რატომაა, რომ დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ ჭარბ ცხიმოვან ნადებებს უბრალოდ „არ სურთ“ დაგვნებდნენ?

05.12.2024
05.12.2024

არსებობს რიგი თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებებისა, რომლებიც განაპირობებენ ჭარბწონიანობას, მაგრამ აღნშიშნულ პრობლემას, უმეტესწილად , არასწორი ცხოვრების წესი განაპირობებს ხოლმე

მას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ქონდეს:

სწრაფი კვება

ვინც სწრაფად იკვებება, მეტსაც მიირთმევს, ლოგიკურია . დროის მცირე მონაკვეთში შიმშილის ცენტრი ვერ ასწრებს იმაზე რეაგირებას, მიღო თუ არა ორგანიზმმა საკმარისი საკვები, რადგან საკვები ძალიან სწრაფად ხვდება კუჭში და იგი დროულად ვერ ახდენს იმპულსების გაგზავნას. რჩევა: ჭამის პროცესში კონცენტრაცია საკვების დაღეჭვაზე მოახდინეთ, სწრაფად რომ არ იკვებოთ. ეცადეთ შეამციროთ კარტოფილი, ჩიპსები, თეთრი პური და ბუტერბროდები რაციონში .

უძილობა

თუ დღე-ღამეში შვიდ საათზე ნაკლები გძინავთ ან უძილობა გაწუხებთ, სისხლში გლუკოზის რაოდენობა იზრდება, ამ დროს იმატებს ინსულინის დონე, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმოვან ქსოვილებში ზედმეტი ცხიმის “ჩალაგებას”. ეს ორგანიზმის რეაქციაა, მიმართული სტრეს-ფაქტორებთან ადაპტაციისკენ. რჩევა: შეებრძოლეთ უძილობას. დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწექით. სასურველია დღე-ღამეში 8 საათიანი ძილი.

მხოლოდ სპორტი არასაკმარისია გახდომისთვის

შეიძლება მთელი დღე უზარმაზარი ფიზიკური დატვირთვებითა და ვარჯიშით იყოთ დაკავებული, მაგრამ თვალსა და ხელს შუა სუქდებოდეთ. ყველაფერი საკვების რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ კალორიების რაოდენობა, რომელსაც ხარჯავთ ფიზიკური ვარჯიშების დროს, გაცილებით ნაკლებია კალორიებზე, რომელსაც იღებთ საკვები პროდუქტებით, მაშინ, რასაკვირველია, გასუქდებით.

ნახევარფაბრიკატები

ისინი მაღალკალორიული პროდუქტებისაგან მზადდება, თანაც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს. ალბათ არაერთხელ შეგინიშნავთ, რომ ნახევარფაბრიკატების მაღაზიაში ნაყიდი კატლეტები გაცილებით ბევრ ცხიმსა და პურს შეიცავს, ვიდრე ხორცს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვარჯიშები და დიეტა იწვევს მხოლოდ ზოგად გახდომას, ხოლო არათანაბრად ჩალაგებული ცხიმის (განსაკუთრებით გახდომის შემდეგ) მოსაცილებლად მხოლოდ ვარჯიშები და დიეტა სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. ამისთვის მედიცინაში არსებობს სხეულის კორექციის სხვადასხვა აპარატურული, თუ არააპარატურული მეთოდები. მათი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. აღნიშნული ინფრომაციით დაინტერესებულნი შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ გვერდს, სადაც თითოეული მათგანი დეტალურადაა აღწერილი. ფუნქციონირებს ასევე ცხელი ხაზი, ჩვენი კონსულტანტი ამომწურავ პასუხს გასცემს თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვას.