Category: ახალი ამბები

  • თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რუსული  რეჟიმის ლეგიტიმაციაა – ხოშტარია

    თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რუსული რეჟიმის ლეგიტიმაციაა – ხოშტარია

    კოალიცია ცვლილებისთვის და მისი უკანონო პატიმრობაში მყოფი ლიდერები ძალიან დიდი ხანია, თანმიმდევრულად ვასაბუთებდით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრიც კი არის აბსოლუტურად დაუშვებელი და დამაზიანებელი იმ წინააღმდეგობისთვის, რომელშიც იმყოფება საქართველოს სრული უმრავლესობა. დღეს შექმნილ გაუგებარ ვითარებაში, გაუგებარი განცხადებების ფონზე, რაც კეთდება ჩვენი პარტნიორებისგან, ზოგიერთი პარტიისგან, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ დამატებით გავაკეთო განცხადება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დღეს მონაწილეობა, ეს არის რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია. ეს არის წინა, 26 ოქტომბრის არჩევნების რუსული სპეცოპერაციისა და მოტაცებული არჩევნების პრაქტიკულად დანებება და აღიარება. ეს არის ბრძოლის შეწყვეტა და აღარაფერს ვამბობ, რომ ეს არის, ჩემი აზრით, ამორალური სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური პარტნიორების ციხეში ყოფნის ფონზე”.

    აცხადებს პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.

  • კრემლის პროპაგანდისტი დუგინის თქმით, ”უკრაინა არის დიფ სთეითი”

    კრემლის პროპაგანდისტი დუგინის თქმით, ”უკრაინა არის დიფ სთეითი”

    “უკრაინა არის დიფ სთეითი. დიფ სთეითმა შექმნა ტერორისტული ნაცისტური რეჟიმი და გარდაქმნა საკუთარ მთავარ ხელსაწყოდ. ტრამპს არ შეუძლია მისი აღმოფხვრა, ღრმად გადგმული ფესვების გამო.”

    აცხადებს, ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგი და კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი.

  • მდგომარეობა საქართველოშიუფრო და უფრო უარესდება  თანდათან ემსგავსება ლუკაშენკოს რეჟიმს – იუკნევიჩიენე

    მდგომარეობა საქართველოშიუფრო და უფრო უარესდება თანდათან ემსგავსება ლუკაშენკოს რეჟიმს – იუკნევიჩიენე

    მე მივესალმები იმ მამაც ადამიანებს უკვე თითქმის 200 დღეა ქუჩაში იბრძვიან. ისინი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, ევროპული დროშით. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ხალხი უფრო მეტად პროევროპულები არიან, ვიდრე სხვა ევროპელები.

    შეიძლება, რადგანაც ხალხს, რომელიც ევროკავშირში ცხოვრობს, არ ადარდებს, როგორია დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქართველი ხალხისთვის. თქვენ გასაოცრები ხართ, თქვენ ჩემი და კიდევ ბევრი ევროპელის გმირები ხართ.

    პროევროპულ ქართველებთან და ევროკავშირიდან ელჩებთან ლაპარაკის შემდეგ რაც გავიგეთ არის ის, რომ ვითარება უფრო და უფრო უარესდება. რამდენჯერმე ლუკაშენკოს რეჟიმიც ვახსენეთ, რადგან საქართველოს მდგომარეობა თანდათან უახლოვდება ბელარუსს.

    განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომაზე.

  • СБУ-ს ჩანაფიქრი ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე და არასდროს იმეორებს! ყირიმი – ეს უკრაინაა! – მალიუკი

    ”ღმერთი სამობით არის, ხოლო СБУ-ს ჩანაფიქრი ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე და არასდროს იმეორებს.
    აქამდე, 2022 და 2023 წელს ყირიმის ხიდი ორჯერ ავაფეთქეთ. ეს ტრადიცია დღესაც გავაგრძელეთ, უკვე წყალქვეშ.
    რუსეთის ფედერაციის არალეგალურ ობიექტებს არ აქვთ ადგილი ჩვენს ტერიტორიაზე.
    ამიტომ ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მტერი მას იყენებდა თავისი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფისთვის.
    ყირიმი – ეს უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი გამოვლინება მკაცრ პასუხს მიიღებს.”

    აცხადებს ამის შესახებ, გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი რომელიც ყირიმის ხიდზე სპეცოპერაციას ოპერაციას პირადად აკონტროლებდა და კოორდინაციას უწევდა .

  • დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ, რამდენიმე მიკროფონის გაქრობ – უგულავა

    „ქვეყანაში დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ რამდენიმე მიკროფონის გაქრობა. დიქტატურის გაფორმება დაწყებულია ასევე იმ კანონებით, რომლებიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. პრაქტიკულად შეტევა მიდის ყველა იმ თავისუფალ კუნძულზე, რომელიც შესაძლოა ქვეყანაში არსებობდეს. ახლა კი მიმდინარეობს პატიებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების დევნა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების პრაქტიკულად განადგურება. ამ პროცესში მყოფი ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, საზოგადოების აბსოლუტურ მობილიზაციასა და საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც უნისონში უნდა იყოს საზოგადოების ძალისხმევასთან. ახლა არის გადამწყვეტი ეტაპი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. ეს არის დარჩენილი – გარედან სანქციები და შიგნიდან მაქსიმალური „პრესინგი”. […] ამ ვითარებაში არა თუ არ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, არამედ პირდაპირ ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნება. ყველა წინაპირობა დანგრეულია – სახელმწიფო მიტაცებულია და ამ გადაწყვეტილებით ხალხს ციხეში ტოვებ. არ არსებობს არანაირი სადამკვირვებლო ფუნქცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც პარტიებს აუქმებენ. როცა თავად დასცინიან იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ – ეუბნებიან შეიძლება გაგაუქმოთო! სამადლოდ უხდიან საქმეს!

    ვისაც ჰგონია, რომ სხვა, არჩევნებში არ მონაწილე პარტიის ხმებს დაეპატრონება იდიოტია და არც არჩევნები იცის. ამ თვითმმართველობის არჩევნებით თავის „გაპრავება“ და გამშვენიერება უნდა ამ სიმახინჯეს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. არჩევნებში მონაწილეობას ქართული საზოგადოება არავის არ აპატიებს“,

     

  • შვედეთმა, შეეწყვიტა ერთ-ერთი მთავარი დონორის, ყველანაირი დახმარება “ოცნებისთვის”  – ზურაბიშვილი

    შვედეთმა, შეეწყვიტა ერთ-ერთი მთავარი დონორის, ყველანაირი დახმარება “ოცნებისთვის” – ზურაბიშვილი

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის  თქმით, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ოცნების ხელისუფლებას შეუწყვიტოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის “შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს” (SIDA) დახმარება.

    ასევე შვედეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დარჩეს ქართული სამოქალაქო საზოგადოების დონორად და როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ამ მიზნისთვის სტოკჰოლმში მიმოიხილავენ ქართულ კანონმდებლობას, თუ როგორაა შესაძლებელი ამ ნაბიჯის გადადგმა.

    “შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი დონორის, სააგენტო SIDA-ს ყველანაირი დახმარება, საქართველოს მთავრობისთვის. შვედეთი გამოთქვას მზაობას, რომ დარჩეს მხარდაჭერად საქართველოს დემოკრატიული და ევროპული გზისა. ასევე დარჩეს დონორად, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოების და ამ კუთხით, [შვედეთის პრემიერი ამბობს, რომ] ჩვენ ვაკვირდებით ევროპულ კანონმდებლობასო, რომ გავიგოთ რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერაო”, – თქვა მეხუთე პრეზიდენტმა.

  • შურისძიება გარდაუვალია! – მედვედევი

    შურისძიება გარდაუვალია! – მედვედევი

    ყველას, ვინც წუხს და შურისძიებას ელოდება.

    წუხილი საჭიროა – ეს ნორმალური ადამიანის თვისებაა. შურისძიება გარდაუვალია.

    ამასთან უნდა გვახსოვდეს:

    1. ჩვენი ჯარი აქტიურად მიიწევს წინ და ამ სვლას აგრძელებს. ყველაფერი, რაც უნდა აფეთქდეს, აუცილებლად აფეთქდება. და ისინი ვინც უნდა განადგურდნენ – გაქრებიან.
    2. სტამბოლის მოლაპარაკებები საჭიროა არა ვიღაც მიერ მოფიქრებული არარეალური პირობებით მიღწეული კომპრომისული მშვიდობისთვის, არამედ ჩვენი უსწრაფესი გამარჯვებისა და ნეონაცისტური ხელისუფლების სრული განადგურებისთვის. ამაშია რუსული მემორანდუმის აზრი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

    წერს  უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი.

  • თავხედი ხალხია, მაგრამ დღეს გაცილებით მოკრძალებულად იქცეოდნენ – ზელენსკი რუსულ დელეგაციაზე

    თავხედი ხალხია, მაგრამ დღეს გაცილებით მოკრძალებულად იქცეოდნენ – ზელენსკი რუსულ დელეგაციაზე

    როგორც მითხრეს (რუსეთის) დელეგაცია იმაზე ცოტათი უფრო მშვიდად იქცეოდა, ვიდრე ადრე, მაგრამ თავხედობა, ხომ იცით, როგორიც არის… თავხედი ხალხია… მაგრამ გაცილებით მოკრძალებულად იქცეოდნენ. ვნახოთ, იქნებ კიდევ 1-2 ღონისძიებაა საჭირო და ადამიანებივით მოქცევას ეცდებიან.

    თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სტამბოლის შეხვედროს მონაწილე რუსეთის დელეგაციაზე.

  • ამერიკული კანონმდებლობაა და არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია – იოსელიანი ე.წ. FARA-ზე

    ამერიკული კანონმდებლობაა და არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია – იოსელიანი ე.წ. FARA-ზე

    რაც შეეხება ახალ კანონმდებლობას, პარალელი გავავლე გამჭვირვალობის შესახებ კანონთან. გამჭვირვალობის კანონი როცა იქნა დაინიცირებული, ჩემი პოზიცია იყო, რომ გამჭვირვალობა იყო ლეგიტიმური მიზანი და, შესაბამისად, ჩვენ სამომავლოდ დავაკვირდებოდით, მოქმედებაში რამდენად შეზღუდავდა ამ კანონმდებლობის არსებობა კონკრეტული ადამიანების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს. ჩემი აზრით, ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო. ამ კანონთან დაკავშირებითაც, თვითონ კანონმდებლობა არის ამერიკული და, შესაბამისად, მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ეს კანონმდებლობა იმოქმედებს საქართველოში, ჩვენ დავაკვირდებით, ამ კანონმდებლობის მოქმედება ხომ არ გამოიწვევს შეზღუდვებს ან ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემებს იმ სუბიექტების მიმართ, ვისაც ეს კანონი მიემართება. ასეთს თუ ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, მე, როგორც სახალხო დამცველი, ამაზე საჯაროდ ვისაუბრებ

    განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.

  • \სიამოვნებით მივიდოდი „კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს – ხაბეიშვილი

    \სიამოვნებით მივიდოდი „კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს – ხაბეიშვილი

    „ცხადია, მომხრე არ ვარ, რომ პოლიტიკოსების ნაწილი ციხეში იყოს და არ მგონია, მაინცდამაინც ნორმალური, რომ ასე უმიზეზოდ ეს ადამიანები ციხეში მიდიოდნენ, თუმცა ცხადია, პატივს ვცემ მე მათ პრინციპულ გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, გაუტკბა წულუკიანს და ტუქსავს [ხალხს]. ყველა, ვინც მანდ მიდის, მისი მოსწავლე ჰგონია და თითებს უქნევს.

    ცხადია, მაგ კომისიასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, თუმცა დიდი სიამოვნებით მივიდოდი და თავს მოვაჭამდი წულუკიანს. წულუკიანმა რა კითხვა უნდა დამისვას, მართლა მაინტერესებს. ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ვინმე ამ ადამიანს პასუხს გასცემს. მამამისი ხვრეტდა ქართველებს. მკვლელის ინსტინქტები აქვს ამ ადამიანს. როგორი ოჯახიდანაც გამოდის წულუკიანი, აბსოლუტურად ისე იქცევა – „ამას ჩამოხრჩობა, იმას დილეგში დაჭერა, იმას ციხე, ამას ის“ და ჭკუას გვარიგებს. მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ვინმე ამ ადამიანთან მივა და შეახსენებს, რომ დახვრეტა რომ გააუქმეს, მამამისი მერე ხვრეტდა ადამიანებს. იგივე სოზარ სუბარი და ალუდა ღუდუშაური დიდი მონოტორული იმით რომ სხედან. ბოდიში ეს და მართლა „პატარა კაცები“. ამათ ვინმე თუ პასუხს გასცემს სამშობლოს ღალატისთვის და მათ

    ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმი” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.