კანის წმენდა
კანის წმენდა

კანის წმენდა გულისხმობს კანის ზედაპირიდან გარქოვანებული, მკვდარი უჯრედების, კოსმეტიკური ნარჩენების, ჭარბი ცხიმის, კამედონების (თეთრი და შავი), ცხიმოვანი საცობების, გამონაყრის, მიკრობების, ტოქსინების და შლაკების მოშორებას, კანის რეგენერაციის, სისხლის მიმოქცევის და ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას.
ნებისმიერ შემთხევაში, მოსალოდნელი შედეგია სადა, ჯანსაღი ფერის, ხავერდოვანი, გლუვი და ელასტიური კანი.
სახის კანის წმენდის რამდენიმე მეთოდი არსებობს, ესენია: მექანიკური, აპარატული და ქიმიური წმენდა.
ორი სიტყვით მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი:
მექანიკური წმენდა, თვით სახელიც მიგვანიშნებს, გულისხმობს კანის ხელით (სპეციალური აპარატურის გარეშე) დამუშავებას სპეციალური, სტერილური იარაღების დახმარებით. იგი, როგორც წესი, ხორციელდება კანის ვაპორიზაციის (წინასწარი დაორთქვლა) შემდეგ.
მექანიკური წმენდისას, რა თქმა უნდა, პაციენტს გარკვეული დისკომფორტი აღენიშნება, კანიც მეტად ღიზიანდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, რომლის დროსაც აღნიშნული მეთოდი შეუცვლელია. მედიკალ გრუპში ეს მეთოდი გამოიყენება კანის აპარატულ წმენდასთან ერთად, კომპლექსში.
აპარატული წმენდა გულისხმობს კანზე ზემოქმედებას სპეციალური აპარატურის დახმარებით და მისი საშუალებით კანის წმენდა-გასუფთავებას სხვადასხვა სიღრმეზე (საჭიროების მიხედვით).
ასევე საჭიროების მიხედვით ტარდება: ვაპორიზაცია, ვაკუუმ-სპრეით შეფრქვევა, ბრაშინგი, დეზინკრუსტაცია, ვაკუუმ-წმენდა, ულტრაბგერითი სკრაბერი, მიკროდერმაბრაზია, დარსონვალიზაცია, ფონოფორეზი…
აპარატული წმენდა დამზოგავი მეთოდია, პაციენტს დისკომფორტიც თითქმის არ აღენიშნება, კანი ნაკლებ ტრავმირდება. მეთოდი შესაძლებლობას იძლევა კანი გაიწმინდოს სხვადასხვა სიღმეზე.
აპარატურული წმენდის სხვადასხვა სქემა არსებობს.
აპარატურული წმენდის სქემას, პაციენტთან ერთად, ირჩევს ექიმი, კანის მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სტანდარტული სქემების შეცვლა.
სახის ქიმიური წმენდა გულისხმობს ქიმიური პილინგების (სპეციალური ქიმიური ნაერთები) დახმარებით კანის ზედა ფენის მოცილებას და კოლაგენის და ელასტინის გამომუშავების სტიმულაციას.
წმენდის მექანიკური და აპარატურული მეთოდებისგან განსხვავებით, ქიმიური პილინგი შედარებით აგრესიული მეთოდია, კანის ტრავმირების ხარისხიც შედარებით მაღალია. შესაბამისად, მისი ხშირი გამოყენება დაუშევებელია, რადგან უკუეფექტის რისკი მარალია.
ზოგადად, სახის კანის წმენდა მიზანშეწონილია ყველა ტიპის კანისთვის 15 წლის ასაკიდან, კანის ტიპიდან და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველთვიურად, ან 2-4 თვეში ერთხელ.
განსაკუთრებით მიზანშეწონილი და რეკომენებულია შემდეგი ტიპის კანის წმენდა:
ა)მშრალი, ბ)ფოროვანი, გ)ცხიმიანი, დ)კამედონებიანი, ე)გამონაყარიანი (აკნე), ვ)პოსტაკნეს მდგომარეობა, ზ) ცხიმის საცობები.
არსებობს შემთხვევები, როდესაც კანის წმენდა დაუშვებელია, მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება:
ჰერპესის და ეგზემის გამწვავება, ჰიპერტონული კრიზი, მენსტრუალური ციკლი, კანის მთლიანობის დარღვევა გასაწმენდ არეში, ცხელებით მიმდინარე დაავადებები.