რა გაგიკეთათ ბიძინა ივანიშვილმა, ღირსება აგყარათ, გაგაშიშვლათ – მელიამ “ოცნების” დეპუტატებს მიმართა

Written by

in

სასამართლო პროცესიდან გამოსულმა ნიკა მელიამ იმ დეპუტატებს მიმართა, რომლებმაც მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.

“მივმართავ იმ 92 დეპუტატს, აბრძანდით ახლა და მიბრძანდით თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან, რა გაგიკეთათ. გაგაშიშვლათ,ღირსება აგყარათ, დაგამცირათ, მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად.

სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მე მოსამართლეს ვუთხარი, რომა რ შემიცვლია აზრი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს შესახებ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

92 დაჩოქილი დეპუტატი დავინახე გუშინ, რომლებიც თითქოს ამსჯელეს, რომ მელია არის დამნაშავეო. იმ საფრთხეების წინაშე დადგა ივანიშვილი, რომ ჩემს დაჭერას ამჯობინა რაც გააკეთა,”-განაცხადა  მელიამ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *