საქართველოს სანაპირო დაცვამ მალტის დროშით მცურავი გემი დააკავა და დააჯარიმა

Written by

in

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი ტანკერი “MARVEA” დააკავეს.

ფაქტზე საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

“MARVEA”-ს კაპიტანს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *