ვაპირებთ, 2028 წლის არჩევნებშიც გავიმარჯვოთ – კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი თავს ისაწყლებს და იიმედებს. სინამდვილეში კი არც მოსაწყლების საფუძველი აქვს და არც იმედის. რადგან, ერთი, იცის, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს და მეორე, ოცნება შემდეგი 4-იც და იმის შემდეგი 4 წელიც მაგრად იქნება. ჩვენ არჩევნების მოგებას არა მარტო 2024 წელს ვაპირებთ, არამედ, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.