Category: სლაიდერი

  • ისრაელმა ირანში ხიდებსა და რკინიგზის მონაკვეთებს დაარტყა

    ისრაელმა ირანში ხიდებსა და რკინიგზის მონაკვეთებს დაარტყა

    ისრაელმა იერიშები მიიტანა,  ირანში ხიდებსა და რკინგზის მონაკვეთებზე. ინფორმაციას ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს.

    მისი განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამ ინფრასტრუქტურას იარაღის დასამზადებელი პროდუქტების გადასატანად იყენებდა. მა ასევე აღნიშნა, რომ სამიზნე არა ირანის მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ მათი მთავრობაა.

    “ეს არ არის იგივე ირანი და არც იგივე ისრაელის. ჩვენ ძალთა ბალანსს პირველიდან მეორის სასარგებლოდ ვცვლით.” – თქვა ისრაელის პრემიერმა.

  • გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლე ნატო ხუჯაძემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

    გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლე ნატო ხუჯაძემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

    თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც  ლილუაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯეს, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სუს-ის ყოფილი უფროსი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

    სხდომაზე ასევე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე, სწორედ ამ საკითხით გაგრძელდება განხილვა მომდევნო სასამართლო პროცესზე, რომელიც 22 აპრილს ჩატარდება.

  • შსს-მ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

    შსს-მ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

    შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

    ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ორგანიზებულ დანაშაულთან – განსაკუთრებით ე.წ. ”ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას.

    გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამართალდამცავების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული. კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

    სამართალდამცავების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ და გამოჰქონდათ ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“.

    დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. „კანონიერ ქურდს“ მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდული წესების“ შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

    გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.

    ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, ასევე ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს მიზანს, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს”, – თქვა შს მინისტრის მოადგილემ.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ახალი დღის წესრიგით ვცდილობთ – მახაშვილი

    აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ახალი დღის წესრიგით ვცდილობთ – მახაშვილი

    რასაც ვცდილობთ, არის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ახალი დღის წესრიგით – ოღონდ, მათ შორის, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენი მიზანი არაა ყველაფრის ფასად ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენი წითელი ხაზებია: მშვიდობა, სტაბილურობა და საქართველოს ეკონომიკური განვითარება. ამ მიზნების გარშემო, ამერიკელებთანაც და სხვებთანაც კონკრეტული თანამშრომლობისთვის მზად ვართ.

    განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზე.

  • ყოფილი მაჟორიტარი კორპუსებს აშენებს, ბიზნესპარტნიორებმა კი “ქართულ ოცნებას” 625 ათასი ლარი შესწირეს – გამჭვირვალობა

    ყოფილი მაჟორიტარი კორპუსებს აშენებს, ბიზნესპარტნიორებმა კი “ქართულ ოცნებას” 625 ათასი ლარი შესწირეს – გამჭვირვალობა

    “ყოფილი მაჟორიტარი კორპუსებს აშენებს, ბიზნესპარტნიორებმა კი “ქართულ ოცნებას” 625 ათასი ლარი შესწირეს” – ამის შესახებ, ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათი თქმით,  ქართული ოცნების აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ხვიჩა შარაშიძე კორპუსებს აშენებს, მისმა ბიზნესპარტნიორებმა კი ქართულ ოცნებას 625 ათასი ლარი შესწირეს.

    “სამშენებლო კომპანიების მფლობელი ბიზნესპარტნიორები, ლევან მჟავანაძე და ბესიკ (ბესარიონ) ბაჯელიძე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველები არიან. ლევან მჟავანაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ხვიჩა შარაშიძის ბიზნესპარტნიორიცაა. მათ ერთობლივი სამშენებლო ბიზნესი მაშინ დაიწყეს, როცა შარაშიძე “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდა უმაღლეს საბჭოში. დღეს მმართველ პარტიას წირავენ თანხას ისინი და მათი სხვა პარტნიორებიც. მათ მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოების და შემოწირულების გაღების პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა. საერთო ჯამში, ამ პირებმა „ქართულ ოცნებას” ჯამში 625,000 ლარი შეწირეს:

    „ქართული ოცნების” დამფინანსებელი ლევან მჟავანაძე და 2016-2020 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოში შუახევის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ხვიჩა შარაშიძე ბიზნესპარტნიორები არიან შპს „დუპლექსში“ და შპს „დუპლექსი-სამშენებლო კომპანიაში“. მათ ბათუმში ააშენეს და ექსპლუატაციაში შეიყვანეს 43,274 კვადრატული მეტრი საერთო ფართის მქონე 2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი:

    ლევან მჟავანაძეს სხვა სამშენებლო კომპანიებიც აქვს. ის და ბესიკ ბაჯელიძე 13 კომპანიაში არიან ბიზნესპარტნიორები, რომელთაგანაც 6 აქტიური სამშენებლო კომპანიაა და დაკავებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობით და გაყიდვით. ამ კომპანიებმა ჯამში ააშენეს 217,350 კვ.მ საერთო ფართის მრავალბინიანი სახლები, საიდანაც 206,367 კვადრატული მეტრი საერთო ფართის მქონე 5 პროექტი მიმდინარე/მშენებარე სტატუსისაა და 10,983 კვადრატული მეტრი საერთო ფართის მქონე 1 პროექტი დასრულებული და ექსპლუატაციაშია მიღებული, კერძოდ:

    ლევან მჟავანაძე, ასევე, ფლობს შპს „მუხრანის პურის” 51%-ს, ხოლო კომპანიის დარჩენილი 49% ლევან გრძელიძის საკუთრებაშია. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „მუხრანის პურს“, 2021 წლის 15 დეკემბერს, 5 წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობაში გადასცა 185 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 4,000 ლარს. ლევან გრძელიძემ 20,000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 5 პირი – შსს

    ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 5 პირი – შსს

    თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

    შსს-ს  ცნობით , ბრალდებულები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ორ პირს, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ურთიერთსელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ორ პირს – 1997 წელს დაბადებულ პ.ნ.-ს და 1998 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს.

    ბრალდებულებმა ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთ მათგანს პ.ნ.-ს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, პ.ნ. კლინიკაში გადაიყვანეს.

    სამართლდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე ხუთივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩამოვიდა

    საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩამოვიდა

    საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა.

    ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევი ქართული ოცნების პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს და ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

    “საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

    გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

    საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსოვნას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

     

  • მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე სამი მოზარდი დამნაშავედ ცნეს

    მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე სამი მოზარდი დამნაშავედ ცნეს

    მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე სამი არასრულწოოვანი: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის ზომას 8 აპრილს გამოაცხადებს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 5 აპრილს გამოცხადდა.

    ორ მოზარდს – ალექსანდრე გაბაშვილს და  გიორგი რიკაძეს ბრალად ედებათ:

    1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
    2. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი). მათ 14 წლამდე პატიმრობა ემუქრქებათ.

    კიდევ ერთ მოზარდს, დემეტრე ჩიქოვანს ბრალად ედება:

    1. ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
    2. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).

    მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

    28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე, არასრულწლოვანებმა თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღეს იცოცხლა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

    გიგა ავალიანის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ საქმე ჯგუფური დანაშაულის მუხლით გამოიძიოს და დასაჯოს ყველა, ვინც 28 წლის მასწავლებლის საქმესთანაა დაკავშირებული, მათ შორის ისინიც, ვინც იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა. ახალგაზრდა მასწავლებლის დედას, ეკა კუპატაძეს მიაჩნია, რომ მოზარდებმა ჯგუფურად დაგეგმეს მისი შვილის, გიგა ავალიანის მკვლელობა. პროკურატურას ამ საქმეში მკვლელობის მუხლი არ გამოუკვეთია.

  • რატომ  გააძევა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოდან აზერბაიჯანში

    რატომ გააძევა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოდან აზერბაიჯანში

    აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ ქვეყყანაში პოლიტიკური დევნილია, დღეს დილით, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართულმა შსს–მ საქართველოდან აზერბაიჯანში გააძევა.

    საქართველოში მცხოვრები ჟურნალისტი 4 აპრილის ღამეს პოლიციამ დააკავა – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო. ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

    სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში წუხელვე დაინიშნა. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა  გადაწყვეტილება დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე გამოაცხადა.

    შსს-ს ცნობით, მოსამართლემ სადიგოვს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში შემოსვლა სამი წლით აუკრძალა.შსს–მ კი სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე საათში აღასრულა.

    სასამართლოს  გადაწყვეტილებასა და სადიგოვის დაკავებას საფუძვლად დაედო 1 აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:

    „იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, – ამ პოსტს თან ერთოდა ვიდეოები, რომელშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.

    აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.

    სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს. წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.

    სადიგოვის გადაცემას აზერბაიჯანული მხარე თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა. ადვოკატები ამბობდნენ, რომ ეს საფრთხის შემცველი იყო და ექსტრადიციის შესახებ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც აღსრულების პროცესი შეაჩერა.

    თუმცა, სტრასტურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ოცნების ხელისუფლებამ სადიგოვი აზერბაიჯანში გააძევა, სადაც მას საფრთხე ემუქრება.

    შსს განმარტავს, რომ ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.

    ოპოზიციური ალიანსი და  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აზერბაიჯანელის ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან სამშობლოში იძულებით დაბრუნებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევად მიიჩნევენ.

    „ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

    ოპოზიციურ ალიანსს ჟურნალისტის საქართველოდან გაძევებას  „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის გადაწყვეტილებად და რეჟიმის პირად შურისიძებად თვლის იმის გამო, რომ სადიგოვის პოზიცია ივანიშვილის მიმართ კრიტიკულია.

    აფგან სადიგოვის საქმეში ფორსირებულმა, რამდენიმე საათში ინიციირებულმა და გვიან ღამის საათებში ჩატარებულმა სასამართლო პროცესმა „ფორმალურ-სამართლებრივი“ ილუზიის შექმნა სცადა, რასაც ევროპული კონვენცია ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილებას.

    როგორ ონიანი აღნიშნავს, ვერანაირი სამართლებრივი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გვერდის ავლას და „კანონიერების ილუზიის“ შექმნას, ვერ გაამართლებს სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებას.

    „ევროსასამართლო ხშირად იმეორებს, რომ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები არ უნდა იქცეს ილუზორულად.

    შესაბამისად, ვერანაირი სამართლებრივი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გვერდის ავლას და „კანონიერების ილუზიის“ შექმნას, ვერ გაამართლებს აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებას იქ, სადაც თავად ღონისძიების გამოცემის ფაქტი მიუთითებდა „გამოუსწორებელი ზიანის მიყენების გარდაუვალ რისკზე“.

    დროებითი ღონისძიების გამოცემა ნიშნავს სიცოცხლისთვის ან წამების/არასათანადო მოპყრობის რეალური და გარდაუვალი საფრთხის დეკლარირებას. ამ საფრთხის შეფასების ვალდებულება კი სახელმწიფოს აქვს თავადაც, მიუხედავად იმისა, გამოცემულია თუ არა ღონისძიება. ეს მისი კონვენციური ვალდებულებაა, რომლის შეუსრულებლობისთვისაც, ასევე, დგება პასუხისმგებლობა.

    ამიტომაც, აფგან სადიგოვის საქმეში საქართველო უკვე იყო სტრასბურგის სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო ფორსირებულმა, რამდენიმე საათში ინიციირებულმა და გვიან ღამის საათებში ჩატარებულმა სასამართლო პროცესმა, რომელმაც უგულებელყო ეს კონტექსტი და კონვენციის სტანდარტები, სწორედ იმ „ფორმალურ-სამართლებრივი“ ილუზიის შექმნა სცადა, რასაც ევროპული კონვენცია ეწინააღმდეგება“, – წერს ონიანი.

    აფგან სადიგოვი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ

    სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს:

    “სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ღამის 4 საათზე.
    მოსამართლე, თორნიკე ქოჩქიანმა პროცესზე არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს არ დაურთო მისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი.
    სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა. შესაბამისად, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მას შეეძლო ნებაყოფლობით დაეტოვებინა ქვეყანა და ეს შანსი სასამართლოს მისთვის უნდა მიეცა.
    ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის.
    ამდენი ხნის განმავლობაში აფგან სადიგოვს საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევდა სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რის გამოც მანამდე თავშესაფრის პროცედურების დაწყება ფორმალურად შეუძლებელი იყო.
    სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოსა და კონვენციის ასეთი ხარისხის შერყევა ბოლო წლების არც ერთ საქმეში არ მინახავს.
    ეს არის კატასტროფა. ეს არის მიზანმიმართული სპეცოპერაცია ამ ადამიანის წინააღმდეგ.
    დააკვირდით:
    1 აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა.
    2 აპრილს ეს ინფორმაცია მიაწოდეს აფგან სადიგოვს.
    3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა.
    4 აპრილს აფგან სადიგოვი დააკავეს და რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცემენ.
    ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ორი ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან.“
    აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებას სოციალურ  ქსელებში ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საუბრობენ იმაზეც, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან გარიგება. არაოფიციალური ინფორმაციით, ახლო მომავალში საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩამოდის.

     

  • ტრამპი:ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული საძიებო-სამაშველო ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში

    ტრამპი:ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული საძიებო-სამაშველო ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანში ჩამოგდებული ამერიკული გამანადგურებლის F-15-ის მეორე პილოტი უსაფრთხოდ არის.

    „ჩვენ ის ვიპოვეთ! ძვირფასო თანამოქალაქეებო, ბოლო რამდენიმე საათში ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული საძიებო-სამაშველო ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში,“ — დაწერა ტრამპმა.

    მან დაამატა, რომ დაკარგული ეკიპაჟის წევრი, „უაღრესად პატივსაცემი პოლკოვნიკი“, აღმოჩნდა ფრონტის ხაზს მიღმა, ირანის „მოღალატე მთებში“, სადაც მას „მტრები დასდევდნენ“, თუმცა ამერიკელი სამხედროები „24 საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ მის ადგილმდებარეობას“.

    ორადგილიანი F-15 „იგლი“, რომელშიც ორი ოფიცერი იმყოფებოდა, თეირანის განცხადებით, პარასკევს ირანის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო — ეს ინფორმაცია დასავლურ მედიასთან საუბარში ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს.

    ირანის სამხრეთ პროვინციის — კოჰგილუიე და ბოიერაჰმედის — გუბერნატორმა განაცხადა, რომ პრიორიტეტია ნებისმიერი ჩამოგდებული ამერიკული ეკიპაჟის „ცოცხლად დაკავება“, რისთვისაც ჯილდო (დაახლოებით 66 000 დოლარი) გამოცხადდა.

    გრინვიჩის დროით დაახლოებით 16:00 საათზე CBS-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი უკვე გადარჩენილია. მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ სამაშველო ოპერაციაში ჩართული თვითმფრინავები ცეცხლის ქვეშ მოყვნენ — დაზიანდა მხარდაჭერის თვითმფრინავი A-10 „უორთოგი“, რომლის პილოტმაც კატაპულტირება მოახერხა სპარსეთის ყურეში, სადაც ის გადაარჩინეს.

    ვერტმფრენს, რომლითაც გადარჩენილი პილოტი გადაჰყავდათ, ასევე ესროლეს მიწიდან; ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ, თუმცა მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

    შაბათს მეორე პილოტის ძებნის შესახებ ინფორმაცია მწირი იყო. ხოლო კვირას, გრინვიჩის დროით დაახლოებით 04:00 საათზე, ამერიკულმა მედიამ განაცხადა, რომ მეორე პილოტი ნაპოვნია.

    რამდენიმე წუთში ტრამპმა დაწერა, რომ დაკარგული პილოტი „ცოცხალია და ჯანმრთელია“ და მიუხედავად იმისა, რომ დაშავდა, „ყველაფერი კარგად იქნება“. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა, თუმცა BBC-ის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ამერიკულ და ირანულ ძალებს შორის შეტაკება მოხდა.

    BBC-ის მიხედვით, ტრავმები შესაძლოა მიღებული იყოს მაშინ, როდესაც ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახდინა თვითმფრინავიდან, მისი ჩამოგდების შემდეგ.

    ოფიციალური დადასტურების მიღებამდე ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებდა ინფორმაციას ავიადარტყმების შესახებ კოჰგილუიე და ბოიერაჰმედის პროვინციაში, სადაც სავარაუდოდ პილოტი იმყოფებოდა.

    სააგენტო „ტასნიმმა“, რომელიც დაკავშირებულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, ადგილობრივ გუბერნატორზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. პასუხისმგებლობა გუბერნატორმა აშშ-სა და ისრაელს დააკისრა.

    პილოტის ოფიციალურ გადარჩენამდე ძებნაში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ მიდის ასობით ადამიანი მთიან რეგიონში დაკარგული ამერიკელი მფრინავის მოსაძებნად.

    ირანული მედიის ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჩამოაგდო ამერიკული დრონიც, რომელიც პილოტის ძებნაში მონაწილეობდა. სააგენტო „ფარსის“ ცნობით, დრონი ირანის ისფაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა. ასევე გავრცელდა ვიდეოები, სადაც ადამიანები „ბლექ ჰოუკის“ ტიპის ვერტმფრენებს ესვრიან.

    აშშ-ს ამ ცნობების დადასტურება ჯერ არ გაუკეთებია.

    აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის გადამდგარმა პოლკოვნიკმა ბრენდან კირნიმ თქვა, რომ ასეთი ოპერაციების წარმატების შანსი „ჩვეულებრივ ძალიან, ძალიან დაბალია“.

    მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პილოტს კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნებოდა, ეს ძალიან სახიფათოა, რადგან „საკმარისია, ერთმა ადამიანმა მაინც შენიშნოს“.

    „არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვე პანიკას,“ — აღნიშნა მან.

    კირნიმ ასევე თქვა, რომ არსებული ცნობებით, პილოტს შესაძლოა მოუწია „სიმაღლეზე გადასვლა და დამალვა“, რაც „მისი მომზადების დასტურია“.

    ასეთი სიტუაციებისთვის პილოტები სპეციალურ წვრთნას გადიან.

    „მათი მთავარი ამოცანაა — გადარჩენა და ტყვეობისთვის თავის არიდება,“ — განაცხადა ჯენიფერ კავანამ, ანალიტიკური ცენტრის Defense Priorities სამხედრო ანალიზის დირექტორმა.

    მისი თქმით, პილოტებს ასწავლიან, რომ თუ ფიზიკურად შეუძლიათ, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ კატაპულტირების ადგილი და დაიმალონ, რათა უსაფრთხოება უზრუნველყონ.

    გარდა ამისა, ისინი სწავლობენ გადარჩენის ტექნიკებს, რათა შეძლონ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობა მინიმალური რესურსებით — საკვებისა და წყლის გარეშე ან მათი მოპოვებით.