416 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – რუსეთმა საქართველოს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა

Written by

in

416 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი- რუსეთის სათათბირომ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
დოკუმენტი, რომელიც  დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ არის მომზადებული, საქართველოდან  რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას და ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას ითვალისწინებს.

რუსი დეპუტატების ეს გადაწყვეტილება და  ინიციატივა, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ გაბუნიას მონოლოგს მოჰყვა, სადაც მან პუტინის მიმართ გინების შემცველი ტექსტი გამოიყენა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *