
თბილისი
ბათუმი
ქუთაისი
რუსთავი
ფოთი

ბელარუსის პრეზიდენტმა მედიასთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე საქართველოც ახსენა და ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე ისაუბრა. ლუკაშენკო ამბობს, რომ სააკაშვილი ბელარუსისთვის იბრძოდა.
“მოგწონთ ის, თუ არა, სააკაშვილი ბელარუსისათვის იბრძოდა ევროკავშირსა და ამერიკაში. თავის ხასიათიდან გამომდინარე ყველას არწმუნებდა: თქვენ არ იცნობთ ბელარუსს, არ იცნობთ ბელარუსის პრეზიდენტს, რატომ ახდენთ მათზე ზეწოლას”, განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ ასევე თქვა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 98 პროცენტი არ დაუჭერდა მხარს ბელარუსის შესვლას რუსეთის შემადგენლობაში, თუ რეფერენდუმზე მსგავსი საკითხი დადგებოდა.
მისივე თქმით, ბელარუსს საქართველოსთან არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური პრობლემები არ აქვს – “მზად ვართ, ჩვენი კეთილი ურთიერთობები გამოვიყენოთ საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი, კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რასაც, სხვათა შორის, ვაკეთებთ კიდეც.
ჟურნალისტის კითხვაზე როგორ ვითარდება ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის და რა არის მოსალოდნელი სამომავლოდ, ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსმა და საქართველომ ეკონომიკური ურთიერთობები ნულიდან დაიწყეს და ახლა ვაჭრობა რამდენიმე ათეული მილიონს უტოლდება.
“ჩვენ თქვენთვის მეგობარი სახელმწიფო ვართ და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. საქართველოსთან ტვირთბრუნვა საერთოდ არ გვქონდა და ახლა ეს მაჩვენებელი 87 მილიონს აღწევს. ქვეყანა პატარაა, ბაზარი პატარაა, მაგრამ ჩვენ თანამშრომლობა ნულიდან დავიწყეთ. თქვენ გჭირდებათ ყველაფერი, რასაც ვაწარმოებთ. მე ვიყავი საქართველოში, ვნახე ქვეყანა როგორ ვითარდება და ვნახე, რომ ჩვენ პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია. საქართველოსთან არავითარი პრობლემა არ გვაქვს, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური. ჩვენი კეთილი ურთიერთობები მზად ვართ გამოვიყენოთ საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი, კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რასაც, სხვათა შორის, ვაკეთებთ კიდეც”, აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტის პოსტს 1994 წლის ივლისიდან იკავებს.
წყარო – რადიო თავისუფლება/საზოგადოებრივი მაუწყებელი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და NATO-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა.
დამტკიცდა საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც NATO-ში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველო NATO-ს განსაკუთრებული და საიმედო პარტნიორია, წელს ქვეყანა უმასპინძლებს ალიანსის გენერალურ მდივანს, სამხედრო კომიტეტსა და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რაც განსაკუთრებულ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს-NATO-ს ურთიერთობები ახალ დონეზეა.
ბახტაძის შეფასებით, უმაღლეს დონეზეა ევროკავშირთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის ხარისხი და ქვეყანას აქვს რესურსი ვადაზე ადრე შეასრულის ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების გარკვეული ნაწილი.
5 მარტს ბრიუსელში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა, რომელზეც ქართული მხარე წარადგენს “ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას.”
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიების ერთობლივ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წარადგინა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიში. სხდომაზე დამტკიცდა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა.

მემი გამერი დედის მსგავსად მსახიობია, თუმცა არა ისეთი პოპულარული. ის ძირითადად სერიალებში მონაწილეობს, მათ შორის არის “ნამდვილი დეტექტივი 3“, “კარგი ცოლი“ .

სწორად იკვებებით, სპორტდარბაზში დადიხართ, მაგრამ კილოგრამები არ გაკლდებათ? ხშირად ხდება ასე. აი, რამდენიმე მიზეზი, რატომაც დიდი ძალისხმევის მიუხედავად წონაში დაკლება გიჭირთ.
1. თქვენ კვების არასწორი გეგმა შეარჩიეთ
ყველა ადამიანი განსხვავებულია, ისევე როგორც მათი მოთხოვნილებები. შესაძლოა ერთი დიეტა სხვისთვის ეფექტური იყოს, თქვენთვის არა. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, დაწყებული სისხლის ჯგუფიდან, დამთავრებული თქვენი ჰორმონალური ფონით და ინდივიდუალური მეტაბოლიზმით. მიდით კარგ დიეტოლოგთან ან რამდენიმე ვარიანტი მოსინჯეთ. ამის შემდეგ მიხვდებით, რა ტიპის კვებაა თქვენთვის უფრო ეფექტური.
2. მეტისმეტად დიდი პორციები
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორი კვება, არამედ მოზომილი კვებაც. შესაძლოა გაუცხიმოვნებული იოგურთი ნაკლებკალორიულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ლიტრობით დალიოთ. ჩაიწერეთ ყველაფერი, რასაც ჭამთ და მალე აღმოაჩენთ, სად იმალება ზედმეტი კალორიები, რომლებიც ხელს გიშლით წონის დაკლებაში.
3. ნაკლები აქტივობა
სპორტი კარგია. მაგრამ თუ კვირაში რამდენჯერმე სპორტდარბაზში ვარჯიშობთ, დანარჩენ დროს კი მანქანაში, ოფისში, დივანზე გაუნძრევლად ატარებთ შედეგი არ გექნებათ. ხშირად იარეთ ფეხით, ირბინეთ, ადით კიბეზე.
4. ძილის ნაკლებობა
ძილი ყველაფერთან ერთად მეტაბოლიზმზეც მოქმედებს. ამიტომ დღეღამეში მინიმუმ 7 საათი უნდა გეძინოთ. წონის დაკლების პროცესში ძილის დარეგულირება მნიშვნელოვანია.
5. პლატოს მიაღწიეთ
ეს ნორმალურია. ხშირად ხდება, რომ წონა ერთ ადგილზე ჩერდება და შესაძლოა ერთი თვე ვერაფერი დაიკლოთ. თუმცა ამის ნუ შეგეშინდებათ. თუ ყველაფერს დანარჩენს სწორად აკეთებთ, პროცესი აუცილებლად დაიძვრება ადგილიდან და წონის კლებაც გაგრძელდება.
მმართველი გუნდიდან წასული ეკა ბესელია პარტიის ლიდერთან ბოლო შეხვედრას იხსენებს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრები იყო როგორც მეგობრული, ასევე რთული, ბოლო შეხვედრას კი ცივილურს დაარქმევდა.
“დამშვიდობება იყო კულტურული. მანამდე კი რთული პროცესი გავიარეთ. ჩვენი გზები სწორედ იმიტომ გაიყო, რომ მოსამართლეების საკითხზე ჩვენი ხედვები არ დაემთხვა”,თქვა ეკა ბესელიამ “ტვპირველთან”.
ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე
საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის
ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა
ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება
„მსჯავრდებული თავად იტყვის ყველაფერს, არ მინდა მოვლენებს დავასწრო. მიმაჩნია, რომ ის უდანაშაულოა“- განაცხადა მეუფე ანტონმა გლდანის სასჯელარსრულების დაწესებულებიდა გამოსვლის შემდეგ. მეუფე ანტონმა დღეს დეკანოზთან შეხვედრისას იმ სკანდალურ წერილზეც ისაუბრა, რომელიც გიორგი მამალაძემ 2017 წელს მატროსოვის ციხიდან 4 ეპისკოპოსს გამოუგზავნა. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი რამდენიმე დღის წინ წერილის მძიმე მორალურ-ზნეობრივ შინაარსზე საუბრობდა, დღეს კი ამბობს, რომ აჟოტაჟის საფუძველი არ არსებობს და ამ წერილს ეკლესიის შიგნით განიხილავენ.