Category: ახალი ამბები

  • მოსკოვში დაგეგმილ 9 მაისის აღლუმში სამხედრო ტექნიკის კოლონა მონაწილეობას  არ მიიღებს

    მოსკოვში დაგეგმილ 9 მაისის აღლუმში სამხედრო ტექნიკის კოლონა მონაწილეობას არ მიიღებს

    უსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვში დაგეგმილ 9 მაისის აღლუმში სამხედრო ტექნიკის კოლონა მონაწილეობას უკრაინის მხრიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის გამო არ მიიღებს.

    „კიევის რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად კარგავს პოზიციებს ბრძოლის ველზე, სრულად ტერორისტულ საქმიანობაში ჩაერთო. ამიტომ, ამ ტერორისტული საფრთხის ფონზე, რა თქმა უნდა, ყველა ზომა მიიღება საფრთხის მინიმიზაციისთვის“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

    მისი თქმით, 2026 წელს სამხედრო აღლუმი შარშანდელთან შედარებით შემცირებული ფორმატით ჩატარდება.

  • სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს

    სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს

    სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განჰაცხადა.

    „პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და ბრალდებულების მხილების მიზნით, არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს, სხვადასხვა მეთოდით მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ.

    ასევე, სამართალდამცველების მიერ, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

    დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“და სხვა.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

    აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, ასევე, აღკვეთილია ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 2 500 აბზე მეტი.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. საპოლიციო დანაყოფების მიერ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულში ჩართული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები“, – განაცხადა დავით კიკნაძემ.

     

  • “მოვა მაისი” –  პაპუაშვილი ამერიკასთან  ურთიერთობის გადატვირთვაზე

    “მოვა მაისი” – პაპუაშვილი ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვაზე

    მთავარი არის ერთი რამ, მას შემდეგ რაც შედგა საუბარი საქართველოს პრემიერმინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის, ამ საუბარში მთავარი რამ გამოითქვა და მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ, რომ არის ორივე მხრიდან სურვილი, რომ ურთიერთობა გადაიტვირთოს.

    ჩვენი მხრიდან ითქვა, რა არის კრიტერიუმი ჩვენთვის, როდის შეგვიძლია ვთქვათ – კი, ნამდვილად მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა, ჩვენი მთავარი კრიტერიუმია ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. […]

    ვნახოთ, მთავარია, რომ მოწადინება არის, ჩვენი მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ ის რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები არის ამ მიუღებელ დონეზე, ამაში სრულად არის წინა ადმინისტრაციის ბრალეულობა, საქართველოს აქ თავისი წილი არ მიუძღვის. […]

    ვნახოთ, რა და როგორ იქნება ამას ყველაფერს შევხედავთ. კიდევ ერთხელ, მოვა მაისი და ყველაფერი გაირკვევა”

    ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

  • კონკრეტული გეგმები არსებობს. მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ – კობახიძე

    კონკრეტული გეგმები არსებობს. მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ – კობახიძე

    ძალიან კონკრეტული გეგმები არსებობს, მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ, კონკრეტული მიმართულებებით კომუნიკაცია შედგება. რა და როგორ ამ დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა ნახავთ რომ მაისის ბოლომდე გაღრმავდება კომუნიკაცია ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის.

    მე ასეთი ვადა არ მითქვამს, არ ვიცი, შეიძლება კახა კალაძემ თქვა კონკრეტულ კონტექსტში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებული და არაერთი კომუნიკაცია შედგება მაისის ბოლომდე, კონკრეტულად ვამბობ ამ შემთხვევაში, მაისის თვეს, აპრილი არ მითქვამს, მაისს გეუბნებით.

    თქვა ივანიშვილის წარმომაგდნელმა, ირაკლი კობახიძემ

  • ირანმა შეგვატყობინა, რომ “კოლაფსის მდგომარეობაში” იმყოფებიან – ტრამპი

    ირანმა შეგვატყობინა, რომ “კოლაფსის მდგომარეობაში” იმყოფებიან – ტრამპი

    “ირანმა ამ წამს შეგვატყობინა, რომ “კოლაფსის მდგომარეობაში” იმყოფებიან. უნდათ, რომ ჰორმუზის სრუტე გავხსნათ, რაც შეიძლება სწრაფად მაშინ, როდესაც ისინი თავისი ხელმძღვანელობის ვითარების მოგვარებას ცდილობენ (რასაც, მჯერა, რომ მოაგვარებენ!)”,

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

  • გეკა გელაძის პირობებში სუს-ის ეფექტურ საქმიანობას ალტერნატივა არ გააჩნია – ვოლსკი

    გეკა გელაძის პირობებში სუს-ის ეფექტურ საქმიანობას ალტერნატივა არ გააჩნია – ვოლსკი

    “უსაფრთხოების თვალსაზრისით, მსოფლიოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, გამოწვევები ძალიან სერიოზულია. თუკი გადავხედავთ ბატონი გეკა გელაძის განვლილ საქმიანობას, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ასეთი ხელმძღვანელის პირობებში სუს-ის ეფექტურ საქმიანობას ალტერნატივა არ გააჩნია. აქ საგანგებო როლს თამაშობს კოორდინაცია სხვა ძალოვან სტრუქტურებთან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უსაფრთხოების საკითხებზე – კარგად იცნობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და ეს არ არის მხოლოდ ოპერაციები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით არაერთხელ ჩატარდა, თუნდაც ნარკოტიკების წინააღმდეგ – ეს არის მთელი სისტემა, რომელიც საკმაოდ გამართულად, კარგად და ხარისხიანად მუშაობს. საკმაოდ კარგი საკადრო შემადგენლობა აქვს როგორც ერთ, ასევე მეორე სისტემას და ვფიქრობ, ის თემები, რაზედაც საუბარი ჰქონდა კომიტეტზე, იქნება საგანგებო განხილვის საგანი სულ ცოტა ხანში, როდესაც იგი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება”,

    ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სუს-ის უფროსად გეკა გელაძის დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.

  • ვფიქრობ, მეუფე შიომ შეიძლება მეტი ხმაც კი მიიღოს – მეუფე ნიკოლოზი

    ვფიქრობ, მეუფე შიომ შეიძლება მეტი ხმაც კი მიიღოს – მეუფე ნიკოლოზი

    „არ არის გამორიცხული, რომ მეუფე შიომ [უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს]… არ ვიცი რა იქნება იმიტომ, რომ უკვე გასაგებია ღვთის ნება როგორია, დღეს უკვე ცხადია. იმ კანდიდატებმა [მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი] ოცზე მეტი ხმა მიიღოს, ძნელი სათქმელია. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები“,

    განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

  • “ქართული ოცნების” პარლამენტმა, გელა გელაძე სუს-ის უფროსად დაამტკიცა

    “ქართული ოცნების” პარლამენტმა, გელა გელაძე სუს-ის უფროსად დაამტკიცა

    “ქართული ოცნების”  პარლამენტმა სუსის უფროსად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე დაამტკიცა. საკითხის პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტამდე გელაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დახურულ სხდომაზე მოუსმინეს.

    გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 12-მა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

    სუსის უფროსის პოსტზე გეკა გელაძემ ჩაანაცვლა მამუკა მდინარაძე, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. საკადრო ცვლილებები ირაკლი კობახიძემ 21 აპრილს გამოაცხადა. გეკა გელაძე შს მინისტრის პოსტზე აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ჩაანაცვლა.

    გელა გელაძე წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების სამინისტროში.

     

  • პატრიარქობის კანდიდატები მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი იქნებიან

    პატრიარქობის კანდიდატები მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი იქნებიან

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდში კენჭისყრა დასრულდა. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

    • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) – 20 ხმით
    • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი(აქიაშვილი) – 7 ხმით
    • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმით
    ასევე, კანდიდატები იყვნენ, მაგრამ სამეულში ვერ მოხვდნენ:
    • წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ (კაცია)
    • მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)
    • მარგველი ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)

    თუ ხმათა რაოდენობა უცვლელი დარჩა, მიტროპოლიტი შიო გაფართოებულ კრებაზე პირველივე ტურში გაიმარჯვებს და გახდება საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.

    „დასრულდა დღევანდელი სინოდი. როგორც ყოველთვის სინოდის განჩინებას მოგვიანებით წაიკითხავს სინოდის მდივანი. დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა. სამი კანდიდატი იქნა გამორჩეული: მოსაყდრე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი. შემდგომში, მოგეხსენებათ, რომ ამ სამ კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება უკვე გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი უკვე გვაჩვენებს ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. თარიღი არ არის ჯერ ცნობილი. რაც შეეხება იმას ვინ რამდენი ხმა აიღო, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა მიიღო 7-7 ხმა. ასევე დასახელდა კანდიდატად მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედექი. დღევანდელ სხდომაზე მთავარი პრინციპული საკითხი რაც ამ თემებს გადაწყვეტდა იყო ის, რომ მართვა- გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით, ამის მიხედვით იხელმძღვანელა სინოდმა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

  • სომხეთი უარყოფს ცნობებს,  საქართველოსთვის “სოფლის გადაცემაზე”

    სომხეთი უარყოფს ცნობებს, საქართველოსთვის “სოფლის გადაცემაზე”

    სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანი ნაზელი ბაღდასარიანი არ ადასტურებს მედიაში გავცელებლ ინფორმაციას, თითქოს სომხეთი საქართველოსთვის სოფლის გადაცემას აპირებს.

    27 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესს უახლოეს მომავალში გააგრძელებს და ასევე, დღის წესრიგში დგას საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხი. ფაშინიანის სიტყვით გამოსვლის თარგმანი გამოცემა „არმენპრესმა“ გაავრცელა. ზოგიერთმა სომხურმა და ქართულმა მედიამ ფაშინიანის განცხადება გაავრცელა ისე, თითქოს სომხეთი საქართველოსთვის სოფლის გადაცემას აპირებს.

    “რიგ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დელილიტაციის პროცესის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სომხეთი საქართველოს გადასცემს ალავერდის გაფართოებული თემის სოფელ ჯილიზას. ნებისმიერი განცხადება, აზრი თუ ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, პროგრამის ან შეთანხმების შესახებ არ შეესაბამება რეალობას. შესაბამისად, როგორც წარსულში, ისე ახლაც და მომავალშიც უარვყოფთ მსგავსი შინაარსის ნებისმიერ ცნობას.” – წერს ნაზელი  ბაღდასარიანი Facebook-ზე.