Category: ახალი ამბები

  • ხონში ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

    ხონში ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, დაშავდა ორი.

    როგორც ცნობილია, მანქანა ლეხაინდაროს ხიდიდან წყალში გადავარდა.

    მასალა განახლდება.

  • „ოცნებამ“ დაიწყო საინფორმაციო კამპანია ანტიდასავლური ამოცანის ბოლომდე მისაყვანად – ხოშტარია

    „ოცნებამ“ დაიწყო საინფორმაციო კამპანია ანტიდასავლური ამოცანის ბოლომდე მისაყვანად – ხოშტარია

    აბსოლუტურად ცხადია, რომ „ოცნებამ“ დაიწყო საინფორმაციო კამპანია ანტიდასავლური ამოცანის ბოლომდე მისაყვანად, ვიზების დასაკარგად. კამპანია იმისთვის სჭირდებათ, რომ ამ რუსულ დავალებაზე, როგორც 28 ნოემბერს, იციან, რომ იქნება რეაქცია და ეშინიათ.

    ამიტომ ქმნიან ცრუ დილემებს – პატრიოტიზმი თუ ვიზა.

    ამ ცრუ დილემებში კი არ უნდა შევიდეთ, პატრიოტიზმი რომ ითხოვს მათ მოშორებას, რადგან თავისუფლებაც გვქონდეს, სამართლიანობაც, განვითარებაც და ამისთვის, მათ შორის ვიზა, ეგ უნდა გავაგებინოთ ქმედებით!
    მწვავე პროტესტი ამ რუსულ გეგმაზე!

    ნამდვილი დილემა ესაა – ან ვიშორებთ “ოცნებას” ან ვკარგავთ მომავალს! ცხადია ვიშორებთ “ოცნებას” და ამისთვის ამ ძალიან საამაყო უკვე არსებულ უწყვეტ პროტესტში ახალ ფაზაზე უნდა გადავიდეთ!

    წერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

  • კაია კალასი სიმპათიური ქალია, მაგრამ რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიძახებს – ვოლსკი

    კაია კალასი სიმპათიური ქალია, მაგრამ რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიძახებს – ვოლსკი

    „რაც შეეხება კაია კალასს, სიმპათიური ქალია. არის გარკვეული ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ემსახურებიან გარკვეულ მიზანს. მათ შორის არის კაია კალასიც. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიძახებს. არავინ ეკითხება კაია კალასს, რატომ აკეთებს მისი ქმარი ბიზნესს რუსეთში. რატომ იშოვა მილიონობით დოლარი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს“,

    ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

  • “ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა “ოცნების”! ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია!” – ხაზარაძე

    “ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა “ოცნების”!

    ის, რაც ეკუთვნის ხალხს, დარჩება ხალხთან!

    ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია!

    ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე!”

    ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წერს.

  • ივანიშვილი მზადაა, დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა, ასეთია რუსეთის დავალება – სამადაშვილი

    ივანიშვილი მზადაა, დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა, ასეთია რუსეთის დავალება – სამადაშვილი

    ქართულმა ოცნებამ არაერთი გაფრთხილება მიიღო, რომ მათი მხრიდან ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, დემონსტრანტების დარბევას, პოლიტიკური პატიმრების გაჩენას ქვეყანაში, შეიძლებოდა, გამოეწვია უვიზო რეჟიმის შეჩერება.

    ნაცვლად იმისა, რომ უდანაშაულო ადამიანები გამოუშვას ციხიდან ბიძინა ივანიშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ გამოიძიონ ძალადობა და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში შედგეს დემოკრატიული პროცესი, ივანიშვილი მზადაა, რომ საქართველოს მილიონობით მოქალაქემ დაკარგოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროპაში, იმიტომ, რომ ასეთია რუსეთის დავალება.

    სწორედ ის განცხადებები, რაც კეთდება ამ დღეებში, ეს არის უკვე ახალი პროპაგანდა ქართული ოცნების, რომელიც ცდილობს, თავიდან აირიდოს ის უზარმაზარი უკმაყოფილების ტალღა, რასაც პოტენციურად ქვეყანაში შექმნის უვიზო მიმოსვლის დაკარგვა ევროკავშირთან. ცდილობენ, ტვინი გამოურეცხონ, რომ თითქოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეს არ სჭირდება.

    ამის შესახებ განაცხადა  კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით.

  • თუ უვიზოს კომფორტი წინააღმდეგობაშია პატრიოტიზმთან, ხალხი პატრიოტად დარჩება – წილოსანი

    უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში — ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა. შესაბამისად ის ტყუილად არავის მოუცია…

    თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად.

    წერს ივანიშვილის დეპუტატი, ნინო წილოსანი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით.

  • იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება -გვარამია

    იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება -გვარამია

    იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება! აბა რუსეთთან შეკრულ და ირანთან და ჩინეთთან გადაფსკვნილ, ევროპის მაგინებელ და დამაზიანებელ ავტოკრატიულ რეჟიმს, არჩევნების მომპარავ, ხალხის დამრბევ და ციხეში ჩამყრელ დემოკრატიის დამაქცევრებს უვიზოს არავინ არ დაუტოვებს. თავი არ მოვიტყუოთ და სხვას არავის დავაბრალოთ! უვიზოს მოხსნა = ბიძინას!

    ცეცხლი ოლიგარქიას!

    წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია.

  • “ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას – გახარია

    გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში “ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის – ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად,”

    პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

  • ცივილიზებული სამყარო ელოდება პასუხს, მართლა სერიოზულია თუ არა რუსეთი! – სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი

    ცივილიზებული სამყარო ელოდება პასუხს, მართლა სერიოზულია თუ არა რუსეთი! – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

    “პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა: ეს სიგიჟე სწრაფად და სრულად უნდა შეწყდეს. სახელმწიფო მდივნის ნატოში ბოლო ვიზიტის დროს, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ მშვიდობის დრო ახლაა და არა თვეების ან წლების შემდეგ. მან კონკრეტულად თქვა, რომ რამდენიმე კვირაში გავიგებთ, სერიოზულად აპირებდა თუ არა რუსეთს ამ კატასტროფის დასრულებას. ახლა კი ცივილიზებული სამყარო ელოდება პასუხს, მართლა სერიოზულია თუ არა რუსეთი.

    ამ მიზნით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ელჩი სტივ ვიტკოფი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კეიტ კელოგი დღეს პარიზში იმყოფებიან მკაფიო მოტივით: იპოვონ გზა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად, სისხლისღვრის შესაჩერებლად. ვიზიტის მიზანი, რომელიც მოიცავს შეხვედრებს ევროპელ პარტნიორებთან, არის საერთო ინტერესების ხელშეწყობა და რეგიონში სტაბილურობის აღდგენა.”- განაცხადა ტემი ბრიუსმა.

  • აშშ-მ ჰუსიტების ნავთობის პორტზე საჰაერო იერიში მიიტანა – დაღუპულია 38 ადამიანი

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენში მდებარე ჰუსიტების ნავთობ პორტზე საჰაერო იერიში მიიტანა. ოპერაციის მიზანი ირანის მხარდაჭერილი მებრძოლებისთვის  საწვავის წყაროს გადაკეტვა იყო.

    ბოლო ცნობებით საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა და 100- ზე მეტი დაშავდა.

    The Guardian-ი იუწყება, რომ აშშ-მ საჰაერო იერიში რას იზა-ს პორტზე მიიტანა, რომელიც ამბოხებულებს ბოლო 10 წლის განმავლობაში საწვავით ამარაგებდა.  აშშ-ს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული იერიში არ იყო მიზანმიმართული შეტევა იემენის მოქალაქეთა მიმართ.

    “ეს არ იყო იემენელი ხალხისადმი მიზანმიმართული შეტევა – მათ სამართლიანად სურთ ჰუსიტების უღელი გადააგდონ და მშვიდობიანად იცხოვრონ”. – თქვა აშშ-ს თავდაცვითი ძალების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.