Category: ახალი ამბები

  • პოლონეთი მტრულ საქმიანობაშია შემჩნეული – კალაძე პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან საინფორმაციო სამსახურზე

    პოლონეთი მტრულ საქმიანობაშია შემჩნეული – კალაძე პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან საინფორმაციო სამსახურზე

    „გულდასაწყვეტია. პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. კიდევ უფრო გასაკვირი იყო ის, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან ფინანსდება. საქართველო, რომელიც არის პოლონეთის მეგობარი ქვეყანა, ინტერესი გამოიჩინეს და შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში. პირდაპირ შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე. გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი. ალბათ, მოვისმენთ განმარტებას და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯს იმისკენ, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ის ყველაფერი, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით, იყო თავსმოხვეული. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გარე აქტორების ჩართულობით, დაფინანსებით, მხარდაჭერით კეთდებოდა. ქართველი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება, პოლარიზაციის, შუღლის გაღვივება. ყველაფერი, თუკი რაიმე სიბინძურესთან იყო დაკავშირებული, გარედან თავსმოხვეული და პირდაპირ დაფინანსებული იყო უცხოური ფონდების ან სახელმწიფოების მხრიდან. არაერი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, რევოლუციების მცდელობები და ა.შ. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ვაკვირდებით, შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან. არავის მივცემთ იმის უფლებას და შესაძლებლობას, რომ გარედან ჩარევებით, დაფინანსებით ქვეყანაში დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოაწყონ“

    ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის ამოქმედება.

  • საქართველო ბოლო სამ წელში, პრესის თავისუფლების ინდექსში  58 ადგილით ჩამოქვეითდა – RSF

    საქართველო ბოლო სამ წელში, პრესის თავისუფლების ინდექსში 58 ადგილით ჩამოქვეითდა – RSF

    რეპორტიორები საზღვრებს გარეშე 2026 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველო მონიშნულია, როგორც მძიმე მდგომარეობის მქონე ქვეყანა. ანგარიშში ქართული პრესის თავისუფლება 100-დან 40.77 ქულითაა შეფასებული, რაც საქართველოს, 180 ქვეყანას შორის, 135-ე ადგილზე აყენებს.

    2025 წელს ქართული პრესის თავისუფლება 50.53 ქულით იყო შეფასებული და რეიტინგში 114-ე ადგილს იკავებდა. შესაბამისად, ქვეყანა ინდექსის ანგარიშში 21 ადგილით ჩამოქვეითდა.

    • “ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. გარემო დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის კვლავ მტრულია; იზრდება ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების რაოდენობა. “უცხოური გავლენისა” და “ოჯახური ღირებულებების” შესახებ კანონების მიღება და გამკაცრება კიდევ უფრო აძლიერებს ჟურნალისტების მარგინალიზაციას, აქცევს მათ ცენზურის საფრთხის ქვეშ და მნიშვნელოვნად ზღუდავს სიტყვის თავისუფლების სივრცეს”, – ნათქვამია RSF-ის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

    ინდექსი პრესის თავისუფლებას 5 სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. მათგან საქართველო ყველაზე მაღალ, 124-ე პოზიციაზე “სოციალური ინდიკატორის” კატეგორიაშია, სადაც 49.6 ქულა მიიღო. ყველაზე ცუდი შედეგი – 28.02 ქულა და 144-ე ადგილი – ქვეყანამ “პოლიტიკური ინდიკატორით” დაიმსახურა.

    ინდექსში საქართველო 2024 წელს 103-ე ადგილს, 2023 წელს კი 77-ე ადგილს იკავებდა. შესაბამისად, პრესის თავისუფლების შეფასება ქვეყანაში კლებით ტენდენციას მესამე წელია აგრძელებს.

    “მედიალანდშაფტი მრავალფეროვანია და, ამავდროულად, უკიდურესად პოლიტიკურად პოლარიზებული. მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ქვეყნის ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს, ფართოდ არის გავრცელებული მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია. მედიამფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს, როგორც ეს მოხდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შემთხვევაში, რომელმაც ყოფილი მფლობელისთვის გადაცემის შემდეგ სარედაქციო ხაზი შეიცვალა. იგივე ითქმის საზოგადოებრივ მაუწყებელზეც, რომელმაც მთავრობის ჩარევა განიცადა…

    …მართალია, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური პარტიების მიერ მედიასაშუალებების ფლობას, მაგრამ მსხვილი ქსელები, როგორც წესი, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული მფლობელების ინტერესებს იცავენ. იგივე ეხება სახელმწიფო მედიასაც, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძლიერ ჩარევას განიცდის. ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ამბობს უარს კრიტიკულ მედიებთან თანამშრომლობაზე და მიმართავს ცენზურას, დისკრედიტაციის კამპანიებსა და დაშინებას.

    მთავრობას კვლავ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯია გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც მედიაში პლურალიზმსა და გამჭვირვალობას აძლიერებდა, მთავრობამ მიიღო “უცხოური აგენტების” რეპრესიული კანონიც კი.

    ჟურნალისტები ხშირად აწყდებიან სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკურ თავდასხმებსა და დაშინებას, რაც ხშირად დაკავშირებულია პოლიტიკურ დაძაბულობასა და საპროტესტო აქციებთან. რეპორტიორებზე ძალადობა გაძლიერდა და ამ დანაშაულების გამოძიება არაეფექტიანი რჩება, რაც დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს. უსაფრთხოების გაუარესებული გარემო დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობისთვის მთავარ დაბრკოლებად იქცა და ხელს უწყობს ფართოდ გავრცელებულ თვითცენზურას”, – ვკითხულობთ RSF-ის ვებგვერდზე საქართველოს შესახებ.

    რეგიონის ქვეყნებში ინდექსის შეფასება ასე გადანაწილდა:

    50. სომხეთი – 67.02 ქულა
    163. თურქეთი – 27.94 ქულა
    172. რუსეთი – 23.15 ქულა
    164. აზერბაიჯანი – 23.95 ქულა

  • ეს გარიგება თავიდან ეროვნულმა ბანკმა „მოკლა“, რადგან არ მოეწონა – რუხაძე “ლიბერთი ბანკის” გაყიდვაზე

    ეს გარიგება თავიდან ეროვნულმა ბანკმა „მოკლა“, რადგან არ მოეწონა – რუხაძე “ლიბერთი ბანკის” გაყიდვაზე

    “ეს გარიგება თავიდან ეროვნულმა ბანკმა „მოკლა“, რადგან არ მოეწონა, ჩინური რაღაცები, რაც შემოდიოდა, ბოლომდე ვერ გაერკვა, ვინ იდგა ამის უკან – ახლა, ალბათ, ბედნიერია, რომ დიდი ბანკი ჰყავს ქვეყანაში” – ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის შესახებ განაცხადა.

    „რატომღაც ყველას ჰგონია, რომ მე მესმის პოლიტიკაში რა ხდება და არ მესმის, რამე თუ არ მესმოდა, „იმედში“ მივდიოდი ხოლმე და „იმედს“ ვეკითხებოდი, რა ხდება ამიხსენი-თქო და ახლა ეს „იმედიც“ აღარ არის ჩემთვის, რომ ვკითხო. ამიტომ, მე არ ვიცი ზუსტად რა იყო, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, ჩემი გადმოსახედიდან რას ვხედავდი, ვხედავდი, რომ ეს გარიგება თავიდან რომ „მოკვდა“, „მოკლა“ ეროვნულმა ბანკმა. ჩვენ ორი ინტერაქცია გვქონდა, რაღაცაზე მოვილაპარაკეთ და ეროვნულმა ბანკმა „მოკლა“ გარიგება, თქვა რომ არაო, არ მოგცემ უფლებასო, უთხრა „ბაზის ბანკს“, არ წავალ ღრმად რა მოხდა და რა იყო. ეროვნულ ბანკს უნდა უნდოდეს, რომ ეს გარიგება მომხდარიყო. საქართველოს ეკონომიკიდან გამომდინარე, შენ უნდა გინდოდეს, რომ იყოს ბანკი, რომელსაც აქვს ბაზრის არა 5-6%, არამედ 10-12%, რომ იმ ორ ბანკს კარგად შეეჯიბროს. შენ თუ დივერსიფიკაცია გჭირდება და გჭირდება კიდეც საბანკო სფეროში, ეს გარიგება უნდა გინდოდეს. სხვა არის ჩინელია, აზერბაიჯანელია, მოზამბიკელი თუ ამერიკელი, მაგრამ ეს გარიგება შენ უნდა გინდოდეს. ეროვნულ ბანკს უნდოდა და სწორი იყო რომ უნდოდა, მაგრამ „მოკლა“, მიზეზი იყო, რომ არ მოეწონა ჩინური რაღაცები, რაც შემოდიოდა, რა დოკუმენტაცია იყო, ვინ იყო, ბოლომდე ვერ გაერკვა ამის უკან ვინ იდგა და ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გვითხრა არაო, არ მოგცემთ უფლებასო და ეს ისე გაიწელა, რომ მერე, რაღაც მომენტის შემდეგ, მე ვთქვი, რომ არ მაინტერესებ- მეთქი, იმიტომ, რომ მე მოველაპარაკე 2024 წლის 31 დეკემბრის შედეგების მიხედვით ფასზე და უკვე 2025 წლის სექტემბერი იყო და კიდევ არ ვიცოდი და ვთქვი, რომ მე აღარ მაწყობს- მეთქი, იმიტომ, რომ ბანკი იზრდება და ის ფასი აღარ მაწყობს -მეთქი და გამოვედი მე, მაგრამ მე გამოვედი იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა „გაჭედა“ და სწორად „გაჭედა“. იქაც სწორად მოიქცა, მიუხედავად იმისა, რომ უნდა და უნდოდა და ახლა, ალბათ, ბედნიერია, რომ დიდი ბანკი ჰყავს ქვეყანაში. ახლა ამის უკან 5 მოხუცი წვერებიანი კაცი დაჯდა თუ არა და რაღაცაზე მოილაპარაკა, არ ვიცი, მაგრამ არ მგონია. მე ეჭვი მაქვს, რომ ნათია თურნავამ და თავისმა „სტაფმა“ „გაჭედა“ და სწორადაც. ბოლო-ბოლო მიგვიყვანეს და სწორად გაგვაკეთებინეს, ოღონდ ამასობაში ფასი შეიცვალა, იმიტომ, რომ წელიწად ნახევარი გავიდა ამის შემდეგ. მაგრამ ეს ნიშნავს თუ არა მწვანე შუქის ანთებას ჩინური კაპიტალისთვის, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე არ ჰქონია მწვანე შუქი რომელიმე კაპიტალს ამ ქვეყანაში. კაპიტალი არ შემოდის, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ არ უშვებენ. ჩინური კაპიტალი არ შემოსულა 2012 წლის შემდეგ, „ბაზისის“ გარიგება იყო, მე მგონი, პირველი და უკანასკნელი. ვიღაცები მეუბნებიან, გზას ხომ აშენებენო და გზას აშენებენ ჩვენი ფულით, ტენდერის ფულით. მწვანე ანთებული უნდა ჰქონდეს ჩინურსაც, ამერიკულსაც და არასანქცირებულ რუსულსაც. ყველაზე საოცრება ის არის, რომ არც რუსული კაპიტალი არ შემოდის, მარტო დასავლური და ჩინური კი არა, რუსულიც არ შემოდის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაც და შესაძლებლობაც ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.“- განაცხადა რუხაძემ საშა კაცმანის პოდკასტში.

  • როგორც ირკვევა, საქართველოში მორიგი რევოლუციური ტალღა პოლონეთმა უნდა გასწიოს – ზარქუა

    როგორც ირკვევა, საქართველოში მორიგი რევოლუციური ტალღა პოლონეთმა უნდა გასწიოს – ზარქუა

    „პოლონეთის მთავრობა, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს: უმუშევრობა, მაღალი ინფლაცია, კომუნალურების ზრდა, მიგრაცია, იცლის და აფინანსებს ტელევიზიას, სადაც ქალბატონმა კობერიძემ აქ, თურმე, საქართველოს უნდა გააცნოს სიახლეები. ეს არის მათი პატრონების მორიგი პროექტი, რომ იქიდან, ტელევიზიიდან შეუტიონ, ჩვენი საზოგადოების რადიკალიზაცია და პოლარიზაცია მოახდინონ.

    ცალკე მოგიყვებით ჰერჩინსკის დავალებაზე. იცით, რომ ისიც პოლონელია. როგორც ირკვევა, საქართველოში მორიგი რევოლუციური ტალღა პოლონეთმა უნდა გასწიოს. ალბათ, ამან უნდა შეძლოს. დანარჩენები ჩაფლავდნენ და ახლა ვნახოთ აბა, პოლონეთი რას იზამს. ამას უკავშირდება, აბა, როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანაში ამდენი პრობლემა გქონდეს და იცლი, დააფინანსო ტელევიზია უცხო ქვეყნის მაუწყებლობით. ეს ხომ ნონსენსია. პოლიტიკური ინტერესებია, რომ აქ არიონ სიტუაცია არიონ, შემდეგ მოიყვანონ ხელისუფლებაში „ჩერგოები“ და მისი სადაქალო და გააკეთებინონ ის, რასაც სააკაშვილის დროს აკეთებინებდნენ. ეს არის ამოცანა და მიზანიც,”

    – ამის შესახებ “ქართული ოცნების”  პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის გახსნას გამოეხმაურა.

  • დაუჭამიათ ერთმანეთი საერთოდ – როგორც უნდათ ისე მოიქცნენ – ვიკა ფილფანი „ოპოზიციურ ალიანსზე“

    დაუჭამიათ ერთმანეთი საერთოდ – როგორც უნდათ ისე მოიქცნენ – ვიკა ფილფანი „ოპოზიციურ ალიანსზე“

    „დაუჭამიათ ერთმანეთი საერთოდ. არ ვარ დაინტერესებული მათი „პოსტებით“, არ ვკითხულობ. ამ თემაზე თუ რაიმე გაინტერესებთ, უნდა ჰკითხოთ მამუკა მდინარაძეს, სუს-სს ახლა უკვე სუს-ის ახალ ხელმძღვანელს. რამდენიმე დღის წინ, მამუკა მდინარაძემ თავისი პირით აღიარა, რომ 4 ოქტომბრის პროვოკაცია იყო სუს-ის დაგეგმილი. შესაბამისად, ყველა ის პროცესი, რომელიც მიდის ალიანსში მონაწილე პარტიების და სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, შეგიძლიათ ჰკითხოთ სუს-ს, იმიტომ რომ მათ უკეთესად იციან, ვიდრე ჩვენ. მათი საქმე არ მაინტერესებს. ქართველი ხალხი შეაფასებს ამას და გადაწყვეტს. მათი გადაწყვეტილებაა, მათი არჩევანია, უნდათ ცალ-ცალკე იქნებიან, უნდა ერთად. როგორც უნდათ ისე მოიქცნენ, მთავარია 4 ოქტომბერი არ გაიმეორონ. ეს არის ყველაზე მთავარი მოთხოვნა“

    ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა „ოპოზიციურ ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.

  • ნავთობის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ირანში ომის ახალ გეგმებს განიხილავს

    ნავთობის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ირანში ომის ახალ გეგმებს განიხილავს

    ნავთობის ბაზრებმა მკვეთრი ზრდით უპასუხა ცნობებს, რომ აშშ ირანის „გაფართოებული ბლოკადისთვის“ ემზადება, ხოლო სამხედროები პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ირანში მოქმედების ახალ გეგმებს განიხილავენ.

    ხუთშაბათს დილით Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა და მიაღწია მაქსიმუმს 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ. ჯერ კიდევ სამშაბათ საღამოს ერთი ბარელი 110 დოლარი ღირდა.

    ხუთშაბათს აზიაში ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის სამხედროები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან კონფლიქტთან დაკავშირებით შესაძლო მოქმედებების ახალ გეგმებს გააცნობენ.

    როგორც საინფორმაციო საიტი Axios იუწყება, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ — Centcom-მა — მოამზადა ირანზე „მოკლე და ძლიერი“ დარტყმების სერიის გეგმა, რომლის მიზანიც თეირანთან მოლაპარაკებებში შექმნილი ჩიხიდან გამოსვლაა.

    Brent-ის მარკის ნავთობი თითქმის 7%-ით გაძვირდა და ბარელზე 126 დოლარს გადააჭარბა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

    ენერგორესურსების ფასები ამ კვირაში გაიზარდა, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩიხში შევიდა, ხოლო საკვანძო საზღვაო გზა — ჰორმუზის სრუტე — ფაქტობრივად კვლავ დახურულია.

    Axios-ის ცნობაში, რომელიც ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა, ნათქვამია, რომ დარტყმების შემოთავაზებული სერია, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იქნება მიმართული.

    კიდევ ერთი გეგმა ჰორმუზის სრუტის ნაწილის დაკავებას ითვალისწინებს, რათა ის კვლავ გაიხსნას კომერციული ნაოსნობისთვის, იუწყება Axios. გამოცემის ცნობით, ამისთვის შესაძლოა სახმელეთო ჯარების შეყვანაც გახდეს საჭირო.

    ეს ირანში ომის შესახებ ცნობების ფონზე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის ზედიზედ მეორე დღეა. ოთხშაბათს ნავთობის ფასმა დროებით 119 დოლარს მიაღწია, ანუ დღის განმავლობაში ზრდამ 7% შეადგინა.

    მანამდე გაზეთმა Wall Street Journal-მა დაწერა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თავის თანაშემწეებს დაავალა ირანის პორტების მოქმედი ბლოკადის გაფართოების მომზადება, რათა ქვეყნის ეკონომიკაზე ზეწოლა გაძლიერდეს.

    თეირანმა განაცხადა, რომ ბლოკადის საპასუხოდ გააგრძელებს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობისთვის ხელის შეშლას.

    ომის დაწყებიდან ნავთობის ფასები მკვეთრად მერყეობდა, რადგან კონფლიქტის გამო ჰორმუზის სრუტე — სავაჭრო ნაოსნობის ერთ-ერთი საკვანძო მარშრუტი — უკვე რამდენიმე კვირაა ფაქტობრივად დახურული რჩება. ჩვეულებრივ, ამ სრუტის გავლით გადის მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი.

    ირანმა სრუტეში გემების მოძრაობა მნიშვნელოვნად შეზღუდა აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების საპასუხოდ, რომლებიც 28 თებერვალს დაიწყო.

    თეირანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც სრუტეს მიუახლოვდება, სამხედრო სამიზნე გახდება.

    საპასუხოდ, აშშ-მ განაცხადა, რომ მისი ძალები შეაჩერებენ ან უკან შეაბრუნებენ გემებს, რომლებიც ირანის პორტებისკენ მიემართებიან ან იქიდან გამოდიან.

    ამ მოვლენების ფონზე ნავთობის ფასი ბოლო 12 დღის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა.

    „ბლოკადა დაბომბვებზე ეფექტიანია“

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან კომენტარში განაცხადა, რომ უარყო ირანის შეთავაზება — ჰორმუზის სრუტის გახსნა ამერიკული ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ. ექსპერტების შეფასებით, ამით მან ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით გადადო ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები.

    ტრამპმა განაცხადა, რომ პირიქით, აშშ ირანის ბლოკადას არ მოხსნის ბირთვული შეთანხმების მიღწევამდე.

    „მათ სურთ შეთანხმება. მათ არ უნდათ, რომ ბლოკადა გავაგრძელო. მე კი არ მინდა [მისი შეწყვეტა], რადგან არ მინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

    „ბლოკადა, გარკვეული თვალსაზრისით, დაბომბვებზე უფრო ეფექტიანია, — დაამატა მან. — ისინი იხრჩობიან. და შემდეგ მათთვის კიდევ უფრო უარესი იქნება. მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღი“.

    ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა „მალე აფეთქდება“, თუ ქვეყანა ნავთობის ექსპორტს ვერ შეძლებს.

    ამასობაში სიტუაციასთან დაკავშირებულმა სამმა წყარომ Axios-ს განუცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ მოამზადა „მოკლე და ძლიერი“ დაბომბვის კამპანია, რათა ირანი აიძულოს მიიღოს ვაშინგტონის მოთხოვნები.

    ჩინოვნიკების თქმით, ახალი დარტყმები შესაძლოა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელდეს.

    „მტერმა ახალი ფაზა დაიწყო“

    ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ირანის ხელისუფლებაში ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა, განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ქვეყნის შიგნით განხეთქილების შექმნას ისახავს მიზნად.

    „მტერმა ახალი ფაზა დაიწყო და სურს, საზღვაო ბლოკადისა და მასმედიაში კამპანიის მეშვეობით გააძლიეროს ეკონომიკური ზეწოლა და შიდა განხეთქილება, რათა დაგვასუსტოს ან თუნდაც შიდა კოლაფსამდე მიგვიყვანოს“, — განაცხადა მან.

    მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ქვეყანას ორ ჯგუფად — რადიკალებად და ზომიერებად — ჰყოფს, შემდეგ კი მაშინვე საუბრობს საზღვაო ბლოკადაზე, რათა ეკონომიკური ზეწოლისა და შიდა უთანხმოების გზით ირანს მორჩილება აიძულოს“.

    აიათოლა ალი ხამენეისა და ირანის სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაღუპვის შემდეგ, ისლამური რესპუბლიკის შიგნით ძალთა ბალანსი ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ განხილვად საკითხად იქცა.

    მანამდე ტრამპმა თქვა, რომ ირანის მთავრობა „სერიოზულად არის გაყოფილი, რაც გასაკვირი არ არის“.

    ღალიბაფმა ომის დაწყების შემდეგ თავისი პოზიციები გააძლიერა და აშშ-სა და ირანს შორის დღემდე გამართულ პირდაპირი მოლაპარაკებების ერთადერთ რაუნდზე მთავარი მომლაპარაკებლის როლი შეასრულა.

    პუტინმა ტრამპს ირანის საკითხის მოგვარების გზები შესთავაზა

    ამასობაში, ოთხშაბათ საღამოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.

    პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ საუბრის დროს პუტინმა შესთავაზა „რამდენიმე მოსაზრება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული უთანხმოების მოგვარებას ისახავს მიზნად“. მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა წინადადებებზეა საუბარი.

    პუტინთან საუბრის შესახებ ოთხშაბათ საღამოს თავად ტრამპმაც ისაუბრა. მისი თქმით, ისინი ძირითადად უკრაინაში ომზე საუბრობდნენ, თუმცა ირანის თემასაც შეეხნენ.

    „მან მითხრა, რომ სურდა გამდიდრებაში მონაწილეობა, თუ შეძლებდა დაგვხმარებოდა მის მიღებაში [სავარაუდოდ, იგულისხმება ირანში გამდიდრებული ურანის საკითხი, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის ნაწილად მიიჩნევენ — რედ.], — განაცხადა ტრამპმა. — მე მას ვუთხარი: „მირჩევნია, უკრაინასთან ომის დასრულებაში მიიღო მონაწილეობა“.

    უშაკოვის მსგავსად, ტრამპმაც განაცხადა, რომ პუტინთან მისი საუბარი კარგად წარიმართა.

    მანამდე რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამდა, საკუთარ ტერიტორიაზე მიეღო ირანის გამდიდრებული ურანი. თუმცა, კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-მ მოსკოვის ეს შეთავაზება უარყო.

  • მაისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი განხორციელდება – ბოჭორიშვილი

    მაისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი განხორციელდება – ბოჭორიშვილი

    მაისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი განხორციელდება – განაცხადა ამის შესახებ, “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტმა, მაკა ბოჭორიშვილმა,  საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

     “…ჩვენც არაერთხელ აღგვინიშნავს და აღნიშნა ასევე სახელმწიფო მდივანმაც ჩვენთან საუბარში, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დახვდა საქართველოსთან ურთიერთობაში, არ არის მარტივი და არ იყო მარტივი ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ თუნდაც აქამდე მივსულიყავით, რომ ერთმანეთთან დაგვეწყო საუბარი და მოხარული ვართ, რომ ეს შედგა და შესაძლებელი გახდა, რომ ერთგვარად დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია… მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში… ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან დაიგეგმება შეხვედრები” – თქვა ბოჭორიშვილმა. 

     

  • ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მჭიდროდ მუშაობას აყვავებული უნგრეთისთვის – ლაიენი

    ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მჭიდროდ მუშაობას აყვავებული უნგრეთისთვის – ლაიენი

    “ძალიან კარგი საუბარი მქონდა დღეს პეტერ მადიართან ბრიუსელში.

    განვიხილეთ ნაბიჯები, რომლებიც უნგრეთისთვის განკუთვნილი ფინანსური სახსრების განბლოკვისთვისაა საჭირო, რომლებიც კორუფციასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამოა გაყინული.

    ევროკომისია მხარს დაუჭერს თქვენს მუშაობას ამ პრობლემების მოსაგვარებლად და საერთო ევროპულ ღირებულებებთან ხელახლა თანხვედრაში მოსაყვანად.

    ჩვენი გუნდები გააგრძელებენ ერთად მჭიდროდ მუშაობას აყვავებული უნგრეთისთვის, რომელიც ჩვენი საერთო ევროპული სახლის გულშია,”

    ლიდერს, უნგრეთის მომავალ პრემიერ-მინისტრს, პეტერ მადიარს შეხვდა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

  • სარჯველაძემ ხაზი გადაუსვა იმ 100 ბავშვს, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები

    სარჯველაძემ ხაზი გადაუსვა იმ 100 ბავშვს, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები

    “სარჯველაძემ ხაზი გადაუსვა იმ 100 ბავშვს, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან” – აცხადებენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები  ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც დიუშენის მედიკამეტებთან დაკავშირებით პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგა.

    “ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სარჯველაძის გამოსვლა პარლამენტში, ის საუბრობს იმაზე, რა არ უნდა გააკეთოს. ის არ საუბრობს იმაზე, რა უნდა გააკეთოს და რას გააკეთებს. ჩვენ მოვითხოვთ კონკრეტულ ქმედებებს სახელმწიფოსგან. ჩვენ დავინახეთ, რომ ჯერჯერობით არ არის პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი შვილები გადარჩნენ და პოლიტიკური ნებაა, რომ ეს პროცესი განხანგრძლივდეს და ჯერჯერობით არაფერი არ გაკეთდეს.

    საუბარი არის 100 ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლებსაც აქვთ ეს დაავადება და ნელ-ნელა კარგავენ თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რესურსს.

    მედიკამენტები, რომლებიც ჩამოთვალა მიხეილ სარჯველაძემ არის თანამედროვე და არა ბალახეული და ექიმბაშების მიერ მოგონილი წამალი, რომელიც არ არის აპრობირებული თანამედროვე მსოფლიოში.

    ეს მედიკამენტები აპრობირებული და დამტკიცებულია აშშ-ს სააგენტოს მიერ (FDA), ასევე, ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) მიერ, ეს მედიკამენტები გამოიყენება, მსოფლიო იწყებს ამ მედიკამენტების ფართოდ გამოყენებასა და დანერგვას. სანამ ჩვენი სახელმწიფო გონზე მოვა და მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე ჩვენი ბავშვებისთვის ეს დრო იქნება უკვე დაგვიანებული. ამიტომ, ჩვენ ვიდგებით აქ და გავაგრძელებთ ჩვენს მოთხოვნას, სანამ ეს წამლები არ შემოვა საქართველოში” – განაცხადა დიუშენის კუნთივანი დისტროფიის მქონე ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა.

    “დღევანდელი გამოსვლით მიხეილ სარჯველაძემ ფართო საზოგადოების წინაშე ხაზი გადაუსვა იმ 100 ბავშვს, რომლებიც იბრძვიან სიცოცხლისთვის. პირდაპირ ეთერში, მან გაწირა მშობლები და ბავშვები და განაცხადა, რომ ამ ბავშვების გადასარჩენად ის არაფრის გაკეთებას არ აპირებს” – განაცხადა დიუშენის კუნთივანი დისტროფიის მქონე ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ.

  • სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რომ ამ ბავშვების ტრაგედიით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ  – სარჯველაძე

    სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რომ ამ ბავშვების ტრაგედიით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ – სარჯველაძე

    “, ჩემს სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რასაც ახლა პოლიტიკოსებისგან ვუყურებ, რომ ამ ბავშვების ტრაგედიით, მათი მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ, იწურბელონ, და ამაზე ქულები დაიწერონ. არ ვიცი ამაზე ცუდი რამ რა შეიძლება იყოს.” – მის შესახებ “ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების საკითხს შეეხო.

    „შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენ ხართ უტიფარი მატყუარები. ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ შეეგუეთ, გეკუთვნით და იმსახურებთ. უარესს იმსახურებთ, მაგრამ აქ თავს უფლებას არ მივცემ, უარესი გითხრათ. თქვენი ქცევის, სიყალბის მთელი პათოსი იცით რა არის? ნახეთ, რამხელა მდაბიო საქციელთან გვაქვს საქმე. ცდილობენ, შექმნან ისეთი სურათი, ყალბი შთაბეჭდილება, რომ ჩემსა და მშობელს შორის დებატი უნდა მოეწყოს. აი, ეს არის ყველაზე ცუდი რამ. რატომ იცით? სამწუხაროდ, არავითარი რესურსი და არგუმენტი არ აქვთ. თვითონ დამიჯდეს დებატში და რამე არგუმენტი მითხრას. ამიტომ, მე თქვენს მორალზე საუბარს აღარ ვაპირებ. როგორც იტყვიან, ამაზე დაბლა დონე და ფსკერი აღარ არსებობს. რეალურად, ეს იკადრეთ დღეს სამწუხაროდ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ასეთი რამ უბრალოდ არ უნდა გეკადრათ. რაც შეეხება არა მხოლოდ დიუშენით დაავადებულ, არამედ ყველა ბავშვს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ღმერთმა ყველას მტკიცე ჯანმრთელობა მისცეს. ღმერთმა ძალიან მალე აპოვნინოს განკურნება, ამას სრულიად გულწრფელად, როგორც ჩემს საკუთარ შვილებს ვუსურვებ, ისე ვუსურვებ მთელ საქართველოს და თითოეულ ბავშვს.

    სრულიად გულწრფელად ვიმეორებ, ჩემს სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რასაც ახლა პოლიტიკოსებისგან ვუყურებ, რომ ამ ბავშვების ტრაგედიით, მათი მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ, იწურბელონ, და ამაზე ქულები დაიწერონ. არ ვიცი ამაზე ცუდი რამ რა შეიძლება იყოს. ეს არის სიბინძურე, სიგლახე, არ შეიძლება ამის შეწყნარება და გაგრძელება. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს, დავფიქრდეთ. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენ პირველ რიგში, ვგულშემატკივრობთ იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამ ხალხმა შეძლოს მათთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტის მიღება, ამისთვის სახელმწიფო უკლებლივ ყველაფერს გააკეთებს. ამას გაკეთებს არა პოლიტიკური ქულისთვის, არამედ რეალური საჭიროებისთვის, რეალური კურნებისთვის. ღმერთმა ყველას შვილს მტკიცე ჯანმრთელობა მისცეს“,-განაცხადა სარჯველაძემ.