Category: ახალი ამბები

  • ევროპარლამენტი „ოცნების“ სრული ავტორიტაზმისკენ სვლაზე მიუთითებს,  პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და მხარს უჭერს „ოცნების“ წინააღმდეგ სანქციებს

    ევროპარლამენტი „ოცნების“ სრული ავტორიტაზმისკენ სვლაზე მიუთითებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და მხარს უჭერს „ოცნების“ წინააღმდეგ სანქციებს

    ევროპარლამენტი „ოცნების“ სრული ავტორიტაზმისკენ სვლაზე მიუთითებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და მხარს უჭერს „ოცნების“ წინააღმდეგ სანქციებს – ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელსაც ევროდეპუტატები საგარეო საქმეთა კომიტეტში 5 მაისს უყრიან კენჭს. ეს რიგით მეორე ანგარიშია საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ და მომხსნებელი რასა იუკნევიჩიენეა. საგარეო კომიტეტში დამტკიცების შემდეგ ანგარიში პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე ივნისის შუა რიცხვებში გავა და ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელიც საქართველოს შესახებ მისი ოფიციალურ პოზიცია იქნება.

    უკვე ცნობილია რეზოლუციის პროექტიც. მასში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობასთან და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. ხაზგასმულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო გაძლიერდა; მმართველი პარტია კი აგრძელებს ევროკავშირის წინააღმდეგ ორგანიზებულ დეზინფორმაციულ კამპანიას და რეპრესიული კანონების მიღებას, ასევე პოლიტიკური ოპონენტების დევნას.

    „ევროპარლამენტი გმობს იმ ფაქტს, რომ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ტრაექტორია სრული ავტორიტარიზმისკენ“, — ნათქვამია პროექტში.

    რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი.
    მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ სანქცირებას.
    შეუძლებლად მიიჩნევს „ოცნებასთან“ ურთიერთობას, ვიდრე მკაფიოდ არ შეიცვლება ვითარება რეპრესიების, შეზღუდვებისა და სასტიკი ანტიევროპული დეზინფორმაციის თვალსაზრისით.
    დოკუმენტი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, შეინარჩუნონ ერთიანი და კოორდინირებული მიდგომა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების საკითხში.

    რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ საქართველო ისევ არ არის თანხვედრაში რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობასთან და მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს თანამშრომლობა, რათა არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის ან ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება ევროკავშირის შემზღუდავი ზომებისთვის გვერდის ასავლელად.
    პროექტში აღნიშნულია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უარის თქმის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ახორციელებს სტრატეგიულ შემობრუნებას ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ.

  • კობახიძემ მდინარაძეს უფლებამოსილებები განუსაზღვრა

    კობახიძემ მდინარაძეს უფლებამოსილებები განუსაზღვრა

    “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც მამუკა მდინარაძეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები განუსაზღვრა.

    მამუკა მდინარაძეს ევალება: სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, მექანიზმი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობა, მექანიზმი გაცვლის სტანდარტების დანერგვა, ასევე მათი საქმიანობა. ეფექტიანობის შეფასება და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირება. ასევე კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაცია/ კომუნიკაცია. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობას თავისუფლების საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სახელმწიფო მინისტრი: ა) წყვეტს სახელმწიფო მინისტრობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფის საჯარო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლებით; გ) ახორციელებს საქართველოს საწარმოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მომსახურების საქმიანობას კოორდინაციისთვის; დ) საქართველოს მთავრობის სახელით, ახორციელებს კომუნიკაციას მთავრობას, საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან; ე) აიციირებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესები და ამ მუშაობის კოორდინაციის უწევს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ; ვ) კოორდინაციის ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უწყებების უსაფრთხოების ეროვნული უსაფრთხოების რეგიონი, შიდა და საგარეო საფრთხეები და გამოწვევის იდენტიფიკაცია, შეფასების, ; ზ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განხილვა და გაანალიზება, განსაკუთრებული გამოწვევა, რისკების და უსაფრთხოების შეფასების მექანიზმები, რომლებიც უშუალოდ დაცულია ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა, ახორციელებს პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების მაკორდინირებელ ფუნქციას; თ) მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეროვნული საფრთხის შემცველი პრეტენზიული განვითარების დონეების მართვას; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი უფლებების განსახორციელებლად, ცალკეული სახელმწიფო უწყებების ცალკეული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია; კ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებებს; ლ) კანონმდებლობით წესით, საქართველოს მთავრობა განსახილველად წარმოუდგენს კანონპროექტებს; მ) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში; ნ) უფლებამოსილია, კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა განცხადებები ან გადაწყვეტილებების მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები − კომისიები და საბჭოები; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს კარგ კანონმდებლობას, განკარგულებასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებს განსაზღვრავს სხვა ამოცანებს, ასევე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სახელმწიფო მინისტრის მისამართი ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე მთავრობის ადმინისტრაციაა.

  • თუ რუსეთს არ სურს დიპლომატიაზე ნებაყოფლობით გადასვლა, უნდა ვაიძულოთ – ზელენსკი

    თუ რუსეთს არ სურს დიპლომატიაზე ნებაყოფლობით გადასვლა, უნდა ვაიძულოთ – ზელენსკი

    “რუსეთი აგრძელებს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას.[…] ღამის განმავლობაში გამოიყენეს 210 დრონი, მათგან დაახლოებით 140 -shahed-ი. ასეთი ყოველდღიური თავდასხმები ადასტურებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას. აგრესორი უნდა დასუსტდეს იმისთვის, რომ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს. სანქციების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. ჩვენი გრძელვადიანი სანქციები რუსებს რეალობაში აბრუნებს. ეს სრულიად გამართლებულია და, რაც მთავარია, ზღუდავს რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობას, გააგრძელოს ეს ომი. თუ რუსეთი არ სურს დიპლომატიაზე ნებაყოფლობით გადასვლა, უნდა ვაიძულოთ ეს გავაკეთოთ“

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

  • ჰერჩინსკი დიპლომატიის გარდა ყველაფერს აკეთებს – ჰერჩინსკი

    ჰერჩინსკი დიპლომატიის გარდა ყველაფერს აკეთებს – ჰერჩინსკი

    წარმოუდგენელი იყო ბატონი ჰერჩინსკის აღნიშნული განცხადება და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. თუ გავიხსენებთ საპარლამენტო არჩევნებს, პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდა, რომ მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის. წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ამ ქვეყანაში ჩამოსული, დაკავებული უნდა იყოს დიპლომატიური საქმიანობით, დიპლომატიის გარდა ყველაფერს აკეთებს, პირდაპირ შიდა პოლიტიკურ საქმეებში ერევა თავისი განცხადებებით.

    ბოლო განცხადება, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმე იყო – საქართველოში შიდა დაპირისპირება დაგვიანონსა, ბნელ წარსულში დაბრუნება დაგვიანონსა. ქვეყანაში არის მშვიდობა, სიმშვიდე, ეკონომიკურად წინ მივდივართ. შევედაროთ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რა მდგომარეობაა ჩვენთან და რა მდგომარეობაა ევროპულ ქვეყნებში. რა წარსულში დაბრუნებაზეა საუბარი? მაგრამ აქ არის მთავარი: თუ ადრე შენიღბულად აკეთებდნენ, დღეს უკვე აბსოლუტურად ღიად, ყველანაირი ნიღაბი ჩამოიხსნეს და უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ უნდათ, ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი აგენტები, ადამიანები, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, რასაც დაავალებენ, ყველაფერს გააკეთებინებენ. ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი და ვიცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს ამას. ამიტომ ქვეყანა უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისულებამ და არა გარედან დასმულმა აგენტურამ.

    განაცხადა ივანიშვილის თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული სამთავრობო TV იმედის ეთერში საქართველოში ევროკავშირის ელჩზე საუბრისას.

  • შედეგები ყოველ საათში მკვეთრად უარესდება – ანტონიო გუტერეში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე

    შედეგები ყოველ საათში მკვეთრად უარესდება – ანტონიო გუტერეში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე

    “ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შედეგები ყოველ საათში მკვეთრად უარესდება, დიალოგის დროა. დიალოგის დროა, დროა ისეთი გადაწყვეტილებების, რომელიც კრიზისული სიტუაციიდან გამოგვიყვანს და ისეთი ზომების, რომელიც მშვიდობისკენ გზას გახსნის“

    ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სოციალურ ქსელში წერს.

     

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი,  დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დაიღუპა

    უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა.

    მაჭარაშვილი 39 წლის ასაკში, 2026 წლის 30 აპრილს, ზაპოროჟიეს მიმართულებით დრონებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა. წარმოშობით გალელი 2022 წლიდან იბრძოდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ.

  • ბრიუსელში ბოჭორიშვილს და ელჩს არავინ ხვდება, თუ ვინმეს დერეფანში არ დაიჭერენ და ხელს არ ჩამოართმევენ – სამადაშვილი

    ბრიუსელში ბოჭორიშვილს და ელჩს არავინ ხვდება, თუ ვინმეს დერეფანში არ დაიჭერენ და ხელს არ ჩამოართმევენ – სამადაშვილი

    „მე გასული კვირა გავატარე ბრიუსელში, შეხვედრა მქონდა ყველასთან, ვინც კი მუშაობს საქართველოს საკითხებზე. განსხვავებით ბოჭორიშვილისა და მისი წარმომადგენლისგან, რომელსაც ელჩი ჰქვია ბრიუსელში, არავინ არ ხვდება არც ერთს და არც მეორეს, დერეფანში თუ ვინმეს არ დაიჭერენ და ხელს არ ჩამოართმევენ, შეხვედრა გაურკვეველია. ბრიუსელში ჩვენს ელჩს საერთოდ არავინ ელაპარაკება. მათგან განსხვავებით ჩვენ გვხდებიან და გვესაუბრებიან და ძალიან კარგად ვართ ინფორმირებული ყველა პოზიციაზე, რაც ევროკავშირში არსებობს. აბსოლუტური კონსენსუსია ევროკავშირში ყველა ქვეყანას შორის, იმისათვის, რომ საქართველოსთან დაიწყოს რაიმე ტიპის პოლიტიკური დიალოგი, აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც უკავშირდება რეპრესიული კანონების გაუქმებას, რაც მიიღო ივანიშვილის რეჟიმმა, ასევე, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ქვეყანაში და ანტიევროპული რიტორიკის და პროპაგანდის შეწყვეტას მმართველი გუნდისგან“,

    ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილი განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მიმართ არსებული მიდგომების უსამართლობას აცნობიერებს“.

  • თქვას საგარეომ თუ მონაწილეობს რუსეთთან “კონფიდენციალურ” მოლაპარაკებებში – “საქართველოსთვის”

    თქვას საგარეომ თუ მონაწილეობს რუსეთთან “კონფიდენციალურ” მოლაპარაკებებში – “საქართველოსთვის”

    “თქვას საგარეომ თუ მონაწილეობს რუსეთთან “კონფიდენციალურ” მოლაპარაკებებში ” – განაცხადა პარტია გახარია საქართველოსთვის რითიც გამოეხმაურა მარია ზახაროვას განცხადებას იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებებისათვის ჟენევის ალტერნატივის ძიება.

    “რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის – მარია ზახაროვასგან მოვისმინეთ საგანგაშო განცხადება, რომ რუსეთი კონფიდენციალურად მუშაობს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის “ნეიტრალურ ტერიტორიაზე” გადატანისთვის და ახლა ასეთ “ნეიტრალურ ტერიტორიას” ეძებს.

    დაუყოვნებლივ მოვითხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ განაცხადოს მონაწილეობს თუ არა ამ “კონფიდენციალურ” მოლაპარაკებებში და რა არის ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხზე. ქართული მხარე უკვე თვეებია მალავს “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” (IPRM) ფარგლებსა და ჟენევის ფორმატში გამართული შეხვედრების შინაარსს, რაც პერიოდულად ჟღერდება ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის მიერ მართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ და შეიცავს საგანაგაშო ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

    საგანგაშოდ მივიჩნევთ, “ოცნების” მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ არსებულ სახიფათო, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამაზიანებელი პოლიტიკის დინამიკას, რაც დაიწყო ივანიშვილის მიერ ოკუპანტებისთვის მოხდილი ბოდიშით, 2008 წლის ომში აგრესორად, ფაქტიურად საქართველოს გამოცხადებითა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით, რომელსაც ქართული მიწის დაცვისთვის, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად, სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსებისთვის, “ოცნების” ხელისუფლება ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკითა და “არგუმენტებით” ასამართლებს.

    შეგახსენებთ, რომ ჟენევის ფორმატი 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო ფორმატია, სადაც საქართველოს ეროვნული, სუვერენული ინტერესების დაცვაში თავისი მონაწილეობით ეხმარება ეუთო, გაერო, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. რუსეთის მიერ ხსენებული “ნეიტრალურ გარემო” კი ისეთი გარემოა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისო დასავლური ქოლგა აღარ დაიცავს და ეს ფაქტობრივად, ამ ფორმატის გაუქმებას ნიშნავს.

    ფაქტია, რომ საერთაშორისო პოლიტიკური, სამხედრო, საინფორმაციო და ეკონომიკური ბერკეტებით შეიარაღებული რუსეთის ფედერაცია ახლა აქტიურ და მასირებულ შეტევას აწარმოებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, სად დგას “ოცნების” მთავრობა დღეს, – იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, თუ რუსული სახელმწიფოს მოკავშირეა ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმაში.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • “ოცნებამ“ სამარე საკუთარი ხელით გამოითხარა..პრობლემების მთელი სიღრმე გამოჩნდა- რომან გოცირიძე

    “ოცნებამ“ სამარე საკუთარი ხელით გამოითხარა..პრობლემების მთელი სიღრმე გამოჩნდა- რომან გოცირიძე

    “ოცნებამ“ სამარე საკუთარი ხელით გამოითხარა..პრობლემების მთელი სიღრმე გამოჩნდა” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გორიციძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა,

    “დიდი რიხით და გონორით იბარებდნენ იქ სუპერმარკეტების ხელმძღვანელებს, რომლებიც მათი შემომწირველები თუ კლანის წევრები არიან, ფარმაცევტულ ბიზნესს. დღეს აგერ ნავთობიმპორტიორები დაიბარეს, რომლებიც “ქართული ოცნების“ მოძალადე რეჟიმის ფუნდამენტის გამაძლიერებლები არიან. ჩათვალეს, რომ პროპაგანდისტულად, რაღაც ფორმით ისე მოამთავრებდნენ, რომ ფასების დაკლების ილუზია, მე მგონია  არ ჰქონდათ, მაგრამ მოსახლოების გაბრიყვების იმედი ჰქონდათ. ყველაფერი უკან შემოუბრუნდათ. ყველა უყურებს ამ კომიკურ ფასების კომისიას და ხვდება, რომ მთავარი დამნაშავე არის “ოცნება“. ახლა მიხვდნენ, რომ სამარცხვინოდ დამარცხდნენ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

    საქართველო იქნება საჩვენებელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ფასების ასეთმა ადმინისტრაციულმა კამპანიამ უკუშედეგი გამოიღოს და ნაცვლად მისი მისი შემცირებისა, ბიძგი მისცეს მის ზრდას. თავიანთი ხელით ითხრიან სამარეს, რადგან პრობლემების მთელი სიღრმე გამოჩნდა. მაგალითად კრიპტოსაწარმოები – ერთი მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია შემოიტანა იმპორტირებული საქართველომ 2025 წელს, ეს რას ნიშნავს? იმპორტირებული ორჯერ ძვირია, ორჯერ იაფად აწვდის კრიპტოსაწარმოებს, რომლებიც 1 მილიარდს მოიხმარენ. მარტო გლდანში არსებული კრიპტოსაწარმო მოიხმარს 450 მილიონ კილოვატ საათს. ეს ტერიტორია უფრო მეტს მოიხმარს, ვიდრე მთელი კახეთი. ეს საწარმოები, გორში და გლდანში ივანიშვილს ეკუთვნის. ასეულ მილიონებით ღებულობენ ფულს, ენერგეტიკაში ტარიფებს აძვირებენ, ეს არის ერთი მაგალითი იმის, რომ დენზე ტარიფი არ გაძვირებულიყო, რაც მერე ავტომატურად ყველაფერს აძვირებს. ყველა ამ უზარმაზარი კრიპტო ვამპირების უკან დგას “ქართული ოცნება“, მათი პოლიტიკური ლიდერები და მათი ბიზნესი”. – განაცხადა გოცირიძემ.

  • ქუთაისში მამკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

    ქუთაისში მამკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

    ქუთაისში, ბალახვანის ცენტრში, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ინფო იმერეთი ავრცელებს..

    ინფო იმერეთის თქმით, დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

    ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.