20 ივნისის ღამის დარბევის შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

Written by

in

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს.

ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვლი შს სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს.

მათ შორის ერთ-ერთი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. 

დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *