Category: ახალი ამბები

  • “სულელები უნდა ვიყოთ, რომ იქ შევიჭრათ” – სკანდალური ჩანაწერები „ოცნების“ პოლიტსაბჭოს ჩათიდან. „ფორმულამ“ მოიპოვა მიმოწერა გახარიას, წულუკიანს, სუბარსა და სხვებს შორის

    ტელეკომპანია ფორმულა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ჩათის “სქრინებს” აქვეყნებს, რომელიც 2021 წლის 17 თებერვლის ღამით და 18 თებერვლის დილის განმავლობაში მიმდინარეობდა.
    სქრინიებში საუბარი, გიორგი გახარიას გადადგომამდეა და ნიკა მელიას დაკავებას ეხება.

    გახარია ჩათში წერს, რომ ენმ-ს ოფისზე შტურმი “უკიდურესად არაგონივრული და გაუმართლებლად მაღალი რისკების” მატარებელია, რაზეც წულუკიანი პასუხობს რომ  “სრულიად იზიარებს”. გახარიას მოსაზრებას ასევე ეთანხმება სოზარ სუბარიც:

    “100% ასეა! ზუსტად ამას ვფიქრობდი დღეს” – წერს სოზარ საუბარი მესიჯში.

    “სულელები უნდა ვიყოთ, რომ იქ შევიჭრათ” – წერს წულუკიანი.

  • “ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს პარლამენტს” – ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

    “ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს პარლამენტს” – ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

    “ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს პარლამენტს” – აცხადებს, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა.

    “მაგისტრ მოსამართლესთან მქონდა გამოკითხვა, დაადასტურეს, რომ მე ვარ და შემდეგ იყო ალბათ, 5-6 კითხვა, რომლითაც ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, მქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ გამოძახებული ვიყავი კომისიაზე, რაზეც დავუდასტურე, რომ ვიყავი, მაინც აზუსტებდნენ, „მესიჯი მივიღე თუ არა“.

    საბოლოო ჯამში, როცა გაარკვიეს ინფორმაცია, ერთადერთი კითხვა დამისვეს, რატომ არ მივედი იმ რაღაც ცირკის დაძახებულზე.

    ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების იმ შედეგებს, რაც ცესკომ გამოაქვეყნა და, შესაბამისად, დაკომპლექტებულ პარლამენტს და შემდეგ დაკომპლექტებულ მთავრობას.

    გვყავს უზურპატორი ხელისუფლება, რუსების მიერ დასმული, მათ აღიარებს მარტო „ჰამასი“, „ჰესბოლა“, ვენესუელა, ნიკარაგუა, ქვეყნები, რომლებიც არიან რუსების სატელიტები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა მათ არ აღიარებს.

    ვუთხარი, რომ მე პრინციპულად ვდგავარ ცივილიზებული, დასავლური სამყაროს, თავისუფლების მხარეს და არც ერთ შემთხვევაში ამ კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ. ამით დაამთავრეს და წამოვედი”. – წერს ჯაფარიძე.

     

     

  • “ოცნების” რეპრესიები 700-მდე საჯარო მოხელეს შეეხო – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

    “”ოცნების” რეპრესიები 700-მდე საჯარო მოხელეს შეეხო” –  შესაბამის განცხადებას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI)  ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.

    ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, ოთხჯერ შეიტანა რეპრესიული ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში. მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო მოხელეთა სამართლებრივი დაცვა და ფაქტობრივად გააუქმა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობა იყო.

    “ქართული ოცნების” მიერ ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის დათრგუნვის მცდელობებიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საჯარო სამსახურის სრულად პარტიის დაქვემდებარებაში მოქცევაა. ამ მიზნისთვის „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიის ხელშემწყობი კანონები მიიღო და პარალელურად, დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება, რომლებიც ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის გამო პროტესტს საჯაროდ გამოხატავდნენ.

    „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე ოთხჯერ შეიტანა რეპრესიული ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში. მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო მოხელეთა სამართლებრივი დაცვა და ფაქტიურად გააუქმა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობა იყო.

    რეპრესიები შეეხო ათობით საჯარო უწყებაში მომუშავე 700-მდე თანამშრომელს:

    პოლიტიკური ნიშნით 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს ათობით საჯარო სტრუქტურიდან. ყველაზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა შემდეგი სტრუქტურებიდან: თავდაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები, იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, პრობაციის ეროვნული სააგენტო, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), სიღნაღის, ლაგოდეხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭო, მთავრობის ადმინისტრაცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. გაუქმდა საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრი და საჯარო სამსახურის ბიურო.

    ამ უწყებებში, ძირითადად რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ან თანამდებობიდან გადააყენეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.

    “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში გაუქმდა საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვის გარანტიები:

    შუა რგოლის მენეჯერების გათავისუფლებისთვის არანაირი სამართლებრივი დასაბუთების არსებობა აღარ არის საჭირო და მათი სამსახურიდან გათავისუფლება სამიოდე დღით ადრე შეტყობინებით გახდა შესაძლებელი; მნიშვნელოვან თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი დაბრუნდა; რეორგანიზაციის წესი გამარტივდა და იმ შემთხვევაშიც თუ პირი უკანონოდ გაუშვეს რეორგანიზაციის გამო, განაცდურის მხოლოდ ერთი თვე აუნაზღაურდება; დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირები აღარ მიიჩნევიან უვადოდ დანიშნულ საჯარო მოხელეებად და გათავისუფლდებიან მინისტრის გათავისუფლების შემდეგ.

    რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ხელოვნების და აკადემიური სივრცის კონტროლს:

    რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება პროფესიული თეატრების შემოქმედებით გუნდებს ართმევს თეატრის დირექტორის შერჩევაში მონაწილეობის შესაძლებლობას და დირექტორებს საკუთარი შეხედულებით დანიშნავს და გაათავისუფლებს მინისტრი ან მერი. საჯარო მოხელეები სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეძლებენ,” – წერია განცხადებაში.

  • მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაიმართება

    ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ პროცესზე, პროკურატურის 2 მოწმე გამოიკითხა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი, მიხეილ დარჩია და ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი, არჩილ ანთაძე. ორივე მზია ამაღლობელის დაკავებასა და შემდგომ პროცესებში მონაწილეობდა.

    სხდომაზე პროკურატურის ორივე მოწმე პოლიციელმა განაცხადა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ლოყაზე სიწითლე აღენიშნებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ დარჩიამ დგებუაძის მიერ “განცდილ ტკივილზე” საუბრისას სხდომათა დარბაზში სიცილი ვერ შეიკავა.

    მომდევნო პროცესი 28 აპრილს გაიმართება.

    საქმეს ლიტვის, ლატვისაა და ესტონეთის მიერ სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ სახელაშვილს არ აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით.

  • შემოვიდა ივანიშვილი, დაიწყო მართვა და ბოლომდე წაიღო პროცესი – გახარია მელიას დაკავებაზე

    “შემოვიდა ივანიშვილი, დაიწყო მართვა და ბოლომდე წაიღო პროცესი”.- პარტია გახარია – საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია  თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიაზე მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პრემიერმინისტრობის პოზიციის დატოვების ფაქტსა და ნიკა მელიას 2021 წლის 23 თებერვალს, ენმ-ს ცენტრალურ ოფისში დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

     

    “იმ ღამეს დაიწყო საპოლიციო ძალების მომზადება და რაღაც მომენტში მე გამიჩნდა აზრი, რომ დავიწყოთ საუბარი, იქნებ  დღეს კი არ დავაკავოთ გამთენიისას, დავაკავოთ ხვალ საღამოს, ან ზეგ საღამოს. დღეებზე იყო აქ საუბარი. იქ დაპირება იყო გაცემული, რომ დასაკავებელია და ამ დაპირებას მე ყოველთვის ვასრულებდი და შევასრულებდი.

    ამის შემდეგ, ვუკავშირდები პოლიტსაბჭოს ყველა წევრს, ვუკავშირდები მთავრობის ყველა წევრს და ვეუბნები, რომ მეგობრებო დილით ადრე, 8 საათი შემოგთავაზეთ თუ არ ვცდები, პოლიტსაბჭოს სხდომა ხომ არ მოვაწყოთ , რომ   როგორ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ რეალურად, დავინახე სერიოზული შეჯახების რისკი არსებობდა.

    ამასობაში მე ჩემი კაბინეტის წევრებთან – შს მინისტრთან, სუს-თან, ყველასთან კავშირზე ვარ, ინფორმაციები მომდის. ამ მიწერილზე ქალბატონმა თეამ, მე ეს ტექსტები მახსოვს- როდესაც თქვენ ამბობდით , რომ დღეს, ამ პირობებში, ამ გარემოში ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს , ამიტომ ჯობია ეს გადავავადოთ, რამდენი ხანიც საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია . ვციტირებ, თქვენ მოიწერეთ ეს – თუ საჭიროა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მივანიჭოთ…ამის შემდეგ ბევრი, პოლიტსაბჭოს და მთავრობის წევრებიც, მე არ ვიტყვი ახლა უმრავლესობას , მაგრამ ძალიან ბევრი იყო ჩემს აზრზე. მერ უცებ ეს ხალხი ყველა გაქრა. ეს იყო ის უხილავი კაცის ხელი  . ამის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრი რომელიც მთავრობის ხელმძღვანელს უნდა ექვემდებარებოდეს , რომელსაც ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი – აბა გდდ-ის ძალებში რა ხდება? უბრალოდ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა . მარტივი რამ მოხდა – პროცესის სამართავად , მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვა ყველასთან , შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. მე ეს ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა, ჩემი გადადგომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი და მინისტრები, რომელსაც უმართავს ადამიანი რომელმაც 1 თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ, ასეთი პრემიერი არავის აღარ სჭირდებოდა. “ განაცხადა გახარიამ.

  • პესკოვის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ ნაბიჯები გადადგას

    კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ ნაბიჯები გადადგას

    “ზუსტი ვადები არ არსებობს, მაგრამ ის, რომ რუსეთი მზად არის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგას ნაბიჯები, ეს მართლაც ასეა”. – განაცხადა პესკოვმა.

