თბილისში ავტომობილი ჯერ ქვეითს, შემდეგ კი მიკროავტობუსს დაეჯახა

Written by

in

წერეთლის გამზირზე, ოპელის მარკის ავტომობილი ჯერ  ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, შემდეგ კი ყვითელ მიკროავტობუსს.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა.

შეჯახების შედეგად დაშავდა ყვითელ მიკროავტობუსში მჯდომი მგზავრიც.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *