ხშირად დასმული კითხვები
ზოგადად, ეპილაცია ორ ტიპად შეიძლება დავყოთ, ესენია: ლაზერული ტიპის და ფოტოეპილაცია. ლაზერულ ეპილაციას განეკუთვნებიან (ვალაგებთ თაობების მიხედვით): ლალის, რომელიც დღეს აღარ გამოიყენება, ალექსანდრიტის, დიოდური და ნეოდიმური, ანუ Nd-Yag (იგი ბოლო თაობისაა).
ფოტოეპილაციის (მისი ინგლისური აბრევიატურაა IPL) ტიპს განეკუთვნებიან: თვით ფოტოეპილაცია და ფოტოეპილაციის განახლებული სახესხვაობა, ელოს ეპილაცია.
ალექსანდრიტის ლაზერი (ტალღის სიგრძე 755 ნმ) შეუცვლელია, როდესაც კანსა და თმის ღერს შორის მკვეთრი კონტრასტია, მაგალითად: ღია ფერის კანზე არის მუქი ან უხეში ტიპის თმა. საქმე იმაშია, რომ ლაზერი მოქმედებს პიგმენტ მელანინზე, ამიტომ რაც ნაკლები ინტენსივობითაა კანში პიგმენტი ჩალაგებული და მეტად თმის ღერში, უფრო ეფექტურია და თმის სრული ალაგებაც ნაკლებ სეანსებითაა შესაძლებელი; თუ კონტრასტი მკვეთრი არაა, სპეციალისტი ვერ მუშაობს ლაზერის სათანადო სიმძლავრით, რაც განაპირობებს იმას, რომ მომენტალურად თმა კი ქრება, თუმცა საბოლოო განკურნება მალევე არ ხდება, შესაბამისად სეანსების მეტი რაოდენობაა ხოლმე საჭირო.
მუქი კანის შემთხვევაში ადვილად ვითარდება დამწვრობები, რადგან კანში არსებული პიგმენტიც შთანთქავს ლაზერის ენერგიას. ამიტომ აქვს ალექსანდრიტის ლაზერს მკაცრი შეზღუდვა გარუჯვასთან მიმართებაში. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სპეციალისტის კვალიფიკაციას და მის კეთილსინდისიერებას.
საქართველოში ძირითადად გავრცელებულია კავკასიური ტიპის კანი – პიგმენტის დიდი რაოდენობით შემცველობით როგორც თმის ღერში, ასევე კანში. ასეთ შემთხვევაში ალტერნატივას წარმოადგენს ნეოდიმური, ანუ Nd-Yag ან დიოდური ტიპის ლაზერები.
დიოდური ლაზერი (ტალღის სიგრძე 810 ნმ) მისი მოქმედების პრინციპია თმის ღერში არსებული, პიგმენტის შემცველი უჯრედების გახურება და შემდგომი მათი დაშლა. მომენტალურად წვავს ხილული თმის ღერს, ენერგია იმდენად მაღალია, რომ სეანსის წინ აუცილებელია თმის გაპარსვა, რომ დამწვარმა, გახურებულმა თმის ღერმა კანის ზედაპირი არ დააზიანოს. სამწუხაროდ, ამ ტიპის ლაზერი უეფექტოა ღია ფერის თმაზე (პიმენტის მცირე რაოდენობით შემცველობის გამო), აგრეთვე მუქი ფერის კანზე საბოლოო განკურნების თვალსაზრისით. ლაზერი ადვილად იწვევს დამწვრობებს, შემდგომი კელოიდის ( უხეში ნაწიბურის) ჩამოყალიბებით. თერაპიული მოქმედების დიაპაზონი მცირეა, რაც ნიშნავს იმას, რომ სპეციალისტს არ შეუძლია კანის და თმის ტიპიდან გამომდინარე ცვალოს სხივის ენერგია, რაც შესაძლებელია დანარჩენი ტიპის ლაზერებში (ალექსანდრიტის და ნეოდიმურ ლაზერულ აპარატებში).
Nd-Yag ყველაზე გრძელი ტალღის მქონე ლაზერი (ტალღის სიგრძე 1064 ნმ) არის ბოლო, უახლესი თაობის ეპილაციურ ლაზერებს შორის. მოქმედებს თმის ბოლქვის მკვებავ კაპილარზე და იწვევს მის დახურვას, ამიტომ თმის ძირი კვდება და ცილდება კანს 10-14 დღეში. მისი ტალღა ყველაზე ღრმა ფენებამდე აღწევს , უხეში თმის ბოლქვი ხშირად სწორედ ამ სიღრმეშია განლაგებული (4მმ სიღრმემდე), ამიტომ მხოლოდ ამ ლაზერს შეუძლია მსავსი ტიპის თმისგან განკურნება. ის სწორედ აქედან გამომდინარე, იგი არ ანადგურებს ღინღლს, ანუ გააჩნია არჩევითი ზემოქმედება თმის ღერზე მისი ტიპიდან გამომდინარე, რაც სპეციალისტების აზრით მის კიდევ ერთ უპირატესობად მიიჩნევა, რადგან ღინღლით დაფარული კანი უფრო ბუნებრივად გამოიყურება ხოლმე. ასევე, არსებობს სამწუხარო გამოცდილება იმისა, რომ ეპილაციით მოცილებული ღინღლი შემდგომში, დიდი ალბათობით, უხეშ თმად ყალიბდება ხოლმე.
ეს ლაზერი განსაკუთრებით ეფექტურია მუქი – კავკასიური ტიპის კანის შემთხვევაში, ასევე გარუჯული კანის დროს, მისი საშუალებით შესაძლებელია ქერა და უხეში ტიპის თმის მოშორება. არასოდეს არ იწვევს დამწვრობას, რადგან მისი სხივი მართალია ღრმად მოქმედებს, მაგრამ შეღწევადობა რბილია, სხვა ლაზერებისგან განსხვავებით. ხშირად არ იწვევს თმის მომენტალურ მოშორებას, რადგან არ წვავს თმას, როგორც დიოდური ლაზერი, არამედ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოქმედებს თმის ბოლქვზე (მკვებავ კაპილარებზე) რის გამოც განკურნება უფრო სწრაფად და ეფექტურადაა შესაძლებელი.
ფოტოეპილაციის (მისი ინგლისური აბრევიატურაა IPL) აპარატში ლაზერული აპარატისგან განსხვავებით, ერთდროულად მოქმედებს სხვადასხვა სიგრძის რამდენიმე ტალღა (600- დან 1200 ნმ-ის დიაპაზონის ჩათვლით), თუმცა, მათგან ეპილაციის თვალსაზრისით, ქმედითია მხოლოდ ერთი ან ორი, დანარჩენი კი იწვევს გვერდით მოვლენებს . მსგავსი ტიპის ლაზერული აპარატით არ ხდება ”მოქმედი სხივის გაწმენდა”. გარდა ამისა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამ აპარატების სხივი სივრცეში განშლადია, ამიტომ მოქმედი ზედაპირის ცენტრში და პერიფერიაზე მკვეთრად განსხვავებული სიმძლავრეებით ხდება ზემოქმედება, ამიტომ ხსირად პერიფერიაზე მოშორების ნაცვლად თმის ზრდის პროვოცირება ხდება ხოლმე. ფოტოეპილაციის დროს მოქმედი სხივის სიმძლავრე ბევრად დაბალია, ამიტომ საბოლოო შედეგის მიღწევა ფაქტიურად შეუძლებელია. მისი უპირატესობაა: პროცედურის შედარებითი სიიაფე ( აპარატის შედარებით იაფი ფასიდან გამომდინარე) და ტკივილის ნაკლები შეგრძნება, რადგან სიმძლავრე დაბალია. ანადგურებს ღინღლსაც, თუმცა შემდეგ უფრო უხეში თმის ამოსვლის პროვოცირება ხდება. შესაძლებელია განვითარდეს დამწვრობები.
ელოს ეპილაცია ეს იგივე ფოტოეპილაციაა, რომელსაც დამატებული აქვს რადიოტალღების დიაპაზონის ელექტროდენებით მოქმედება. მისი მოქმედების მექანიზმი ძირითადად იგივეა, რაც ფოტოეპილაციის, ერთი განსხვავებით: ელექტრომოქმედება აზიანებს თმის ძირს, ამიტომაც ფოტომოქმედება შედარებით გაადვილებულია, თუმცა ეს მოქმედება აზიანებს მიმდებარე ქსოვილსაც. ელოს ეპილაციაც განშლადი სხივით მოქმედებს, ამიტომ გვერდით უბნებზე თმის ზრდის გააქტიურება ხდება, აქრობს ღინლსაც და ის შემდგომში დიდი ალბთობით უხეშ თმად ყალიბდება ხოლმე. მისი უპირატესობაა: პროცედურის შედარებითი სიიაფე ( აპარატის შედარებით იაფი ფასიდან გამომდინარე) და ნაკლები ტკივილის შეგრძნება, რადგან სიმძლავრე დაბალია.
დღეისთვის ჭარბი თმისგან განთავისუფლების (განკურნების) რამდენიმე მეთოდი არსებობს. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ თანამედროვე მსოფლიო ჭარბთმიანობასთან ბრძოლაში უპირატესობას სწორედ ლაზერულ ეპილაციას ანიჭებს, რადგან ეს მეთიდი საშუალებას იძლევა არასასურველი თმისგან ყველაზე ეფექტურად, საბოლოოდ და გარანტირებულად განვთავისუფლდეთ.
ლაზერული ეპილაციის მოქმედების მექანიზმი პიგმენტ მელანინზეა დაფუძნებული, რომლის კანსა და თმაში ჩალაგების ინტენსივობა განაპირობებს მათ ფერს – მუქი ფერის თმასა და კანში მელანინი მეტია და პირიქით. ლაზერის ხსივის ეფექტურობის მიღება მხოლოდ მის გარკვეულ დიაპაზონშია შესაძლებელი. ასეთი ტიპის ბევრი ტალღა არსებობს, თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 755 ნანომეტრი სიგრძის ტალღა, რომელსაც ალექსანდრიტის ლაზერი გენერირებს, ყველაზე ეფექტურად შთაინთქმება მელანინით. ამიტომაც ალექსანდრიტის ლაზერი არ საჭიროებს მაღალ, აგრესიულ დოზებს თმის მოსაშრებლად. სხვა ლაზერებთნ შედარებით 2-ჯერ და მეტად დაბალი ენერგიით ხდება სასურველი ეფექტის მიღწევა. მაგალითისთვის, ალექსანდრიტისთვის ეს დოზა 25 ჯოული/სმ2, ხოლო დიოდზე 55 ჯოული/სმ2.
გარდა ამისა, ალექსანდრიტით ეპილაციას აქვს სხვა უპირატესობებიც, რის გამოც ჩვენი კლინიკა ცალსახად მას ანიჭებს უპირატესობას:
ალექსანდრიტის ლაზერის სხივი მოქმედებს მხოლოდ პიგმენტ მელანინზე, არ მოქმედებს ჰემოგლობინზე – ამიტომაც სხივი შთაინთქმება მხოლოდ თმის ბოლქვის მიერ, ხდება ლოკალურად ტემპერატურის აწევა და თმის ბოლქვი ზიანდება, მის გარშემო არსებული სხვა უჯრედები თითქმის არ იძლევიან რეაქციას თერმულ ზემოქმედებაზე.
755 ნანომეტრის სიგრძის მქონე სხივი ყველაზე სწრაფად შედის კანში, ამიტომ კანის ზედაპირი არ ზიანდება. ყოველ სეანსზე ხდება თმის რაოდენობის შემცირება და ყველაზე მოკლე პერიოდში ხდება თმისგან საბოლოოდ განთვისუფლება. ეს ლაზერი “ხედავს” წვრილ თმას და შედარებით ღია ფერის თმასაც კი.
ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციის დროს არ ხდება ზონის წინასწარი გაპარსვა. გაპარსვა ააქტიურებს მიძინებულ თმის ბოლქვებს, ხოლო ღინღლი ყალიბდება უხეშ თმად. შედეგად, ვღებულობთ ჭარბთმიანობას, რაც მნიშნვნელოვნად ართულებს სასურველი შედეგის მიღებას.
ალექსანდრიტის ლაზერს აქვს მოქმედების საკმაოდ დიდი დიაპაზონი, რაც საშუალებას იძლევა ექიმს მოახდინოს დოზის ზუსტი რეგულირება ინდივიდუალურად, კანსა და თმაში მელანინის ჩალაგების ინტენსიურობის მიხედვით.
ლაზერის თავი არ ეხება კანის ზედაპირს, რაც ჰიგიენური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია.
პროცედურა გულისხმობს საკუთარი სისხლისაგან მიღებული, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას კანქვეშ, ანუ სასურველი ეფექტის მიღწევა ( კანის გაახალგაზრდავება და გალამაზება) ხდება საკუთარი ფერმენტების ხარჯზე.
კანქვეშ პლაზმის შეყვანის შედეგად ხდება ჰიალურონის მჟავის და კოლაგენის გამომუშავების, ტროფიკის და ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება, ადგილობრივად რეზისტენტობის და იმუნიტეტის ზრდა. შედეგად ვღებულობთ ელასტიურ, ჯანსაღი ფერის და ნორმალური ტენიანობის, გაახალგაზრდავებულ კანს. მცირდება ან სრულიად ქრება ნაოჭების რაოდენობა.
პლაზმოლიფგინგი შესაძლებელია ჩატარდეს სახის, ყელის, გულმკერდის, ზურგის მიდამოში, თავის თმიან ნაწილში, ხელის მტევნებზე.
მისი უპირატესობებია:
– აბსოლუტურად უსაფრთხოა, გამორიცხულია ალერგიული რეაქციები და ინფექციური გართულებები, რადგან კანქვეშ მხოლოდ საკუთრი პალაზმის შეყვანა ხდება.
– ახასიათებს მაღალი ეფექტურობა, რადგან ორგანიზმი ყველაზე აქტიურად რეაგირებს საკუთარ პლაზმაზე.
– არ ახდენს კუნთების ბლოკირებას მოქმედების არეში.
პროცედურა ტარდება მეზოთერაპიის მსგავსად ატრავმული მიკროინექციებით, ადგილობრივი გაუტკივარებით. არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა.
მისი გამოყენება 1980 წლიდან დაიწყო, დასწყისში ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში გამოიყენებოდა. სწორედ ამ პერიოდში გამოვლინდა მისი უნიკალური გვერდითი ეფექტი – პაციენტებში დაფიქსირდა თვალის გარშემო, ტუჩებისა და შუბლის მიდამოში ნაოჭების ალაგება. მომდევნო წლებში ბოტოქსის ინექციები.
არაჩვეულებრივად პოპულარული გახდა კოსმეტოლოგიასა და ესტეთიკურ მედიცინაში და აქტუალურობას არც დღეს კარგავს.
ბოტოქსი ინექციის გზით შეჰყავთ მიმიკურ კუნთებში ბოტულოტოქსინი ბლოკავს ნერვკუნთოვან გამტარებლობას.
ის ნერვული იმპულსების აღქმას ბლოკავს დროებით (6-8 თვე). შედეგად, კუნთი დუნდება, აღარ იკუმშება და ნაოჭები სწორდება.
ვერ იპოვეთ თქვენს შეკითხვაზე პასუხი ან გსურთ გარკვეული დეტალების დაზუსტება?
მაშინ მოგვწერეთ ფოსტაზე [email protected]
ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე +995 32 215 52 25