვის, მათ შორის ზამთრის პერიოდშიც.

    მოხსენება, რომელსაც მე დღეს წარვადგენ დამოკიდებულია ევროპარლამენტის რამდენიმე რეზოლუციაზე. მისი ძირითადი პუნქტები შემდეგია: ჩვენ ვგმობთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლას, რომელმაც პიკს 2024 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით მიაღწია. ჩვენ უარს ვაცხადებთ თვითდანიშნული “ოცნების” მთავრობის აღიარებაზე. ვგმობთ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მიზანმიმართულ ძალადობას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ახალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები.“

    ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა

  • “ვხედავთ EU-ის წარუმატებლობას, უპასუხოს ქართველი ხალხის მისწრაფებებს და რეპრესიებს” – ნატალი ლუაზო

    “ვითარება გვაქვს, როდესაც დემოკრატიული მისწრაფებების, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მქონე ხალხი ძალიან რთულ ვითარებაშია მაფიური ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს ქართველი ხალხის ამ მისწრაფებებს და რეპრესიებს, რომელსაც აწარმოებს “ქართული ოცნება”, რომელიც რეალურად “ქართული კოშმარია”..

    წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ და ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ისინი და ამას მივესალმები. ზოგიერთი ფეხს ითრევს და, ვფიქრობ, ამაზე უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, უფრო მარჯვეები ვიყოთ. ასევე, მოვუწოდებ ევროკომისიას, რომ ნათლად დაინახონ, რა ხდება აქ USAID-ის გაწვევის ფონზე, როდესაც სუსტდება დამოუკიდებელი მედია, რომელიც აშშ-მა მიატოვა. უნდა ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, რომელსაც დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია.”

    ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.