    მისი თქმით, რუსეთისთვის საინტერესოა კეთილი ურთიერთობების დამყარება ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც ამისთვის მზად არის და ვისაც ამის სურვილი აქვს.

  • ერეკლე მეფემ, მუხლმოდრეკით,სთხოვა რუსეთს შეფარება! და კიდევ ვიხილავთ ახალ ერეკლე მეფეებს, რომლებიც დედა-რუსეთს სახლში დაბრუნებას სთხოვენ – სიმონიანი

    “1795 წელს, თბილისში საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა, რომლის დროსაც დახოცეს მთელი მოსახლეობა, უსასტიკესი, ცინიკური გზებით, თბილისელებს ხიდზე აძალებდნენ შეეფურთხებინათ ღვთისმშობლის ხატისთვის და ვინც უარს ამბობდა, მათ არაადამიანურად აწამებდნენ[…]

    ამის შემდეგ, ერეკლე მეფემ, მუხლმოდრეკით, (ვიმეორებ) მუხლმოდრეკით! სთხოვა რუსეთს შეფარება.

    და ვინ უჭერდა მხარს მათ, ვინც თბილისში ხალხს ხოცავდა? ბრიტანეთი. არამხოლოდ მხარს უჭერდა, ისევე როგორც ახლა იქცევა უკრაინაში, აძლევდა შეიარაღებას, ასწავლიდა ბრძოლას, უხდიდა ხელფასებს სპარსელ სამხედროებს. ბრიტანეთი ჩვენთან დიდ თამაშს აწარმოებდა[…]

    მათ არაფერი გამოუვიდათ ამ თამაშში. ჩვენ გამოგვივიდა, ჩვენ მივიერთეთ საქართველო და მაშინ ქართველი იყვნენ 50 000, როდესაც ჩვენ მივიღეთ, უკრან გავუშვით, გავათავისუფლეთ, რომელთაც ეს თავისუფლება კარგად ვერ გამოიყენეს, რამდენიმე მილიონი, არ მახსოვს მაშინ რამდენი იყვნენ, 2 მილიონი იქნებოდნენ[…]

    თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და წელს ომი დასრულდა, ჩვენ კიდევ ვიხილავთ ახალ ერეკლე მეფეებს, რომლებიც დედა-რუსეთს სახლში დაბრუნებას სთხოვენ.”

    განაცხადა კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვთან გადაცემაში.

  • იერიშები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე მიგვაქვს – პესკოვი სუმის დაბომბვაზე

    კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი 13 აპრილს უკრაინულ ქალაქ სუმიზე მიტანილ  სარაკეტო იერიშს  გამოეხმაურა და თქვა, რომ  რუსეთი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავს.

    “ჩვენ არმიას იერიშები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე მიაქვს”. – თქვა პესკოვმა პრესბრიფინგზე 13 აპრილის იერიშისა და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარის შესახებ, რომ რუსეთმა “შეცდომა დაუშვა”.

  • პრევენციულად, არაფერი გაუკეთებია გამხლეჩი საკითხების გადასაწყვეტად – მელია ზურაბიშვილის პლატფორმაზე

    “სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე:
    იყო 2 გამხლეჩი საკითხი, რომელზეც უნდა მომხდარიყო შეჯერება:
    1.საგამოძიებო კომისია, მასში მონაწილეობა/არმონაწილეობა – რომელიც ვითომ შეთანხმდა
    2.ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობა – რომელიც ვერ შეთანხმდა
    გამარჯვება შეიძლება მხოლოდ პოზიციის სიცხადით, ახლა ყველა ვაკეთებთ გახარიას შეფასებას იმ პოზიციით, რომელიც გამოხატა.
    გამოხატული პოზიცია ან მოგვეწონება ან არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის უპოზიციობა არის კიდევ უფრო დიდი პრობლემა.
    სალომემ როგორი შეფასებაც არ უნდა გაუკეთოს დღეს, უკვე დამდგარ ფაქტს არ ცვლის, არ ცვლის იმას რომ პრევენციულად მას საერთოდ არაფერი გაუკეთებია გამხლეჩი საკითხების გადასაწყვეტად.
    სამომავლოდ თუ გვინდა ერთობა, ერთობა უნდა მოხდეს ფუნდამენტურ და რეალურ საკითხებზე და საზოგადოებას ტყუილი არ უნდა ვაკადროთ, თითქოს შენ რაიმე მნიშვნელოვანს აკოორდინირებ.”

    წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია. 

  • მზად ვართ, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

    “ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კვლავ უკავშირებს ჩვენს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, გადახედვას არ ექვემდებარება.

    მაგრამ, ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა ყოველმხრივ კიდევ უფრო განვავითაროთ, ამისთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობაა.

    საქართველოსთვის რუსეთი მრავალი მიმართულებით საკვანძო ბაზრად რჩება, კერძოდ, ღვინის პროდუქტებისა და ხილის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგორესურსებისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია”