ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ორ წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მათ, ვინც საქართველოს პოლიტიკური კურსი არადემოკრატიული, არაევროპული, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიული კურსით შეცვალეს, პასუხი უნდა აგონ. განცხადებების დრო დასრულდა.
Category: ახალი ამბები
-
საქართველოს კურსის შემცვლელებმა პასუხი უნდა აგონ! – აუსტრევიჩუსი მზია ამაღლობელის განაჩენზე
-

ომის შედეგებს კვლავ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ხაზთან მცხოვრები ხალხი – ომბუდსმენი
”ომის შედეგებს კვლავ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ხაზთან მცხოვრები ხალხი”- სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აგვისტოს ომიდან 17 წლის გასვლის დღეს განცხადებას ავრცელებს.
“რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 17 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.
მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც, რომელთაც კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. 1990 წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, საქართველოში 299,172 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული.
უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა.
ოფიციალური მონაცემებით 2008 წლიდან 2025 წლამდე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული 3 594 პირი, მათგან 2 024 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 570 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. რაც შეეხება უკანონო პატიმრობის საკითხს, 2025 წლის მდგომარეობით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კვლავ რჩება უკანონო პატიმრობაში საქართველოს 9 მოქალაქე, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით — 4 მოქალაქე.
კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 60 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართებია გავლებული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძე 50 კილომეტრს აღემატება.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარებაა მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა. რის გამოც წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგის წარმოებას და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ინიციატივებისა და მიდგომების წახალისებას”. – წერს იოსელიანი.
-
როგორც ანწუხელიძემ არ დაიჩოქა, ისე არ დაიჩოქებს საქართველო შიდა თუ გარე მტრის წინაშე – ბოკუჩავა
2008 წლის ომიდან 17 წლის თავზე საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომელიც იმ დროინდელ მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს სჯის იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფო არ ჩააბარა მტერს, რომელიც ბოდიშის მოხდას გვთხოვს და რომელიც ბედავს და საქართველოს ეროვნულ გმირს, დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოს – გიორგი ანწუხელიძეს შეურაცხყოფს. დღეს ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ნამდვილი საქართველოს ხმა გავაგონოთ მოღალატე ივანიშვილს, მის ამფსონებს და მათ პატრონს კრემლში, რომ ანწუხელიძე გმირია, ანწუხელიძე უკვდავია და უკვდავია ქართული სახელმწიფო, რომელსაც ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს პუტინის მონა – ივანიშვილი. დიახ, ანწუხელიძე გმირია, ის უკვდავია და სწორედ ისე, როგორც მან არ დაიჩოქა, ისე არ დაიჩოქებს საქართველო შიდა თუ გარე მტრის წინაშე. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს
განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გიორგი ანწუხელიძის მემორიალის მონახულების შემდეგ.
-
მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება – გერმანიის საელჩო
2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც ემსხვერპლა ძალადობასა და ომს, ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც ომის გამო დევნილად იქცა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. გერმანია მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
წერს გერმანიის საელჩო საქართველოში.
-
ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს აგვისტოს ომის გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი – აშშ-ის საელჩო
სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიოტირულ მთლიანობას
წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.
-
საქართველო გმირების ქვეყანაა, ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე – ბურჭულაძე
„მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წარმომადგენლები ამოვედით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მოვიხსენიეთ ჩვენი გმირების სულები. ერთი, რამის თქმა გვინდა კიდევ ერთხელ არის ის, რომ საქართველო გმირების ქვეყანაა. ჩვენ ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ბოდიში მოსახდელი არავისთან არ გვაქვს! ჩვენი გმირები, როგორც ანწუხელიძე, ისე დანარჩენები, ყოველთვის გმირები იქნებიან. მათ ვერავინ ვერასდროს დააკნინებს. ჩვენც აქ იმისთვის ვართ, რომ კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ და მუხლი მოვიყაროთ მათ წინაშე“,
ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებს განუცხადა.
-
მეწყრული პროცესების გააქტიურების მომატებული საფრთხის გამო, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია – ხარაგაულის მერია
”მეწყრული პროცესების გააქტიურების მომატებული საფრთხის გამო, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია” – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით ხარაგაულის მერია განცხადებას ავრცელებს.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. გეოლოგების ცნობით, მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის.
შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო ზომები და სოფლების მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართებით უზრუნველყო. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებს.
მეწყრული პროცესების გააქტიურების მომატებული საფრთხის გათვალისწინებით, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია. სოფლებში მიმდინარე კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის გათვალისწინებით, გეოლოგების ცალსახა რეკომენდაციაა მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დაემორჩილონ შესაბამისი უწყებებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს, არ დააყენონ რისკის ქვეშ საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
-
მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია და ის ნარკოტიკი ვინ ჩაუდო? – ხაბეიშვილი
„ივანიშვილის რეჟიმი არათუ მორყეული, მოყანყალებული, არამედ სრულად დამპალი და ჩამოშლილია!
მზია ამაღლობელის მოსამართლემ – „ცუდი გადაწყვეტილება დავწერე და მიმართე ყაველაშვილს, გამოასწორებსო”.
გიორგი ახობაძე თავისუფალია, ვულოცავ და გილოცავთ!
ახლა საინტერესოა, როცა მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია – ის ნარკოტიკი ვისი იყო? ვინ ჩაუდო? ვისი დავალებით? და ამ უდანაშაულო კაცმა, რომ ციხეში გაატარა ეს დრო, ვინ არის პასუხისმგებელი? ცრუ მოწმე – „პოლიციელებზე” რა ხდება?! დავალების გამცემ-შემსრულებელი საინტერესოა ახლა!
რღვევა გაგრძელდება და ჩვენ მხოლოდ მობილიზება, გამარჯვების რწმენა გვჭირდება და წინ, შეტევაზე! მოსამართლეების ნაწილი აბუნტებულია და აღარ ასრულებს სისტემის დავალებას! რაც მეტ იმედს, ოპტიმიზმს, ბრძოლისუნარიანობას გამოვასხივებთ, კიდევ უფრო აირევიან შიგნით!
ახლა ივანიშვილი დაელოდოს 4 ოქტომბერს – მის განაჩენს, რომელსაც ხალხი ქუჩაში გამოუტანს!”,
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
-
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გიორგი ახობაძე 2024 წლის, 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი პოლიციამ დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი ახობაძე უდანაშაულოა და მას ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს
-
ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას უფრო სწრაფად ანადგურებს, ვიდრე კრემლი რუსეთში – იუკნებიჩიენე ამაღლობელის განაჩენზე
მზია ამაღლობელს ახლახან მიუსაჯეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს არ არის მხოლოდ ამ შესანიშნავ ჟურნალისტზე პოლიტიკური დევნა. მზია გახდა ევროპული მომავლისთვის საქართველოს ბრძოლის სიმბოლო. ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას უფრო სწრაფად ანადგურებს, ვიდრე ეს კრემლმა გააკეთა რუსეთში.
წერს ამის შესახებ, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე.